კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როგორ აკითხავს რეპერი ბედინა გარდაცვლილ მეგობრებს საიქიოში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩეროთ ქუჩაში და ჰკითხოთ, ვინ არის მიხეილ ბედინაშვილიო, მხრებს აიჩეჩავს და გეტყვის, არ ვიციო. მაგრამ საკმარისია, ბედინა ახსენოთ, რომ ყველა გიპასუხებთ: რეპერი ბედინა როგორ არ ვიცითო! მართალია, რეპერის ნამდვილი სახელი და გვარი ცოტას თუ გაუგონია, მაგრამ მის სიმღერებს დღესაც უსმენენ და ქუჩაშიც შეუმჩნეველი არავის რჩება.
  ბედინა: ბავშვობაში, კოსმოსში მინდოდა გაფრენა. მართალია, ვერ გავფრინდი, მაგრამ დედამიწაზე დავდექი მყარად. ჩემი სახელი დავიმკვიდრე, მცნობენ და  ვაკეთებ იმას, რასაც სწორად მივიჩნევ. ხალხს ვუყვარვარ და სულ ვამბობ, მე ამით ვარ მილიონერი-მეთქი. ისე ვაკეთებ ჩემს საქმეს, არავის არაფერს ვუფუჭებ, მით უმეტეს, ენას, მამულსა და სარწმუნოებას. ხომ ამბობენ, ცხოვრებაში, საჭირო დროს, საჭირო ადგილას თუ აღმოჩნდი, გიმართლებსო? მე, ამ მხრივ, არ მიმართლებს, სულ შრომასა და ფიქრში ვარ. არ მინდა, რომელიმე დღე „ჩავაგდო“ და კარგი არ გავაკეთო. დროს უქმად ვერ დავკარგავ. არ ვნანობ იმ გზას, რაც გამოვიარე – ბევრი შარიც ვნახე და ციხეშიც მოვხვდი. თუმცა, ბევრი ვისწავლე, ცუდიც და კარგიც. დამიჯერეთ ციხეში ჩაკეტილი ადამიანის ტვინი უფრო მეტს აზროვნებს და ფიქრობს, ვიდრე თავისუფალის. დღეს კი ყოველი დილა ჩემთვის თენდება, რომ სიკეთე ვაკეთო.
– პირველად ვნახე ადამიანის თვალთან ამოსვირინგებული ცრემლი და მით უმეტეს, შენს სახეზე ამის დანახვას არ ველოდი. ამით რისი თქმა გინდა?
– ჰო, ეს ყველას უკვირს. სარკეში რომ ჩავიხედავ და თვალთან ამოსვირინგებულ ცრემლს ვხედავ, ჩემი გარდაცვლილი მეგობრები მახსენდება. ეს იმქევყნად წასული მეგობრების პატივსაცემად გავიკეთე. სხვათა შორის, ყოველ ახალ წელს, მათ საფლავზე ავდივარ და მანდარინები ამაქვს. ისედაც ხშირად ვსტუმრობ სასაფლაოს. სიზმარში ვერ ვხედავ მათ, სამაგიეროდ, ყოველი ახალი წელი მათთან ერთად იწყება და მათთან ერთად იმქვეყნად ვხვდები. საძმაკაცოში რომ ვთქვი, სიზმარში რატომ ვერ ვნახულობ ჩემს გარდაცვლილ მეგობრებს-მეთქი, დამცინეს: რანაირად ნახავ, სულ მათთან ხარ, საიქიოში აკითხავო (იცინის).
– ყველაზე დიდი დარტყმა როდის მოგაყენა ცხოვრებამ?
– მამის გარდაცვალება ყველაზე დიდი დარტყმა იყო, რაც ცხოვრებამ მომაყენა. თითქოს მატარებელი დამეჯახა – ბუხ! და ამოტრიალდა სამყარო. მერე,
შევეჩვიე უმისოდ ცხოვრებას. ხომ იცით, ნათქვამია – მშვიდობის დროს შვილები ასაფლავებენ მამებს, ომის დროს კი მამები – შვილებსო. ჰოდა, იყოს მშვიდობა და ნურცერთი მშობელი ნუ გამწარდება. ბევრი სათქმელი დამიგროვდა მამაჩემისთვის. ჩემით სულ უკმაყოფილო იყო, მაგრამ ვიცი, ახლა ზემოდან მიყურებს და ჩემი გაკეთებული საქმეები მოსწონს. სასაფლაოზეც ხშირად ვაკითხავ და ვესაუბრები.
– ზოგადად, რეპერები ცუდ ბიჭებთან ასოცირდებიან...
– დალევა და მოწევა უყვართ და გათახსირებულ ქალებთან დადიან... ამის თქმა გინდა ხო? (იცინის) მე ისეთი რეპერიც მინახავს, რომელიც არც ეწევა, არც სვამს, არც ქალებში დადის და არც ციხეშია ნამყოფი. ბოჰემური ცხოვრება თუ არ გაიარე და ქუჩის გამოცდილება არ გაქვს, ისე რეპერი როგორ იქნები? სხვათა შორის, რეპი ერთადერთი მუსიკალური მიმდინარეობაა, სადაც ცისფერი არ არსებობს. ამ ჟანრს თუ მისდევ, მამაკაცური, სხვანაირი „ტიპი“ უნდა იყო, კიდევაც უნდა დალიო, მოწიო და ქალებშიც იარო. თუმცა, ზომიერების დაცვა აქაც საჭიროა და რაც არ გიხდება, იმას უნდა მოერიდო. აი, ხომ არიან ტიპები, დალევა რომ არ უხდებათ. ჰოდა, არ უნდა დალიონ ან სამზე მეტი არ უნდა დალიონ (იცინის). კიდევ ვამბობ, ყველა მუსიკალურ მიმდინარეობაში გვხვდება გეი შემსრულებლები და მუსიკოსები, რეპში კი ეს გამორიცხულია – რეპერი, ვერასდროს იქნება ცისფერი.
– თქვი, მოწევა, დალევა და ქალებში სიარული უნდა გიხდებოდესო და შენ რომელს იხდენ?
– მარიხუანის მოხმარებას მოვუკელი და იცით, რატომ? ისე „გააბაზრეს“, უხდება არ უხდება, ყველა ეწევა, შემაზიზღეს მოწევა. კასრებიდან ეწევიან, საზიზღრდებიან და თან იმისთანები, ცხოვრების აზრზე რომ არ არიან. რომ მოწევ, ან უნდა დახატო, ან
ლექსი დაწერო, ან იმღერო, გაიღიმო, ბოლოს და ბოლოს. ესენი მოწევენ და „იროჟებიან“. მოკლედ, იმ მოწევასაც და დალევასაც თავისი კულტურა აქვს. აი, მუცელზე მაწერია: „მე მინდა, რომ...“  დიახ, მინდა ბევრი რამე და მათ შორის, ყველა ადამიანი იყოს ის, ვინც სინამდვილეშია.
– ბედინა, საკმაოდ დიდი ბიჭი ხარ და პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირადი ცხოვრებისთვის არ მცალია, ამის დრო არ მაქვს. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში გამოჩნდა გოგო, რომელზეც სერიოზულად დავფიქრდი, ასე ვთქვათ „ბოლო სტავკა დავდე“. ძალიან დიდი გზა გავიარე, რომ მენახა. ჩავედი და... არ დამხვდა. ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. არ დამხვდა და ნუ დამხვდა, ვიფიქრე, თავისუფლებისთვის ვარ გაჩენილი, ესაა ჩემი ბედისწერა და კავკასიონზე მაინც ავალ-მეთქი.
– ქალთან შესახევდრად მიდიოდი და კავკასიონზე აღმოჩნდი?
– როგორც კი ჩართო ტელეფონი, დავურეკე და მითხრა: ახლა თბილისში ვარ, სასწრაფოდ მომიწია წასვლაო. ის გოგო რომ არ დამხვდა, გავბრაზდი, დავადე თავი, ავედი კავკასიონზე, ყინვაში და თოვლში გავიხადე, გადავიღე ფოტო და დავჩექინდი. მთებს რომ გადავხედე, მითხრეს: რა ქალი, რის ქალი, ა, ძმაო, თავისუფლება, ამას არაფერი სჯობიაო (იცინის). დავდე ფოტო სოციალურ ქსელში და დავაწერე: აი, მე სად ვარ ნამყოფი... „ზე-კავკასიონ-ზე“  ახლა კიდევ იჩექინეთ, მე იქ ვიყავი – მე აქ ვიყავი-მეთქი. ჰოდა, იქიდან რომ დავბრუნდი, პოლიციამ დამაკავა.
– რატომ დაგაკავეს, რა დააშავე?
– მე არაფერი დამიშავებია. ვიღაც კრიმინალს მიმამსგავსეს და პოლიციაში ხელბორკილებით გადამიყვანეს. ვეუბნები: გეშლებათ, ძმაო-მეთქი, მაგრამ ვინ მიჯერებს? მოკლედ, გარკვეული დროის მერე, განყოფილების უფროსი შემოვიდა. შემომხედა, გადახედა თანამშრომლებს და უთხრა: ეს ვინ მოიყვანეთ აქ, ქვეყანა იცნობს ამას და თქვენ ვერ იცანით? თქვენ დებილები ხომ არ ხართო (იცინის). იმ ღამესვე გამომიშვეს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის გოგო ვერ ვნახე, კავკასიონიც გადავირბინე, პოლიციაშიც ვიჯექი, დავბრუნდი თბილისში, გავხსენი შამპანიური და საკუთარი თავისუფლება დავლოცე. ასე გადავრჩი ცოლის მოყვანას, თორემ ვიქნებოდი ახლა წვერგაპარსული და თითზე კალიცოწამოცმული (იცინის). მივხვდი, თავისუფლებას არაფერი სჯობია, თან ისეთ ასაკში ვარ, აწი ვერავის დავუწყებ დევნას, იქით მდიონ. გამორიცხულია, ვინმესთან მივიდე და ხელი ვთხოვო, იქით მთხოვონ და დავფიქრდები.
– ამბობენ, ქალის გამო ხიდიდან გადახტი. მართალია?
– კი, მართალია (იცინის). აჭარაში, ხელვაჩაურში, გოგოსთან ერთად ვიყავი და ვუთხარი, გინდა, შენ გამო წყალში გადავხტე-მეთქი? ვერ გადახტებიო. ჰოდა, დავკარი ფეხი და გადავეშვი. ერთხელ, მცხეთაში არაგვში ჩავხტი, მაგრამ ციოდა და ჩახტომა და ამოხტომა ერთი იყო (იცინის). ვორონცოვის ხიდის მოაჯირიც გამივლია ფეხით. გოგოსთან ერთად ვიყავი და ვუთხარი, გინდა ხიდის მოაჯირზე გავივლი-მეთქი? არ დაველოდე პასუხს და ავხტი. შოკში ჩავარდა ის გოგო და მერე მეხუმრებოდნენ, ქალებს შოკში აგდებ და შენ ვინ გამოგყვებაო (იცინის). მე კი ვეუბნები: ქალის გამო წყალში გადავხტი, ხიდის მოაჯირზე გავიარე და კიდევ აქეთ არიან უარზე-მეთქი? (იცინის).
– მგონი, ქალებს შენი ექსტრემალური ხასიათით აფრთხობ, არ გიფიქრია ამაზე?
– თუ მამაკაცი ხარ, ექსტრემალურიც უნდა იყო და რისკიანიც და არა მუდო. მაგიდასთან, კუთხეში მიყვარს ჯდომა და მგონი, ჩემი უცოლობა ამის ბრალია (იცინის).
– ბედინა, შენი ხმის ჩამწერი სტუდია გაქვს, რომელსაც უცნაური სახელი ჰქვია „გენერალი“. რატომ დაარქვი ასე?
– ყველა ჩვენი ცხოვრების გენერლები ვართ. თან, ქართული რეპის საჰაერო ძალების ერთ-ერთი უხუცესი, მაგრამ ახლაგაზრდა გენერალი გახლავართ! ხოდა, ამიტომ დავარქვი. ქუჩაში, ყველა მცნობს, სულ ყურადღების ცენტრში ვარ და ვითრგუნები. იმდენი თვალი მაკონტროლებს, ოთხი თვალი მაქვს დაჭყეტილი და ვაკვირდები საკუთარ თავს ზემოდან, ქვემოდან, მარცხნიდან, მარჯვნიდან, რომ რამე არ შემეშალოს, ხომ კარგად მაცვია, მახურია... ზოგადად, ადამიანების აურას კარგად ვგრძნობ. ხშირად, გამივლია და გამიგია: აუ, ფუ ამის კიკინიანი... აუ, ცნობადი არა ის, ერთი ამის... ძნელია, ამ დროს თავი შეიკავო და შარში არ გაება.

скачать dle 11.3