№35 როგორ გახდა გიორგი ჩიკვაიძე ბიონსესა და ჯეი ზის პირადი აგენტი და აპირებს თუ არა ის 14-წლიანი სიყვარულის შემდეგ ნინი ბადურაშვილზე დაქორწინებას
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც აქტიურად დაიწყეს საუბარი მასა და ნინი ბადურაშვილს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. გიორგი ამ დროისთვის იახტების ბიზნესშია. როგორ მოხვდა იქ, როდის შეიცვალა რადიკალურად მისი ცხოვრება და რა აკავშირებს ნინისთან, მისგან შეიტყობთ.
გიორგი ჩიკვაიძე: პროფესიით ვეტერინარი ვარ, შემდგომში სურსათის უვნებლობის ექსპერტი გავხდი. ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე. თავის დროზე, როცა ვეტერინარობა გადავწყვიტე, ყველა გაოცდა, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ცხოველები და ეს გადაწყვეტილება ლოგიკურად მივიღე. 17 წლიდან ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი. ამ ასაკში დავიწყე მარტო ცხოვრება, შემდეგ მქონდა საკუთარი ვეტერინარიული კლინიკა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა წონა იყო – 126 კილოგრამი ვიყავი და ამის გამო უამრავი კომპლექსი მქონდა. 12 წლამდე სპორტულად ვცხოვრობდი, მერე თავი დავანებე და ძალიან გავსუქდი. ჩემს კომპლექსებთან და ცხოველებთან ერთად ვცხოვრობდი აგარაკზე და ძალიან ბევრს ვოცნებობდი. ჩემს ასაკში ასეთი წონის მეორე არ მეგულებოდა. ძალიან ბევრს ვმუშაობდი ამ ყველაფრის დასამარცხებლად. შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კერძოდ, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დავიწყე მუშაობა, თუმცა, ყოფილ ხელისუფლებასთან არცთუ ისე სასიამოვნო ურთიერთობის გამო, ის სამსახური დავტოვე. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო და დეპრესიაც მქონდა, მაგრამ საკუთარი თავის რეაბილიტირება მალე შევძელი. გადავწყვიტე, დასასვენებლად კანში წავსულიყავი, სადაც კანის იახტების ფესტივალზე მოვხვდი და მივხვდი, რომ მინდოდა, ამ სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავი. ჩემი სურვილი რომ გავამჟღავნე, თავიდან ყველა დამცინოდა. საიახტო ინდუსტრია ძალიან ძლიერ მატერიალურ მხარესთან ასოცირდება. მეორე წელს ისევ
დავბრუნდი იახტების ფესტივალზე, მივადექი წამყვან კომპანიას და ვკითხე: როგორ იწყებენ თქვენთან მუშაობას-მეთქი. მაშინ ისევ 126 კილოგრამი ვიყავი. ყველა, ვინც იქ მუშაობდა საოცარ ფორმაში იყო. მათაც არასერიოზულად მიიღეს ჩემი ინტერესი. ბულინგი არ ყოფილა, მაგრამ მითხრეს, რომ ამ წონით იახტების ინდუსტრიაში გზის გაკვალვა ძალიან გამიჭირდებოდა. ეს ერთგვარი ლაქშერი ცხოვრების სტილია – ამ ინდუსტრიაში ადამიანებიც შესაბამისად უნდა გამოიყურებოდნენ, ამაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. მაგრამ ეს ჩემი ოცნება იყო. დღეს ჩვენი კომპანია „აზიმუტ ბენეტი“ მსოფლიოში ლიდერია. ბოლოს მათ მითხრეს, თუ მაინც არ იშლი, მოდი, ჯერ შენს თავზე იმუშავეო. ერთ წელიწადში 68 კილოგრამით ნაკლები და ნავარჯიშევი ჩავედი მათთან, სრულიად განსხვავებულად ჩაცმული და ჩემი თავი გავახსენე. არ სჯეროდათ და ფოტოებით მომიწია მტკიცება, რომ იგივე ადამიანი ვიყავი. დავიწყე სწავლა „აზიმუტ ბენეტის“ აკადემიაში, სადაც სამი წელი უმაღლეს ქულებზე ვსწავლობდი. მეორე წლიდან დავიწყე მუშაობა და დღეს, ექვსი წლის თავზე, ამ კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ვარ კანის, ნიცის, მონაკოსა და იტალიის ტერიტორიაზე, ჩვენ მხარეში კი – რეგიონული მმართველი, რაც ცოტა დაუჯერებელი ამბავია. კიდევ უფრო დაუჯერებელია ის, რომ ამ კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოყვანა შევძელი, რასაც სულ ვცდილობდი და რაც თავიდან სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, მაგრამ 2018 წელს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა „აზიმუტ ბენეტ ჯგუფს“. ქართულმა ტემპერამენტმა და რქებით მიწოლამ თავისი ქნა და ეს მათთვის განსაკუთრებით დასაფასებელი აღმოჩნდა.
დავბრუნდი იახტების ფესტივალზე, მივადექი წამყვან კომპანიას და ვკითხე: როგორ იწყებენ თქვენთან მუშაობას-მეთქი. მაშინ ისევ 126 კილოგრამი ვიყავი. ყველა, ვინც იქ მუშაობდა საოცარ ფორმაში იყო. მათაც არასერიოზულად მიიღეს ჩემი ინტერესი. ბულინგი არ ყოფილა, მაგრამ მითხრეს, რომ ამ წონით იახტების ინდუსტრიაში გზის გაკვალვა ძალიან გამიჭირდებოდა. ეს ერთგვარი ლაქშერი ცხოვრების სტილია – ამ ინდუსტრიაში ადამიანებიც შესაბამისად უნდა გამოიყურებოდნენ, ამაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. მაგრამ ეს ჩემი ოცნება იყო. დღეს ჩვენი კომპანია „აზიმუტ ბენეტი“ მსოფლიოში ლიდერია. ბოლოს მათ მითხრეს, თუ მაინც არ იშლი, მოდი, ჯერ შენს თავზე იმუშავეო. ერთ წელიწადში 68 კილოგრამით ნაკლები და ნავარჯიშევი ჩავედი მათთან, სრულიად განსხვავებულად ჩაცმული და ჩემი თავი გავახსენე. არ სჯეროდათ და ფოტოებით მომიწია მტკიცება, რომ იგივე ადამიანი ვიყავი. დავიწყე სწავლა „აზიმუტ ბენეტის“ აკადემიაში, სადაც სამი წელი უმაღლეს ქულებზე ვსწავლობდი. მეორე წლიდან დავიწყე მუშაობა და დღეს, ექვსი წლის თავზე, ამ კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ვარ კანის, ნიცის, მონაკოსა და იტალიის ტერიტორიაზე, ჩვენ მხარეში კი – რეგიონული მმართველი, რაც ცოტა დაუჯერებელი ამბავია. კიდევ უფრო დაუჯერებელია ის, რომ ამ კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოყვანა შევძელი, რასაც სულ ვცდილობდი და რაც თავიდან სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, მაგრამ 2018 წელს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა „აზიმუტ ბენეტ ჯგუფს“. ქართულმა ტემპერამენტმა და რქებით მიწოლამ თავისი ქნა და ეს მათთვის განსაკუთრებით დასაფასებელი აღმოჩნდა.
– ამ პოზიციას ბევრი პრივილეგია ახლავს. მათ შორის მსოფლიო ვარსკვლავებთან ურთიერთობა.
– როცა რაღაც ძალიან გინდა, ყველაფერს აკეთებ ამისთვის და ალბათ, შესაბამისი უნარებიც აღმოჩნდა ჩემში. ზუსტად ვიცოდი, რომ ოდესმე ეს დღე დადგებოდა. ჩვენი პირველი კლიენტი ცნობილ ადამიანთა შორის სელმა ჰაიეკი იყო. გაფრთხილებული ვიყავი, რომ არ უნდა გამეცხადებინა და „შემემჩნია“ მასთან შეხვედრით გამოწვეული ემოციები. ეს სამყარო შენგან ძალიან ბევრს მოითხოვს. სკოლაში „სამოსანი“ ვიყავი და მერეც რამით გამოვირჩეოდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ სულ აინშტაინის სიტყვები მახსენდება: „წარმოსახვა გაცილებით მეტია, ვიდრე ცოდნა“ და თუ ადამიანს აქვს წარმოსახვის უნარი და მიზანი, ის აუცილებლად იპოვის იქამდე მისასვლელ გზას. ოცნებას ძალიან დიდი ძალა აქვს. ბოლო წლებია, საკუთარი თავის მეშინია, რომ რამეზე ოცნება არ დავიწყო – ზუსტად ვიცი, რომ მომავალ წელს ის აუცილებლად რეალობად იქცევა. მე შევქმენი ჩემი ალტერ ეგო, სახელად „რამზესი“ და კომპანიაში გიორგით არავინ მიცნობს. რამზესი ძალიან წარმატებულია. იქ, სადაც გიორგისთვის ზღვარი ჩნდებოდა, ავტომატურად ირთვებოდა რამზესი, რომლისთვისაც მიუღწეველი არაფერია. ვარსკვლავებს რომ დავუბრუნდეთ, სელმა ჰაიეკს მოჰყვა ჯორჯ ბენსონი, რომელთანაც ძალიან დავმეგობრდი. იყო კიდევ ერთი საოცრება – ბიონსესა და ჯეიზისთან შეხვედრა. შემდეგ მათ ორ ტურნირზე ოჯახის სტუმრის სტატუსით ვიყავი – ეს ძალიან ბევრ პრივილეგიას ნიშნავს. მაგალითად, იმას, რომ ბიონსეს დედასთან „ვოთსაფში“ მაქვს მიმოწერა. ბენსონი დედაჩემს მოსაკითხად ურეკავს და ასე შემდეგ. ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან. როცა საკუთარ წრეში გიღებენ, ბევრი ბარიერი იხსნება. არ ვამბობ, მე და ჯეიზი ვსხედვართ და ხელგადახვეულები ვსვამთ-მეთქი, მაგრამ იმ რამდენიმე საათს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ძალიან მეგობრულ გარემოში ვატარებთ. თუმცა, თავისთავად, ეს შეხვედრები კომპანიის მიერაა განსაზღვრული. თავიდან მათთან შეხვედრისას მაინც დაძაბული ვიყავი. ბუნებრივიცაა, პირველად ნახვისას, მათ რომ ახლდათ, იმხელა დაცვა კენედის რომ ჰყოლოდა, ალბათ, ვერ მოკლავდნენ. მთელი ჯარი იცავს ამ ქალს.
– ამ ყველაფერთან ერთად, შენთან დაკავშირებით ისმოდა კითხვა – პოლიტიკაში წასვლას აპირებს თუ არა? ალბათ, იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც დღევანდელი ხელისუფლების წევრებთან, მათ შორის, კახა კალაძესთან გაქვს.
– ეს საკითხი იდგა, იყო შემოთავაზებები და მეც ძალიან მიზიდავს პოლიტიკა, მაგრამ ჩემი საქმე დიდ ენერგიას მოითხოვს. პოლიტიკას რაც შეეხება, მე ამ კომპანიაში ჯერ ჩემი მაქსიმუმი არ გამიკეთებია. თან, მათი თხოვნა იყო, რომ არ ვყოფილიყავი პოლიტიკასთან დიდი დოზით დაკავშირებული. ეს შეიძლება, ჩვენი კლიენტების ნაწილისთვის პრობლემა იყოს. ამ ეტაპზე კომპანიაში დარჩენა ვარჩიე და რაც მეტს შევძენ აქ ჩემს თავს, სამომავლოდ, თუ
პოლიტიკაში მოსვლის სურვილი მექნება, გაცილებით უკეთ მოვალ, ვიდრე ახლა შემიძლია.
პოლიტიკაში მოსვლის სურვილი მექნება, გაცილებით უკეთ მოვალ, ვიდრე ახლა შემიძლია.
– „ლაქშერი ბიზნესმენი“ – ხშირად გაფასებენ ასე.
– ამაზე, ალბათ, იმან უნდა ილაპარაკოს, ვინც ასე მიწოდებს. თუმცა, გასაგებია, რაც იგულისხმება. დღეს ჩემი შემოსავლების ოთხმოცი პროცენტი ხმარდება იმას, რომ მეცვას ისე და გამოვიყურებოდე ისე, როგორც კომპანიას შეეფერება და შესაბამისად ვცხოვრობდე. ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს. ბუნებით ეს ტიპი უნდა იყო, ალბათ, ცოტა „მარიაჟიც“, ეს ყველაფერი რომ მოგწონდეს და გიზიდავდეს. თუმცა, ლამაზი ფოტოების უკან ძალიან დიდი შრომა დევს და ისეთი მომენტებიც მქონია, როცა მითქვამს, რომ მეტი აღარ შემიძლია. თუმცა, ეს ჩემი ოცნება იყო და არის. დედაჩემისთვის შოკი იყო, როცა ჯორჯ ბენსონმა დაურეკა და უთხრა, შენი შვილიდან გამომდინარე, მინდა, რომ შენთანაც ვმეგობრობდეო. ჩემს მშობლებს დღეს რომ ვუთხრა, ამერიკის პრეზიდენტი მინდა, გავხდე-მეთქი, ალბათ, არ გაუკვირდებათ (იცინის).
– რაც შეეხება პირად ცხოვრებას... სასურველი სასიძოების ხუთეულში შედიხარ.
– ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად ვგრძნობ ამას და ერთგვარად სასიამოვნოცაა და სახალისოც. ყურადღება ნამდვილად არ მაკლია, მაგრამ პირადთან მე ცოტა სხვა დამოკიდებულება მაქვს. ბევრ ძმაკაცს უთქვამს, ერთი სტატუსი გაქვს და გამოიყენეო, რაც არ შემიძლია. გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ, უზომოდ ერთგული. სულ ორჯერ მიყვარდა.
– პირველი იყო ნინი ბადურაშვილი.
– კი. ნინი ჩემი ბავშვობის სიყვარულია, თოთხმეტი წელი მიყვარდა. დღეს ძალიან კარგი მეგობრები ვართ. კლასელები ვიყავით, მთელი ცხოვრება ერთად მოვდივართ და ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის. ის, რომ შეყვარებულები ვართ, სისულელეა და შესაბამისად, არც დაქორწინებას ვაპირებთ.
– 14 წელი ცალმხრივად გიყვარდა?
– კი, მაგრამ ნინის ამის გამო ვერ გავამტყუნებ. ვიცოდი მისი შეყვარებულები და ის ბიჭები ძალიან განსხვავდებოდნენ ჩემგან, ანუ მას სხვა ტიპები მოსწონდა. გარდა ამისა, ნინი ბავშვობიდან ვარსკვლავია, ასეთივე ოჯახიდან და მისთვის, ალბათ, მნიშვნელოვანი იყო, მის გვერდით ყოფილიყო სიმპათიური და წარმოსადეგი ბიჭი. მე, 126-კილოიანი რომ დავდევდი ძაღლებს... აბსოლუტურად მისაღები იყო ჩემთვის ეს რეალობა. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ ურთიერთობას და ვიზიტს – ნინის ბავშვობიდან ძალიან უყვარდა ჯეკსონი და მეც საშუალება მომეცა, ჯეკსონების ოჯახის წვეულებაზე დამეპატიჟა, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და ეს მისთვისაც დაუჯერებელი იყო. სოციალურ ქსელებში აგრესიული კომენტარებიც შემხვდა: „ეს ოლიგარქი, „ვერტალიოტებით“ იფრინეს, იახტებზე დააჯინა...“ ნინის ლანძღავდნენ – ეს ბიზნესმენი გამოიჭირა და იმ ბიჭმა ჯერ არ იცის, ეს ვინ არისო. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დამშვიდდნენ, არც ოლიგარქი ვარ და ალბათ – საშუალოზე დაბალი დონის ბიზნესმენი. თუმცა, ჩემი გეგმები მაქვს და ამაზე რამდენიმე წელში ვილაპარაკოთ (იცინის).
– სტატუსიც რომ შეგეცვალა და გარეგნობაც, ნინისთვის რამის დამტკიცების მცდელობა არ გქონია?
– არა. როცა მიყვარდა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ნინი ზედმეტ ურთიერთობას თავს არიდებდა. როგორც კი ჩემთან ეს გრძნობა დამთავრდა, მერე ჩვენ შორის ისეთი მეგობრობა დაიწყო, როგორიც არავისთან მქონია.
– მეორე სიყვარულს რაც შეეხება და ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– ეს იყო ბაქოში. დიდი ამბავი ააგორეს. ნინის გათხოვებას დაემთხვა და თითქოს ეს მე ჯინაზე გავაკეთე, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. თუმცა, ის ურთიერთობა ძალიან მალე დამთავრდა. ჩემს ცხოვრებაში სულ ხდება რაღაც, მაგრამ ამას რაიმე კვალიფიკაციას არ ვაძლევ. საკმაოდ აქტიური პირადი ცხოვრება მაქვს, მაგრამ ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. თუმცა ვიცი, ახლა რომ ვინმე გამოჩნდეს, ვინც შემიყვარდება, ეს აუცილებლად ქორწინებით დაგვირგვინდება. ჩემთვის ქალის გარეგნობაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხასიათიც და სინათლე, რომელიც ადამიანს ან აქვს, ან არა. ჩამქრალი, სტანდარტული გოგო ჩემთან ვერასდროს იქნება. მსიამოვნებს, როცა ჩემ გვერდით რაღაც ანათებს.