№34 რა აკეთებინებს ლევან ლაშხს ძალიან ცუდ რაღაცებს და რატომ მოატყუა მან შეყვარებული
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ლევან ლაშხის ცხოვრებაში, რომელსაც მაყურებელი ვატიკანას როლით იცნობს, ძალიან კარგი სიახლეებია. სერიალის გარდა მას „ფორსაჟში“ იღებენ, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ასევე, სასიამოვნო სიახლეა მის პირად ცხოვრებაში – ძალიან მალე ლევანი და მომღერალი ქეთი დათუაშვილი დაქორწინებას აპირებენ.
ქეთი: ერთმანეთი ბანალურად, „ფეისბუქზე“ გავიცანით. სამ მარტს მომწერა პირველად.
ლევანი: არ ვიცნობდი, არანაირი შეხება არ გვქონია. უბრალოდ, ფოტოები დავათვალიერე და მომინდა, მიმეწერა. პირველად მოხდა, რომ გოგოს პირველმა მივწერე. მინდოდა, ახლოს გამეცნო, ინტერესი გამიჩნდა, მაგრამ შეხვედრაზე უარი მითხრა.
ქეთი: რვა მარტს ვნახეთ ერთმანეთი. მაგრამ ეს ყველაფერი ოთხი წლის წინ ხდებოდა და მართლა ბუნდოვნად მახსოვს. ბავშვი ვიყავი – 17 წლის. რა თქმა უნდა, მეც მომეწონა, თან, მაგ მომენტში შეყვარებული არ მყავდა და რამდენიმე დღეში ვნახე.
ლევანი: რამდენიმე დღე თავს იფასებდა (იცინის). მერე პირველივე შეხვედრაზე მაღაზიაში სასმლის ბოთლი დაამტვრია და თავიდან მომიწია ყიდვა (იცინის).
ქეთი:არადა, ვცდილობდი, ძალიან კულტურულად მოვქცეულიყავი (იცინის).
ლევანი: იმაზე მეტად გაგვიმართლა მოლოდინები, ვიდრე წარმოგვედგინა. მაგრამ ეს მხოლოდ ვიზუალურ მხარეს არ ეხება. ისეთი თვისებები აღმოვაჩინეთ, რამაც უფრო და უფრო ჩაგვძირა ერთმანეთის არსებობაში. პირველი შეხვედრა გადამწყვეტი აღმოჩნდა. ეს ერთი დანახვით არა, მაგრამ ერთი გასაუბრებით შეყვარება ნამდვილად იყო.
ქეთი: ზუსტად ის მივეცი, რისი მიღებაც სჭირდებოდა და მანაც ზუსტად ის მომცა, რაც მე მჭირდებოდა.
– რით მოგხიბლა ყველაზე მეტად?
– პირველ რიგში, იმით მოვიხიბლე, რომ ერთნაირი მუსიკალური გემოვნება აღმოგვაჩნდა. ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ორივე ძალიან თბილები ვართ. ლევანი ძალიან კეთილია, ძალიან... მაგრამ თუ გაბრაზდა, ძალიან ბოროტი ხდება (იცინის). ვინმემ თუ რამე დაუშავა, ესეც აუცილებლად დაუშავებს. მეც რომ ვინმემ რამე დამიშაოს, ანალოგიურად მოვექცევი.
– ერთმანეთსაც ეხება შურისძიება?
ლევანი: კი, როცა ცუდად ვიქცევი. როცა ჩემს თავში არსებულ დემონებს ვყვები. ისინი ძალიან ცუდ რაღაცებს მაკეთებინებენ. ხშირ შემთხვევაში ისეთებს, რაც ადამიანს გულს სტკენს. მაგრამ ადამიანმა ხანდახან შენს დემონებს გამოფრქვევის საშუალება თუ არ მიეცი, რაღაც მომენტში უფრო ცუდ შედეგს მიიღებ.
ქეთი: ვერაფერს გამომაპარებს. მისი ნებისმიერი მიმიკის მიზეზი ვიცი. მერე მეც იგივენაირად არა, მაგრამ კარგად არ ვიქცევი. მე უფრო დაუნდობელი შურისძიება ვიცი (იცინის). ჩვენს ცხოვრებაში ისეთი რამეც მომხდარა, იმის მერე რომ შევრიგდით, მგონია, რომ ვეღარაფერი გაგვაკვირვებს.
ლევანი: ოთხჯერ დავშორდით ერთმანეთს ოთხი წლის განმავლობაში. მაგრამ დიდი ხნით არა, მაქსიმუმ ორი-სამი თვით.
– დაშორების დროს სხვებთან ურთიერთობა არ გქონიათ?
– როგორ არა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ გვინდა, ერთმანეთს რამე ცუდი გავუკეთოთ. უბრალოდ, დროს არ ვკარგავთ.
ქეთი: ამაშიც ვგავართ ერთმანეთს. ძალიან გვიყვარს ადამიანების გაცნობა, ურთიერთობა და რა თქმა უნდა, ისე არ დავკარგავდით დროს.
ლევანი: მაგრამ ისეც არ ვიქცეოდით, რომ უკან დასახევი გზა არ გვქონოდა. შეიძლება, გვითქვამს: „ვსო, ბოლოა“, მაგრამ სინამდვილეში, ორივემ ვიცოდით, რომ ასე არ იყო. შერიგების ინიციატორი ყოველთვის მე ვარ. პირველ ნაბიჯს მე ვდგამ და ქეთიც მაშინვე მომყვება.
– ქეთი, ლევანმა სიყვარული როგორ აგიხსნა?
ქეთი: მომატყუა. 15 აპრილი იყო, სიყვარულის დღე. სახლში ვისხედით, მუსიკას ვუსმენდით და ვსვამდით. უცებ მეუბნება, მიყვარხარო, მაგრამ წლების მერე მივხვდი, რომ მაშინ მომატყუა.
ლევანი: ხომ ვთქვი, ბოროტი ვარ-მეთქი (იცინის).
ქეთი: მაშინვე ვუთხარი, მეც მიყვარხარ-მეთქი (იცინის).
– მართლა როდის შეგიყვარდათ ერთმანეთი?
– ზუსტ დროს ვერ გეტყვით. ალბათ, ორი წლის წინ დაიწყო შეყვარების პროცესი და ისევ გრძელდება. ახლა გაცილებით მეტად მიყვარს, ვიდრე ერთი
წლის წინ.
წლის წინ.
ლევანი: პირველად როცა ვუთხარი, მაშინ დაიწყო. შეიძლება, ის ტყუილი იყო, მაგრამ გზა გამეკვალა ნამდვილი სიყვარულისკენ.
ქეთი: და ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება დავახვედრე. როგორც მეთამაშებოდა, ზუსტად იგივე თამაშით ვეთამაშებოდი მეც (იცინის).
ლევანი: ორივე „მშვილდოსნები“ ვართ და სასიყვარულო ურთიერთობაში ძალიან გვიყვარს ექსპერიმენტები ერთმანეთთან. მერე ვხვდებოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა კიდევ და რა არა. ისეთი რამეც მომხდარა, რასაც აღარასდროს გავიმეორებთ.
– ლევანის თავს პოპულარობის ამბები რომ დაიწყო, კიდევ უფრო მეტი გოგო რომ გააქტიურდა, შენი რეაქცია როგორი იყო?
ქეთი: წარმოუდგენელი ეჭვიანობა ჩამერთო, არაადეკვატურად ვიქცეოდი. პანიკები მჭირდა. თუმცა არა იმიტომ, რომ მეგონა, ამის თავს ვინმე წამართმევდა. არ ვიცი, იმის მეშინოდა, რომ მე აღარ მომაქცევდა ყურადღებას თუ რის, მაგრამ სინამდვილეში პირიქით იყო – არაფერს მაკლებდა, მართლა არ ვიცი, რა მჭირდა.
ლევანი: სანამ არ ჩამოვუყალიბე რაღაც-რაღაცები, მანამდე სულ საჩხუბრად მიწვევდა (იცინის).
– ლევანს აქვს ნათქვამი, რომ უცნობი გოგონები ახტებოდნენ.
ქეთი: ეგ ფაქტი, რომ ჩემს გვერდით მყოფი კაცი იყო ის, ვისაც ახტებოდნენ, მსიამოვნებდა. მაგრამ სხვა მხრივ, მართლა არაადეკვატური ვიყავი (იცინის). ჩემთვის საფრთხეს არავინ წარმოადგენს, მაგრამ ზოგადად, როცა საქმე პრინციპებსა და თავმოყვარეობას ეხება, ვთხოვ, ამის და ამის გამო ამ ადამიანს შეეშვი-მეთქი, უმიზეზოდ პანიკაში არ ვვარდები.
ლევანი: მე ჩუმი ეჭვიანი ვარ. შეიძლება, ვიეჭვიანო, მაგრამ საერთოდ ვერ შემამჩნევს. თუ რამდენჯერმე ვიეჭვიანე, მერე ვეტყვი, რომ ეს ასე არ უნდა იყოს და ვსიო. მარტო ერთხელ იყო, წყობიდან რომ გამოვედი.
ქეთი: მაშინ ბოლო ხმაზე ვყვიროდით დილის ხუთ საათზე. კინაღამ დავხოცეთ ერთმანეთი.
ლევანი: ძირითადად, მე ვყვიროდი. გარშემო ყველა გავაღვიძე. ეს იყო ყველაზე მძიმე და ერთადერთი შემთხვევა. მაშინ ორივეს მხრიდან ყველა პრობლემა ერთმანეთს მიება და „გადამეკეტა“.
– შენ რა გიყვარს ყველაზე მეტად ქეთიში?
– შავგვრემანი რომაა, პირველ რიგში, მაგით მოვიხიბლე. მისი თვალები არის ჩემთვის სასწაული და სანამ გავიცნობდი, აქედან დაწყო ყველაფერი. მერე საუბარში ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინეთ, უხილავი ძაფები გაიბა ჩვენს შორის. ყველაფრით ცდილობს, რომ ბედნიერი ვიყო, ისევე, როგორც მე. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ეს ყველაფერი. თან, მაგ დროს შეყვარებულს დავშორდი.
ქეთი: მე რომ მწერდა, შეყვარებული ჰყავდა. მერე გავიგე.
ლევანი: ხომ ვთქვი, ბოროტი ვიყავი-მეთქი. ერთი კვირა გავუძელი ამ ყველაფერს და მერე დავშორდი. თვეობით გრძელდებოდა სამ და ოთხ შეყვარებულთან ერთად და ერთი კვირა რა არის. მაგ მხრივ, ცოტა ბოროტი ვიყავი, მართლა. მაგრამ ჩაიარა იმ ყველაფერმა.
– ქეთი, არ გინდა, შენი სიმღერით გაგიცნოს საზოგადოებამ?
ქეთი: მქონია მცდელობა, კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ რაღაც იმედები მაქვს გაცრუებული. ეს ჩემი პროფესიაა – უნივერსიტეტშიც მუსიკალური მიმართულებით ვსწავლობ. მეორადად სამსახიობო მაქვს არჩეული და თითქმის ამ პროფესიებით ვმუშაობ. წამყვანი ვარ და თან ვმღერი.
– დაქორწინებას არ აპირებთ?
ლევანი: გეგმაში გვაქვს, მაგრამ ეს არ იქნება ბანალური ქორწილი. როგორებიც ვართ, ისეთი ქორწილი გვინდა. თარიღი ჯერ არ დაგვიზუსტებია, მაგრამ სექტემბერში ვაპირებთ.