№34 როგორ იდირიჟორა ჩაიკოვსკის ცნობილი კონცერტი ევგენი მიქელაძემ თბილისის ოპერაში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ერთხელ, ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტის პრემიერის წინა საღამოს ზაქარია ფალიაშვილმა მიქელაძეს სთხოვა, რომ წინ პარტიტურა დაედო, რათა ვაიკრიტიკოსებისთვის ინტრიგების საშუალება არ მიეცა. და, მართლაც, თბილისის ოპერაში შეკრებილი უამრავი მაყურებლის წინაშე მიქელაძეს წინ პარტიტურა ედო და ისე ჩაატარა კონცერტი. მისი დასრულების მერე კი ეს ვაიკრიტიკოსები მიქელაძესთან მივიდნენ და უთხრეს:
– ხომ ხედავ, როგორ აბსოლუტურად მართლები ვიყავით. დღევანდელ კონცერტს სულ სხვა, ნამდვილი ჩაიკოვსკისეული ჟღერადობა ჰქონდა, იმიტომ რომ პარტიტურით უკრავდიო.
თუმცა პიუპიტრზე ჩაიკოვსკის ნაწარმოების პარტიტურის ნაცვლად როსინის „სეველიელი დალაქის“ პარტიტურა იდო, თანაც, უკუღმა... საქმე ის იყო, რომ მიქელაძემ საჩვენებლად პირველივე პარტიტურას დაავლო ხელი და პიუპიტრზე ისე დადო, რომ არც იცოდა, რა იყო, თავად კი, ტრადიციულად, ზეპირად დირიჟორობდა.