კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 სიმინდის სამკურნალო თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სიმინდის მარცვლები შეიცავს წყალს, ცილოვან ნივთიერებებს, სახამებელს, ცხიმს, ნაცარს, ეთერზეთებს, ქლოროფილს, C, K, B1, B2, B6, S და E ვიტამინებს. სამკურნალოდ გამოიყენება მარცვლები, ულვაში და ღერო. სიმინდისგან ამზადებენ ფქვილს (აცხობენ მჭადს, ამზადებენ ფაფას, ჭვიშტარს და სხვა), ღერღილს (ღომისა და ფაფისთვის), საჭმელ ზეთს, საქონლისთვის – სილოსს, მწვანე საკვებს.
  სამკურნალოდ გამოიყენება სიმინდის ულვაში. ის ტაროს უნდა მოსცილდეს მარცვლების რძისებრ სიმწიფის ხანაში, სექტემბერ-ოქტომბერში ნედლეული უნდა გაიშალოს თხელ ფენად და გაშრეს ჩრდილში. მისი შენახვა შეიძლება მშრალ ადგილას მხოლოდ 5-6 თვემდე, შემდეგ უვარგისი ხდება. სიმინდის ულვაში შეიცავს ცხიმს, C, K ვიტამინებს, საპონინებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. გამოიყენება როგორც შარდმდენი, შარდკენჭოვანი დაავადების, ნაღვლის ბუშტის სადინარებისა და ღვიძლის დაავადების დროს. აქვს სისხლდენის შეჩერების უნარი.
  ნაყენის მოსამზადებლად წვრილად დაჭრილ 1 ჩაის კოვზ სიმინდის ულვაშს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაწურეთ და სვით, როგორც ჩაი, დღეში 4-6-ჯერ თითო სადილის კოვზი. შარდის გამოყოფა მკვეთრად გაძლიერდება.
  სიმინდის მარცვლებისგან მიღებულ ზეთს იყენებენ ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორც სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის შემამცირებელ საშუალებას. ამ მიზნით საჭმელი უნდა დაამზადოთ ზეთზე, განსაკუთრებით სალათები.
  3 ჩაის კოვზ სიმინდის ულვაშს  დაასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი. შემდეგ ეს ჭურჭელი მოათავსეთ თბილი წყლით სავსე უფრო დიდ ჭურჭელში 5 წუთით. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა ყოველი ჭამის წინ. ნახარში შეგიმცირებთ მადას და დაგეხმარებათ უფრო სწრაფად დანაყრებაში.
  3 ჩაის კოვზ სიმინდის ძაფს მოასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი და გააჩარეეთ 15 წუთით. შეგიძლიათ, ნაყენს დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი მოცვის დაფქული ფოთლები. მიიღეთ 100 მილილიტრი დღეში 4-ჯერ. ნაყენი კარგი შარდმდენი საშუალებაცაა, კარგად გამოჰყავს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე და წარმატებით ებრძვის ცელულიტებს.
  აიღეთ 1 სადილის კოვზი მოცხარი, 1 ჩაის კოვზი შავი ჩაი და 2 სადილის კოვზი სიმინდის ულვაში. დაასხით მდუღარე წყალი და აცადეთ, შეგრილება. ჩაი მხოლოდ ტკბილეულის მიმართ მიდრეკილებას ხსნის, ამიტომ ცოტა უნდა გაისარჯოთ – დაუმატეთ ჩაის დაბალკალორიული დიეტა და ფიზიკური დატვირთვა.
  სიმინდის ზეთი ორგანიზმს იცავს სხვადასხვა დაავადებისგან. მათ შორის – ასთმისგან, შაკიკისგან, კანის დაავადებებისგან, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს (საკმარისია დღეში 75 მილიგრამი).
  სიმინდის ფქვილის აბაზანა ამშვიდებს კანის ანთებას, არბილებს გაუხეშებულ ადგილებს, ხსნის ქავილს, მისი ნიღაბი წმენდს, არბილებს და ანაზებს სახის კანს.


скачать dle 11.3