კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რაში გაცვალა უჩა ნანუაშვილმა პოლიტიკოსის კაბინეტი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ბოლო პერიოდში არაერთი ცნობილი ადამიანი გადავიდა სოფელში საცხოვრებლად და მეურნეობას მიჰყო ხელი, რაც სოფლების დაცლის ტენდენციის პირობებში ძალიან სასიხარულო ამბავია. ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მართალია, სოფელში არ გადასახლებულა, თუმცა სახლ-კარი შეიძინა და მეურნეობაც გააშენა.
  უჩა ნანუაშვილი: ყოველთვის მქონდა სურვილი, სოფელში ჩემი მეურნეობა მქონოდა, მაგრამ უდროობის გამო არ გამომდიოდა. საკმაოდ გადატვირთული და დაძაბული სამუშაო რეჟიმი მქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ცოტა დრო გამიჩნდა და საშუალება მაქვს, ძირითადად, შაბათ-კვირას, მაგრამ მაინც, ფიზიკური შრომით დავკავდე. ერთი მხრივ, ამით მიწაზე მუშაობის ინტერესს ვიკმაყოფილებ და ამავდროულად, ვცდილობ, გარემოს დაცვასა და ბუნების შენარჩუნებაზე ვიზრუნო. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის დეფიციტი, გარემოსა და წყლის დაბინძურება, გლობალური დათბობა – ბევრი პრობლემა გვაქვს და სამწუხაროდ, მდგომარეობა უფრო და უფრო მწვავდება. ეს ყველაფერი განსაკუთრებით ქალაქში იგრძნობა, ამიტომ ვალდებულები ვართ, ვიზრუნოთ გარემოზე.
– თუმცა ამდენი პრობლემის მიუხედავად, სოფლების დაცლის ტენდეცია გვაქვს. თქვენ როდის გაგიჩნდათ მიწასთან დაბრუნების სურვილი და როგორ შეძელით მისი განხორციელება?
– ეს ერთ დღეში არ მომხდარა. სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ როგორც გითხარით, დროის ნაკლებობა არ მაძლევდა ამის საშუალებას. ნელ-ნელა დავიწყე ნერგების დარგვა და დღეს უკვე ათეულობით ნერგი გვაქვს. აქ რომ ადგილი შეგვეძინა, თბილისში მეუღლის ბინაც კი გავყიდეთ. რეალურად ბევრი რამ ჩავდეთ საიმისოდ, რომ ასეთი ადგილი შეგვექმნა. მიწასთან და ბუნებასთან ურთიერთობა ადამიანისთვის ერთგვარი კომპენსაციაა – გამშვიდებს და რელაქსაციის საშუალებას გაძლევს. ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო ჩვენთვის. მართლა ძალიან გვინდოდა, გვქონოდა ჩვენი მიწა, რომელზეც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მოვიყვანდით – ხეხილი იქნებოდა, ბოსტნეული თუ ბაღჩეული. კიტრიც გვაქვს, პომიდორიც და მწვანილიც. ჯერ ძალიან დიდი მოსავალი არაა, მხოლოდ ოჯახს გვყოფნის და მის მოვლაშიც ყველანი ვართ ჩართული: მეც, მეუღლეც, შვილებიც და მშობლებიც. ვცდილობთ, ისე დავგეგმოთ, რომ აქ ყოველთვის იყოს ვიღაც. არც კი ვიცით, რა პროდუქტით ვიკვებებით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მეურნეობაზე ზრუნვა. შხამქიმიკატებზე უარი ვთქვით და ყველაფერი ნატურალურად მოგვყავს. ვიცით, რას ვჭამთ. რამდენიმე ძირი ვაზიც გვაქვს და ცოტა ჩვენი ღვინოც გვექნება. ბევრი არა, მაგრამ ვცდილობთ, ამ მიმართულებითაც განვვითარდეთ.
– წარმოშობით კახეთიდან ხართ და სხვანაირად წარმოუდგენელიც იქნებოდა. როგორი გეგმები გაქვთ, შეიძლება, ეს მეურნეობა ფინანსური შემოსავლის წყაროც გახდეს?
– კი, კი (იცინის). უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ მეურნეობას ვაშენებთ. მაგრამ ბოლო სამი წელი – უფრო აქტიურად. ფინანსურ სარგებელზე არ გვიფიქრია. იმიტომ დავიწყეთ, რომ საკუთარი ხელით რაღაცის კეთების, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისა და გარემოზე ზრუნვის სურვილი გვქონდა. ჩვენს მომავალ თაობას ამაზე უკეთეს მემკვიდრეობას ვერც დავუტოვებთ. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა
ეცადოს იგივეს. საქართველოში ბევრი ადგილია, სადაც შესაძლებელია, მინიმალური რესურსითა და შრომით შედეგის მიღწევა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა იყოს ხელშეწყობა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საკმარისი რესურსი გვაქვს საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს მეურნეობაში. გაფართოებასთან და სხვა კუთხით მუშაობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით გეგმები არ მაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ გასართობი და ჰობი ნამდვილად არაა.
– ეს ყველაფერი ბორჯომში ხდება.
– კი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ახალდაბაში. წარმოშობით კახეთიდან ვარ, მაგრამ დიდი ხანია, იქიდან წამოსულები ვართ. სამწუხაროდ, გავყიდეთ, რაც იქ გვქონდა. იქ დავიბადე და გავიზარდე, მერე წამოვედით თბილისში. სკოლის პერიოდშიც ვიყავი ჩართული სამეურნეო საქმიანობაში, მაშინაც მიყვარდა და პრინციპში, რაღაც ჩვევები იმ დროიდან მომყვება. თუმცა, იქ უფრო ვენახზე გვქონდა აქცენტი.
– ტელევიზორებიდან გიცნობთ ხალხი და მათ თვალში, ალბათ, მაინც უფრო „კაბინეტის ადამიანი“ ხართ. კი გქონდათ გამოცდილება, მაგრამ მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ რაღაცების გახსენება არ გაგიჭირდათ? ან მეზობლებს როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე, ბოსტანსა და ბაღში რომ გხედავენ?
– არა, არაფერი რთული არ ყოფილა. სადაც არ უნდა მეცხოვრა, ან მემუშავა, მაინც ყოველთვის ვცდილობდი, გარემოს დაცვის საკითხებზე მეზრუნა. ეს ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი და სიახლე არ ყოფილა. მეზობლებისთვისაც არ იყო რამე მოულოდნელი და განსაკუთრებული. შეიძლება, ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჯერ ასეთი შემთხვევა არ მქონია. თან, მსგავსი პრეცენდენტი აქამდეც ყოფილა, ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი წასულა სოფელში და მაურნეობით დაკავებულა, ამ მხრივ, გამონაკლისი ნამდვილად არ ვარ.
– რა დაბრკოლებები შეგხვდათ?
– დიდი მნიშვნელობა აქვს, სადაა ნაკვეთი, არის თუ არა წყალმომარაგება, რომ მისი მორწყვა შეძლო. ისეთი რელიეფი და კლიმატი გვაქვს, სარწყავი წყალი აუცილებელია. ბევრი პრობლემაა, მაგრამ არა ისეთი, რომ მონდომების შემთხვევაში, თავი ვერ გაართვა. მაგრამ უცებ ამას ვერ გააკეთებ. თუ გეგმა გაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი გამოგივა.
  ზაფხულში ძალიან ხშირად ვართ აქ, თუ არადა, შაბათ-კვირას აუცილებლად მოვდივარ. მარტო მე არა, მთელ ოჯახს გვინდოდა ამის გაკეთება და ძალიან გვიხარია, რომ ყველაფერი გამოვიდა. ყველა ყველაფერს ვაკეთებთ, გააჩნია, ვის გვაქვს დრო საჭირო მომენტში. შვილები განსაკუთრებული ხალისით ყვავილებს უვლიან. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამომქონდა მცენარეები და ლამაზი ბაღი გავაშენეთ.

скачать dle 11.3