კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რის შემდეგ უყურებენ „ჰოლივუდში“ სხვა თვალით თემო მელიქიძეს და როგორ უწევს ის ოსკაროსან მსახიობებს კონკურენციას

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  „როგორი მდიდარიც უნდა იყო, რაც გიყვარს, იმ საქმეს თუ არ აკეთებ, ვერასდროს იგრძნობ, რა არის თავისუფლება. მე ვიცი თავისუფლების ფასი და ჩემთვის მთავარია, გავხდე სტიმული ადამიანებისთვის. დღეს ბევრი გოგო, ბიჭი მწერს: მეც მინდა მსახიობობა, 30 წლის ვარ და კიდევ მაქვს შანსიო და მე ყველას ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას – და ეს არის ჩემთვის „ოსკარიც“, „ოქროს გლობუსიც“ და მილიონიც. მინდა, ადამიანებს მივცე სტიმული, ბავშვებს ყველა ქვეყანაში, რომ არ თქვან არასდროს: ნეტავ ეს გამეკეთებიანო. ასე გახდა ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში სტიმული ბრუს ლის შავ-თეთრი ფილმები და მე მიზნად დავისახე, რომ გავმხდარიყავი მსახიობი. ის, რომ დღეს „ჰოლივუდში“ ვარ, მინდა, ქართველებისთვის სტიმული იყოს, რომ შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ, უნდა გქონდეს მიზანი და ბევრი იშრომო“, – ეს სიტყვები თემო მელიქიძეს ეკუთვნის, რომელსაც დღეს „ჰოლივუდში“, როგორც „ჯორჯიან აქთერს“, ისე იცნობენ. მისი წარმატება 4 წლის წინ ფილმით – „პატრიოტის დღე“ დაიწყო, სადაც ოსკაროსან მსახიობებთან ერთად შთამბეჭდავად ითამაშა და დღეს ის ქართველი ელჩია დიდ „ჰოლივუდში“.
  თემო მელიქიძე: ბოლო 9 წელია, საქართველოს დისტანციურად ვიცნობ: ფოტოებიდან, „ინსტაგრამიდან“. ახლა, როდესაც ჩამოვედი, პირველ დღეს ისეთი ნოსტალგიური შეგრძნებები დამეუფლა, ბავშვობის ემოციებმა გაიღვიძა, ვიგრძენი, რომ სახლში ვიყავი. ბელგიაში და ლოს-ანჯელესში ასეთი შეგრძნება არასდროს მაქვს. საქართველო ჩემი სამშობლოა, ჩემი კუთხე. რამდენი წელიც უნდა გავიდეს, მუდმივად მექნება ეს გრძნობა. ქართული საუბარი რომ მოვისმინე, ძალიან გამიხარდა, მესიამოვნა. რაც აქ ვარ, ისიც დავაფიქსირე, რომ ქართულად დავიწყე ფიქრი, უფრო მეტად გავაუმჯობესე საუბარი.
– ძალიან კარგად ლაპარაკობ ქართულად. ეს, ალბათ, შენი მშობლების დამსახურებაა.
– კი. ბელგიაში რომ ჩავედით, მამაჩემისთვის მთავარი იყო, ქართული არ დაგვვიწყებოდა. სახლში დღემდე სულ ქართულად ვსაუბრობთ და სკოლის შემდეგ გვამეცადინებდა ხოლმე ქართულ ენაში: ვწერდით, ვკითხულობდით. მაშინ ბავშვი ვიყავი, არ მიყვარდა, სკოლის შემდეგ კიდევ რომ უნდა გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ ახლა ვხვდები, ამას რატომ აკეთებდნენ. მამაჩემის და დედაჩემის დიდი მადლობელი ვარ.
– როგორ შეგხვდა საქართველო, ხალხი, უკვე, როგორც „ჰოლივუდის“ ვარსკვლავს?
– ხალხი მცნობს, მაგრამ მე ვეღარ ვცნობ. ყველა ძალიან ამაყობს ჩემით, უხარიათ. ამდენი ხანი მელოდებოდნენ. სულ ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩემი პირველი ჩამოსვლა, როგორ შემხვდებოდნენ ადამიანები, უცხოდ ხომ არ ვიგრძნობდი თავს. ყველა ისე კარგად დამხვდა, მეკითხებოდნენ: რა ხდება „ჰოლივუდში“, მარკ ვოლბერგს ელაპარაკები ტელეფონითო... 5-6 წლის ვიყავი, როდესაც ვთქვი: მსახიობი უნდა გამოვიდე-მეთქი. მაშინ ხუმრობად მიიღეს, იცინოდნენ. 18-20 წლის რომ გავხდი და მერე კიდევ ამას ვამბობდი, უკვე მიხვდნენ, არ ვხუმრობდი. ახლა, რომ ესმით, მათი ახლობელი, მეგობარი „ჰოლივუდის“ ფილმებში იღებს მონაწილეობას, ყველას უხარია, მგულშემატკივრობენ და ეს უდიდეს მოტივაციას მმატებს. ახალი ენერგიით წავალ ამერიკაში, რომ ჩემი საქმე გავაგრძელო.
– საქართველოშიც გადაღებებში მიიღე მონაწილეობა.
– ლოს-ანჯელესში გავიცანი ნიკოლოზ ხომასურიძე, ჩემი ფილმი ჰქონდა ნანახი და მითხრა, რომ ჩამოხვალ ერთმანეთს დავუკავშირდეთო. რომ ჩამოვედი, დავით აღმაშენებელზე გადავიღე პრომოკლიპი, რომელსაც „ჰოლივუდში“ წავიღებ, ჩემს  მენეჯერს ვაჩვენებ. მინდა, „ჰოლივუდს“ ვაჩვენოთ ჩვენი ბუნება, ჩვენი ქვეყანა გავაცნოთ. საინტერესო იყო დავით აღმაშენებლის როლზე მუშაობა, ეს ჩემთვის დიდი პატივია. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარია, „ჰოლივუდში“ ნახოს ხალხმა, სად არის საქართველო, როგორი ხალხი ცხოვრობს და როგორი ქვეყნაა. ისეთი ისტორია, ბუნება გვაქვს, რომ „ჰოლივუდს“ აქ ბევრი რამის გაადაღება შეუძლია. იქ უკვე იციან, რომ ქართველი მსახიობი ვარ. მარკ ვოლბერგსაც გავაცანი საქართველო, იცის ჩვენი ღვინო, ხინკალი, ხაჭაპური. ლოს-ანჯელესში ახლა მარტო მე ვარ ასეთ ეტაპზე. ერთი-ორი ბიჭიც არის, ნელ-ნელა უფრო მეტნი ვიქნებით. უბრალოდ, ამერიკაში არ იციან საქართველო და მე ყველგან ვყვები ჩვენი ქვეყნის შესახებ.
– მარკ ვოლბერგმა იცის საქართველოს, ქართული კერძების შესახებო და ხომ არ დააგემოვნებინე?
– მარკ ვოლბერგი, როგორც პიროვნება, უკეთ გავიცანი, როდესაც თავის პირად თვითმფრინავში დამპატიჟა. „პატრიოტის დღის“ გადაღების შემდეგ ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკში მივფრინავდით, თვითმფრინავმა გამასწრო. პიტერ ბერგს დავურეკე: ვერ მოვდივარ-მეთქი და არა, უნდა წამოხვიდეო. მარკ ვოლბერგს გადაურეკა და მან უთხრა: ჩვენთან ერთად წამოვაო. მაშინ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, მივხვდი, როგორი ჭკვიანი, განვითარებული, მშრომელი ადამიანია მარკი. ორივემ დიდი პატივი მცა. ჩემი ისტორია რომ მოვუყევი, თავისი ისტორია გაახსენდათ – არც ისინი იყვნენ მდიდრები, მაგრამ ბევრი იშრომეს და წარმატებას მიაღწიეს. რომ მოვუყევი, როგორ ჩამოვედი ლოს-ანჯელესში, რა პრობლემებით, მარკ ვოლბერგმა მითხრა: მე რომ შენს ასაკში შენსავით მოვქცეულიყავი, ახლა უფრო მაღალ საფეხურზე ვიქნებოდი. მაგარი ხარ, ასე რომ იქცევიო. ეს იმხელა სტიმული იყო... პიტერ ბერგთან დღესაც მუდმივად მაქვს ურთიერთობა, ვმეგობრობთ, ტელეფონით ვკონტაქტობთ. იცის, რომ საქართველოში ვარ, ვუყვები აქაურ ამბებს და ვეუბნები: საქართველოში უნდა ჩამოგიყვანო-მეთქი. კი, ჩამოვალო. ახლა დიდ პროექტზე ვმუშაობ, უკვე დავწერე ორი ეპიზოდი – ან ფილმი იქნება ან სერიალი. საქართველოსა და ამერიკის კულტურაა ერთად, სპორტული დრამა იქნება. რეჟისორებიც მყავს შერჩეული, ძალიან მოეწონა და უკვე ვამთავრებთ ორ ეპიზოდს. პიტერ ბერგს მინდა, ვაჩვენო და თუ დაინტერესდება, საქართველოშიც მინდა, გადავიღო და ამერიკაშიც.
– „პატრიოტის დღის“ შემდეგ შენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, დიდი პოპულარობა მოგიტანა და არაერთი წარმატება.
– ჩემი კარიერა ახლა სხვა ეტაპზე გადავიდა და ამას როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ნაბიჯებიც მოჰყვა. პოზიტიური ის, რომ როდესაც ოსკაროსან მსახიობებთან ერთად ვიმუშავე, „ჰოლივუდში“ უკვე სხვა თვალით მიყურებენ. ისეთ კომპანიაში ვარ გაწევრიანებული, სადაც ყველაზე დიდი ვარსკვლავები არიან. მყავს აგენტი, მენეჯერი, პიარ-მენეჯერი. ისინი ჩემთვის მუშაობენ და ამ დროს მე შემიძლია, საქართველოში დავისვენო და ვიცი, ამერიკაში რომ ჩავალ, სამუშაოს დამახვედრებენ – ამაზე მაგარი არაფერია. თუმცა, ისიც მახსოვს, რა გამოვიარე – რომ არ იყო გარანტიები... მაგრამ მე, მჯეროდა საკუთარი თავის, თუმცა არ მეგონა, ასე სწრაფად თუ მოხდებოდა ყველაფერი. რაც შეეხება ნეგატივს, ახლა ტესტებზე ისეთ მსახიობებთან ერთად მიწევს გასვლა, ვარსკვლავები არიან. ეს იგივეა, საქართველოში ყველაზე მაგარი ფეხბურთელი რომ აიყვანო და „რეალ მადრიდის“ გუნდში ჩასვა. მაგრამ თუ გინდა, რომ განვითარდე, ყოველთვის დისკომფორტში უნდა იყოო. შემეძლო ბელგიაში დავრჩენილიყავი, უფასოდ მესწავლა, მაგრამ მე ეს არ მინდოდა. ჩემთვის ყველაზე დიდი ამერიკა იყო, ამერიკაში კი ყველაზე დიდი – ლოს-ანჯელესი და იქ უნდა ვყოფილიყავი. არასდროს დამიხევია უკან, ბევრი სირთულე გავიარე და ჩემი ოცნებისთვის თავი არ დამინებებია. რელიგიური ადამიანი არ ვარ, მაგრამ ზოგჯერ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ღმერთი გამოცდას მიწყობდა, მაკვირდებოდა – გაუძლებს თუ არაო. რაც უნდა მომხდარიყო, არ დავნებდებოდი. 9 წლის განმავლობაში იმიტომ არ ჩამოვდიოდი საქართველოში, რომ მინდოდა ჩამოვსულიყავი და ბებოსთვის მეთქვა: ბებო, მე ეს გავაკეთე!
– რა იყო ამ 4 წელში ყველაზე მნიშვნელოვანი?
– პიტერ ბრეგმა და მარკ ვოლბერგმა გადაიღეს დიდი ფილმი „მარათონი 2“, სადაც შემოთავაზება მქონდა. უბრალოდ, პროდიუსერებმა მთელი ქასთი შეცვალეს, აზიური ტიპები შეარჩიეს. შემდეგ იყო „24 საათი“, რის შემდეგაც ახალმა აგენტმა ამიყვანა და ისეთი სერიოზულ ტესტებზე გავდივარ, ბავშვობაში ეს რომ ვინმეს ეთქვა, გავგიჟდებოდი. „ფორსაჟზეც“ გავედი, ახლა აქ რასაც იღებენ, მოკლემეტრაჟიანია, არ ჩამოდიან მსახიობები, მთავარ ფილმს ამერიკაში იღებენ. ბოლო რაუნდში დამამტკიცეს, ძალიან მოვეწონე პროდიუსერებს, უბრალოდ, ასაკოვანი მსახიობი აარჩიეს. მთავარია, რომ გაგიცნეს, აგირჩიეს.
– რა მოსწონთ ხოლმე შენში?
– ვიზუალურად – თვალები, წარბები. როლს ისე ვუდგები, რომ ავთენტური იყოს.
– როგორც ვიცი, არაერთ ცნობილ მსახიობს იცნობ, მათ შორის შარლიზ თერონს.
– კი, ბევრს ვიცნობ. შარლიზ თერონის გაცნობა ძალიან სახალისო იყო. პიტერ ბერგს აქვს თავისი ჯიმი, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ვარჯიშობს. მეც მანდ დავდივარ. ერთ დღესაც პიტერ ბრეგმა მითხრა: ბოქსიორს სიურპრიზი უნდა მოვუწყო, უნდა ვეჩხუბოო. მოკლედ ბოქსიორი რინგზე ელოდებოდა. ჩაირთო როკის მუსიკა და ამ დროს ვიღაც სხვა გამოდის რინგზე. ვინ არის-მეთქი, მოიხადა თავზე და ვაა, შარლიზი... თურმე, ეს ბოქსიორი შარლიზ თერონის დიდი ფანი იყო და სიურპრიზი მოუწყო. მაგარი ქალია, ძალიან ლამაზი, ნიჭიერი მსახიობი. ბევრი ვიხუმრეთ, ვიცინეთ. ჩემთვის ვარჯიში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, დისციპლინაც ჩამომიყალიბდა და თან, ჯანმრთელობაა. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, დივნიდან დივანზე ვხტებოდი. დედაჩემი მეუბნებოდა: რატომ დახტიხარო და მე ვპასუხობდი: ჩემი მომავალი როლებისთვის ვემზადები, გამომადგება-მეთქი და მართლა გამომადგა.
– ახლა, რომ ჩახვალ ამერიკაში, რა გადაღებები გაქვს დაგეგმილი?
– შექსპირის „ჰამლეტს“ ვიღებთ, რომელიც ნიუ-იორკში შექსპირის მთავარმა ექსპერტმა დაწერა. ჰორაციოს როლს ვთამაშობ, ჰორაციოს პერსპექტივიდან არის ჰამლეტის ისტორია, მათ ურთიერთობაზე და ძალიან საინტერესოა. დღეს ძალიან პოპულარულია ვიდეოთამაშებში და ყველაზე მეტი ფული კეთდება. უკვე რამდენიმე მათგანზე ვიმუშავე, ძალიან საინტერესოა და სერიოზულად გაკეთებული. ამისთვის სხვა სააგენტოში ვარ, რომელიც ყველაზე დიდია ხმის მსახიობებისთვის და ყველა აქ არის გაწევრიანებული. ორი წელია, აქ ვარ და უკვე 4 პროექტი გავაკეთე. გარდა ამისა, ახლა ლოს-ანჯელესში „ნეტლფიქსთან“ ერთად კეთდება სერიალი, პროდიუსერები ბოლო ეტაპს გადიან და ეს იქნება ძალიან დიდი ამბავი, მთელი საქართველო კი არა, „ჰოლივუდი“ ნახავს. მე ერთ-ერთი მთავარი როლი მაქვს.  ასევე, მაქვს სხვადასხვა შემოთავაზება. ცოტა ხნის წინ რუმინეთში გადამიღეს ბანკის რეკლამაში, ბოქსიორი ვიყავი, მაღალბიუჯეტიანი რეკლამა იყო და ძალიან საინტერესო. მალე გამოვა ევროპაში, ველოდები.   
– როგორ ცხოვრობ ლოს-ანჯელესში?
– ძალიან მაგარია. არაფრით დავიწყე და ახლა იმ ეტაპზე ვარ, შემიძლია, აღარ ვინერვიულო. ჩემს საცოლესთან ერთად ვცხოვრობ, რომელსაც ცოტა ხნის წინ ხელი ვთხოვე. ერთად ჩამოვედით, ძალიან შეუყვარდა აქაურობა. ისიც მსახიობია და მომღერალი, მაგარი გოგოა. რაც შემეძლო, ყველაფერი ვაჩვენე, ტირილით წავიდა. წასვლის დღეს თბილისში ვთხოვე ხელი. რამეს, რომ ვგრძნობ, ეგრევე ვაკეთებ, წინასწარ არ ვემზადები. ბეჭედიც არ მქონდა. ქართულად დაწერილი წერილი მივეცი, უნდა ეთარგმნა. გადათარგმნა და მიხვდა, რომ ხელი ვთხოვე. შოკში იყო, იმ ღამეს არაფერი თქვა, მეორე დღეს დამშვიდდა. პატარა ცერემონიალი გვექნება ამერიკაში და ქორწილს საქართველოში გადავიხდით.  

скачать dle 11.3