კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ბრძნული აზრები

საფირი: ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება სხვების შეზღუდულ წარმოდგენებს, განსაზღვრონ ჩვენი შესაძლებლობები.
ფენელონი: ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან სიმართლეს, ვერ იტანენ მათ, ვისაც ჰყოფნის სიმამაცე მის სათქმელად.
ჩერჩილი: არც ერთმა შენი მისამართით გამოსროლილმა სიტყვამ არ უნდა შეცვალოს შენი თვალსაზრისი.
სტენდალი: ტვინი, მართალია, არ ჩანს, მაგრამ როცა საკმარისი არ არის, შესამჩნევია.
შოპენჰაუერი: სულიერი სიმშვიდე, ეს უმაღლესი მიწიერი სიკეთე, მხოლოდ განმარტოებით მიიღწევა და სრული მარტოობით გვირგვინდება.
მარკესი: სირცხვილია, გატკეპნო დედამიწა და არაფერი იცოდე მასზე, მაგრამ ამაზე დიდი სირცხვილია, არ იცოდე, რატომ ტკეპნი მას.
როკფელერი: ხანდახან იმაზე მეტი უნდა გადაიხადოთ, ვიდრე საჭიროა იმისთვის, რომ საკმარისი იყოს.
კლიუჩევსკი: როდესაც ბავშვს უბრაზდებით ან ტუქსავთ, მას თქვენ კი არ სძულხართ, არამედ საკუთარი თავი.
პოლ ვალერი: სერიოზულ ადამიანს ცოტა იდეა აქვს, ბევრი იდეის მფლობელი ადამიანი არასოდეს არაა სერიოზული.
ჩესტერტონი: ბიბლია გვასწავლის, გვიყვარდეს ახლობლები, ასევე გვასწავლის, გვიყვარდეს მტრები, ალბათ, იმიტომ, რომ ეს ერთი და იგივეა.
სიუნ ცზი: შენს შეცდომას თუ არ აღიარებ, ეს ნიშნავს, რომ მეორე შეცდომა დაუშვი.
გორდონი: შენ მიზანსწრაფული ხარ არა მაშინ, როცა აკეთებ იმას, რასაც გინდა, არამედ  მაშინ აკეთებ, როცა არ გინდა.
სტოუელი: ღმერთს მოაქვს ის, რაც ჩვენში თვითკმაყოფილებას იწვევს, რათა კმაყოფილება მასში დავინახოთ.
კრაუსი: ყველაზე გავრცელებული დაავადება სხვებისთვის დიაგნოზის დასმაა.
დოსტოევსკი: როგორიც ხართ, ისეთად დარჩით! თუნდაც მხოლოდ თქვენ იყოთ განსხვავებული, სხვებს მაინც ნუ დაემსგავსებით.
შანელი: ქალი, რომელიც მაკიაჟს არ იკეთებს, ზედმეტად დიდი წარმოდგენისაა საკუთარ თავზე.
скачать dle 11.3