№35 რა გავლენას ახდენს ზოდიაქო თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე
ინტიმური ცხოვრება, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა ესა თუ ის ადამიანი დაბადებული. ამიტომ, თუ გსურთ, შეაფასოთ სასურველი ადამიანის სექსუალურობის დონე და სწორად აირჩიოთ სასიყვარულო პარტნიორი, მის დაბადების ზოდიაქოს უნდა მიაქციოთ ყურადღება.
ვერძი – გამოირჩევიან სიჯიუტით. ინტიმური ურთიერთობისას, უყვართ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება. ადვილად შეუძლიათ საპირისპირო სქესთან საერთო ენის გამონახვა, რის გამოც ისინი მუდამ ყურადღების ცენტრში არიან და არც თაყვანისმცემელთა ნაკლებობას განიცდიან. ეს მათ სტიმულს აძლევთ ცხოვრებაში. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს სექსუალური თანაცხოვრების დროსაც კი, არ უყვართ პარტნიორზე დამოკიდებულება და, არ არის გამორიცხული, ეგოიზმი გამოიჩინონ.
კურო – მგრძნობიარეები, თუმცა, პრეტენზიულები და მომთხოვნები არიან. ცდილობენ, რაც შეიძლება, მეტი თანხა დაახარჯვინონ სასიყვარულო პარტნიორს. სქესობრივ ცხოვრებაში კი შეუდარებლები არიან. უყვართ გულღია ურთიერთობები, თუმცა, არ არიან ერთგული საყვარლები და გამუდმებით ეძებენ ახალ რომანებსა და თავგადასავლებს.
ტყუპები - სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში გამჭრიახობით, დაკვირვებითა და საღი აზროვნებით გამოირჩევიან. შეუძლიათ, ერთი მზერით გაშიფრონ ადამიანი. არ ამბობენ უარს ხანმოკლე რომანებზე და ცდილობენ, დამოკიდებული იყვნენ თავიანთ სექსუალურ პარტნიორზე, თუმცა მანამ, სანამ ისინი მის გვერდით არიან.
კირჩხიბი – თავშეკავებული იმიჯით გამოირჩევიან, მაგრამ, ყოველთვის იგრძნობა ის ვნება, რაც მათ შინაგანად აქვთ. უყვართ, როცა დამოკიდებული არიან სექსუალურ პარტნიორზე და მთლიანად ენდობიან მათ. თუ ვერ იგრძნეს ის, რისი იმედიც ჰქონდათ, შეუძლიათ, მაშინვე შეწყვიტონ ურთიერთობა. თუმცა, თბილი და მოსიყვარულე პარტნიორები არიან.
ლომი – ვიზუალურად მაცდურები და მიმზიდველები არიან, მაგრამ, ნაკლებად გამოირჩევიან ტემპერამენტით. საკუთარ გრძნობებს ბოჭავენ და არ აძლევენ თავს საშუალებას, ბოლომდე გაიხსნან პარტნიორის წინაშე. ზოგადად, ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ სქესობრივ კავშირზე და ყოველ თაყვანისმცემელს ისე აღიქვამენ, როგორც მომავალ საქმროს.
ქალწული – რბილი ხასიათით ნამდვილად არ გამოირჩევიან, მაგრამ, სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში ნაზები, თბილები და მოსიყვარულეები არიან. ამ თვისებების გამო, ისინი სასურველ პარტნიორს ადვილად ხიბლავენ და მახეში აბამენ. ენდობიან რჩეულს როგორც სექსში, ასევე, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და თვალდახუჭული სჯერათ მათი. თუმცა, არასდროს მისცემენ უფლებას, მათი კეთილგანწყობა ბოროტად გამოიყენონ.
სასწორი – ძლიერი სექსუალური პარტნიორები არიან. გამოირჩევიან ტემპერამენტითა და ვნებით. თუმცა, სექსუალურ ცხოვრებას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და არ ცდილობენ, იმ ადამიანს დაუკავშირონ ბედი, ვინც მათ სექსუალურ ფანტაზიებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს.
მორიელი – მიმზიდველები არიან, ჭკვიანურად ირჩევენ პარტნიორს და ინტიმური ცხოვრების დროს, სრულიად კარგავენ დროისა და სივრცის შეგრძნებას. ამ დროს ისინი ლაღები და თავისუფლები ხდებიან. ერთგული და სანდო პარტნიორები არიან.
მშვილდოსანი – სასიყვარულო პარტნიორის არჩევისას, ცნობისმოყვარეობითა და გამჭრიახი გონებით გამოირჩევიან. ინტიმის დროს უყვართ ფანტაზიორობა და შეუძლიათ მაქსიმალურად ტკბობა იმით, რაც მათ თავს იმ წუთას ხდება. თუმცა, მათი ნდობა სარისკოა.
თხის რქა – ცდილობენ, მიენდონ თავიანთ სასიყვარულო პარტნიორს. არიან მოსიყვარულეები და სექსუალურები. არ გაგიკვირდეთ, თუ ინიციატივას გამოიჩენენ და სიყვარულს პირველები დაგიმტკიცებენ. ამაში ისინი გულწრფელები არიან. თუ მათ ნდობას მოიპოვებთ, ცხოვრების ბოლომდე თქვენი ერთგული დარჩება.
მერწყული – გამოირჩევიან ხალასი ბუნებით. მათთვის სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობა ცხოვრებაში დიდი სტიმულის მიმცემია, სექსი კი – მეორეხარისხოვანი. უყვართ რომანტიკულ გარემოში სასურველი ადამიანის გვერდით ყოფნა და დროსტარება. ამასვე აფასებენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში.
თევზები – მეოცნებეები არიან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება სასიყვარულო სფეროში და სექსუალური პარტნიორის არჩევა. თუ შეძელით მისი მოხიბვლა, მაშინ ის ბოლომდე გენდობათ, ყველა სურვილს აგისრულებთ და გაგაღმერთებთ, რაც მას ხელს უშლის, მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს ინტიმური ურთიერთობებიდან.