№34 როგორ მოხვდა თემო ფარცვანია უკრაინის ტოპ შეფ-მზარეულებს შორის და რა დიდი ტრაგედია დაატყდა მის ოჯახს
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
23 წლის შეფ-მზარეული თემო ფარცვანია უკვე წლებია, რაც უკრაინაში ცხოვრობს. მიუხედავად მისი ასაკისა, ის უკრაინის ტოპ 120 საუკეთესო შეფ-მზარეულს შორის დაასახელეს და არაერთ შოუში მიიწვიეს ჟიურის წევრად. თემოს წარმატებამდე მისაღწევად ძალიან რთული გზის გავლა მოუწია – მის ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. უფრო დაწვრილებით საკუთარი ცხოვრების შესახებ თავად გიამბობთ.
თემო ფარცვანია: ქალაქ ზუგდიდში დავიბადე და სკოლაც იქ დავამთავრე. 18 წლის ვიყავი, როცა უკრაინაში გავემგზავრე სასწავლებლად. ეს ჩემი მშობლების დიდი სურვილი იყო. სამი უფროსი და მყავს და უმცროსი ძმა მათთვის ყოველთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა. უკრაინაში თავიდან ბიძაჩემთან ვცხოვრობდი. ხარკოვის უნივერსიტეტში, სასტუმროს ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ჩავაბარე. როცა პირველ კურსს ვხურავდი, ჩემს ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს – საქართველოში სახლი დაგვეწვა. 2014 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის საღამოს, გაზის ბალონი აფეთქდა და ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანი დაიღუპა – ბებია და მამიდა. დედა კომაში იყო და არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. სახლი მთლიანად განადგურდა, მთელი სოფელი იყო შეკრებილი, ყველა ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, მაგრამ ვერ მოხერხდა. მე ამ დროს უკრაინაში ვიყავი. ახალი წელი საქართველოში უფრო ადრე დგება, ვიდრე უკრაინაში, ამიტომ მოსალოცად ვრეკავდი, მაგრამ ვერავის ვუკავშირდებოდი.
დავეჭვდი, რომ რაღაც ხდებოდა. მერე ჩემმა დამ დამირეკა, თემო შუქი არ არის, ძლიერი ქარიშხალი იყო და სადენები გაწყვიტა, ვერ გელაპარაკებით, ყველაფერი კარგად არისო. ამით მორჩა ჩვენი საუბარი და ახალი წლის აღსანიშნავად მეგობრებთან ერთად კლუბში წავედი. დილის 7 საათზე ისევ დამირეკა ჩემმა დამ და მთხოვა, რომ ბიძასთან მივსულიყავი. ბიძაჩემმა ყველაფერი იცოდა, თანდათან მეუბნებოდნენ, რაც მოხდა. ჯერ მითხრეს, რომ ცეცხლი გაჩნდა და ჩააქრეს, მერე ერთი ოთახი მთლიანად დაიწვა, მერე ცოტა დამწვრობა მიიღეს ბებომ და მამიდამ. „ფეისბუქზე“ შევედი და მეზობლებს დავუკავშირდი, უფრო დაწვრილებით მაინტერესებდა, რა მოხდა. არავინ მიპასუხა. შემთხვევით გადავაწყდი ერთ-ერთი ტელევიზიის სიუჟეტს და ჩემს ეზოს მოვკარი თვალი. აქედან გავიგე, რომ ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დიასახლისი კომაში იყო. ამის მერე არ მახსოვს, რა მოხდა, შოკში ვიყავი. სასწრაფოდ ვიყიდე ბილეთი და მეორე დღეს ჩავფრინდი თბილისში. დედა თბილისში ჰყავდათ გადმოყვანილი და პირველ რიგში, ის ვინახულე. როცა შევედი, გონზე მოვიდა და მკითხა: ჩამოხვედიო, კი-მეთქი და ეგრევე გაითიშა, კომაში ჩავარდა. ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა. ორი დღის მერე სამეგრელოში წავედი, ბებიას დაკრძალვა ახლოვდებოდა. ვიცოდი, რომ სახლი აღარ მქონდა და განადგურებული ვიყავი. ის საშინელება, რაც უნდა დამენახა, არ დამხვდა. არ მინახავს ჩემი დამწვარი სახლი. ეზო დამხვდა დასუფთავებული, რომელზეც ნასახლარიც კი არ ეტყობოდა. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეზობლებსა და ნათესავებს. მერე მითხრეს, რომ მამიდაც დაიღუპა. დედა ერთ კვირაში გამოვიდა კომიდან. უსახლკაროები ვიყავით და მეზობლებთან ვცხოვრობდით. ასე გაიარა სადღაც ერთმა თვემ. ბოლოს გადავწყვიტე, უკრაინაში დავბრუნებულიყავი.

– კულინარიით როდის დაინტერესდი?
– უკრაინაში რომ დავბრუნდი, დავიწყე სამსახურის ძებნა, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე, რადგან ენის ბარიერი მქონდა. ბოლოს ერთ-ერთი უნივერსიტეტის სპორტდარბაზში დავიწყე მუშაობა, ეს იყო ჩემი საარსებო წყარო. მერე ბიძაჩემმა მირჩია, შენ ძალიან კარგად ამზადებ კერძებს და ეს სფერო სცადეო. მეც დავუჯერე და მეორე დღესვე ფეხით მოვიარე რესტორნები. ერთი ქართული რესტორანი არ დამიტოვებია, მაგრამ არ მიმიღეს. მეორე დღეს ისევ გავუდექი ქუჩას და შევედი ქართულ-სომხურ რესტორანში, სადაც დაველაპარაკე ადმინისტრაციას, მოვუყევი ჩემი ცხოვრების მოკლე მონახაზი და შეფ-მზარეულის დამხმარედ ამიყვანეს. აქედან გადავდგი პირველი ნაბიჯები. ჩემი განვითარება ჩქარი ტემპით მოხდა. სადღაც რვა თვეში უკვე შეფ-მზარეული ვიყავი. უფრო რომ გავზრდილიყავი, მინდოდა, რესტორანი ჩამებარებინა და შეფობა საკუთარ თავზე ამეღო. ამიტომ წამოვედი სამსახურიდან და ახლის ძიება დავიწყე. ერთ კვირაში მომივიდა მოწვევა, დამირეკა ქართულმა ოჯახმა დნეპროპეტროვსკიდან, რომლებიც ხსნიდნენ ქართულ რესტორანს და შეფს ეძებდნენ. აქ ცოტა ვიეშმაკე და მოვატყუე, რომ 24 წლის ვიყავი. მანამდე ვინც მირეკავდა და ასაკს ვეუბნებოდი, სერიოზულად არ აღმიქვამდნენ, ამიტომ გადავწყვიტე, მომეტყუებინა. კერძების დაგემოვნებაზე დამპატიჟეს. აქამდე მსგავსი შემთხვევა არ მქონია, ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძები დაგემოვნებაზე არ გამიტანია. ამიტომ ვისესხე 1 000 დოლარი. შევადგინე კერძების სია, დაახლოებით 40-მდე იყო და ვიდრე დაგემოვნებაზე გავიტანდი, წინა საღამოს სახლში ვამზადებდი. აქ მხოლოდ კერძების მომზადებაზე არ იყო საუბარი, ტექნიკა, მაგიდა, განლაგების ნახაზი და ყველაფერი მე უნდა შემედგინა. ესენი საერთოდ არ ვიცოდი. დავიწყე სწავლა, დავდიოდი ტრენინგებზე, ვკითხულობდი, ინტერნეტში ინფორმაციას ვიძიებდი, ღამეებს ვათენებდი, პარალელურად, უნივერსიტეტში დავდიოდი. ერთ თვეში მზად მქონდა ყველაფერი. ჩემთან დამხმარეები 35 წელს ზემოთ ხალხი იყო, მე კი – მათი შეფი, მხოლოდ, 19 წლის ვიყავი. ასაკი რომ მომმატებოდა, წვერი მოვუშვი (იცინის). სამი თვის მერე ბუღალტერმა მთხოვა პასპორტი, მეც დაუფიქრებლად მივეცი. 15 წუთში მირეკავს და მეკითხება, თემო, შენ რამდენი წლის ხარ? ოცდაოთხის-მეთქი, მაშინ პასპორტით 19 წლის როგორ გამოდიხარო. დავიწყე რაღაცების მოგონება, რომ იყო ომი, საბუთები დამეკარგა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არავინ დაიჯერა. მეგონა, მფლობელი გამათავისუფლებდა, მაგრამ როცა მკითხეს,
რატომ მოვიტყუე, ვუპასუხე, 19 წლისას სამზარეულოში მთავარ ადგილს არ დაუთმობდით-მეთქი და გაეცინათ. გავაგრძელეთ თანამშრომლობა და ჩემი ასაკი საიდუმლოდ დავტოვეთ.
რატომ მოვიტყუე, ვუპასუხე, 19 წლისას სამზარეულოში მთავარ ადგილს არ დაუთმობდით-მეთქი და გაეცინათ. გავაგრძელეთ თანამშრომლობა და ჩემი ასაკი საიდუმლოდ დავტოვეთ.
– უკრაინის 120 საუკეთესო ტოპ-მზარეულს შორის როგორ მოხვდი?
– შეფებს შორის რომ აგარჩიონ, შენი რეზიუმე სჭირდებათ. ზემოთ ნახსენების გარდა, უკრაინაში კიდევ რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან ვთანამშრომლობდი. გადავწყვიტე, უკრაინის გარეთ მეცადა ბედი და გეზი გერმანიისკენ ავიღე. ბერლინში მოვიძიე ქართული რესტორნები. დავრეკე –სჭირდებოდათ თუ არა შეფი, მივიღე თანხმობა და მეორე დღესვე გავემგზავრე. სამწუხაროდ, პირველ ჯერზე ქვეყანაში არ შემიშვეს, რადგან წვერი მქონდა და მესაზღვრეებს ტერორისტი ვეგონე (იცინის). თუმცა, არ დავნდებდი, მეორე დღეს ისევ ავიღე ბილეთი და ბერლინში ჩავფრინდი. მესაზღვრეს ვაჩვენე ჩემი „ინსტაგრამი“ და ავუხსენი, რომ ვიყავი შეფი და იქაური სამზარეულოს გასაცნობად მივდიოდი. საბედნიეროდ, შემიშვეს. ქუჩაში სეირნობის დროს შევამჩნიე რესტორანი წარწერით – „გენაცვალე“. ამ რესტორანში მხოლოდ ქართველები მუშაობდნენ. ძალიან კარგად მიმიღეს და დავიწყე მუშაობა, მაგრამ საბუთები რომ არ გამეფუჭებინა, უკრაინაში დავბრუნდი. თან, ძალიან კარგი შემოთავაზება მივიღე – უკრაინის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიიდან მომივიდა მოწვევა, სადაც ჩემი ფავორიტი შეფ-მზარეული ვიქტორ ტიტოვი მუშაობდა. მასთან მუშაობის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი და მაშინვე დავთანხმდი. მასთან ერთად ოთხ რესტორანში ვმუშაობდი, ხშირად ვატარებდი მასტერკლასებს, რამდენჯერმე კონკურსის ჟიურის წევრობაც მომიწია. ასე მოვხვდი უკრაინის 120 ტოპ შეფ-მზარეულს შორის.