კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 უსაშველოდ განვითარებადები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

გარღვევა დეფიციტში

  იმის გათვალისწინებით, რომ დამოუკიდებლობამ თავისუფლება ნაკლებად (და არა იმიტომ რომ დამოუკიდებლობა თავისუფლებას არ ნიშნავს), მაგრამ მხოლოდ მომსახურების სფეროს განვითარება მოგვიტანა (რაღა მოგვიტანა – მოვატანინეთ), საქმე ლამისაა, ისე გაგვიხდეს, რომ ტექნიკური და ჰუმანიტარული, ისევე, როგორც საბუნებისმეტყველო დარგების სპეციალისტები აღარ გვყავდეს (მხოლოდ ჭარმაგი ასაკის).
  იმ მარტივი მიზეზით, რომ ახლა მოდურიც (ამას კიდევ გადაიტანდა ადამიანი, ვინაიდან ყველა ეპოქას თავისი მოდა აქვს) და სარფიანიც კომპიუტერზე მუშაობა, უცხო ენების ცოდნა (ტურისტებისთვის და მომსახურების ობიექტებისთვის სამყოფად) და მარიფათია, მუშახელი რაა, იმის შემოყვანაც კი გვჭირდება (შედარებით რთული სამუშაოებისთვის), არათუ სხვადასხვა დარგის სპეციალისტის (იმიტომ რომ ჩვენთან თითზე ჩამოსათვლელებიღა დაგვრჩა). ამის გათვალისწინებით, საცაა, განვითარებადი ქვეყნის სტატუსი ყოველმხრივ მოგვერგება. ამიტომაც წელს უფასოა სპეციალობები (ანუ აბიტურიენტისთვის უფასო): ქართული ფილოლოგია, აფხაზური ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკონომიკა, მშენებლობა, ენერგეტიკა, არქიტექტურა, აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, მეცხოველეობა, სამთო და გეოინჟინერია, საინჟინრო გეოდეზია, გეოინფორმატიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია, მეტალურგია, მევენახეობა და ენოლოგია, მასალათმცოდნეობა, სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა და სხვა (სპეციალობების სრული ჩამონათვალი გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე).
ამდენად, გამოდის, რომ ქვეყანაში, ფაქტობრივად, ყველა სპეციალობაში გარღვევაა.


скачать dle 11.3