კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როგორ გაიტაცა მილიონის ქონება უშიშროების თვალწინ 27 წლის თბილისელმა ებრაელმა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მოხუცი იუველირის წერილი
  1968 წლის ოქტომბრის მიწურულს საქართველოს უშიშროების კომიტეტში ორი წერილი მივიდა. ერთი დაშიფრული იყო, მეორეში კი – ძალიან მარტივი შიფრი პირველი წერილისთვის. ორივეს ავტორი ვინმე იაკობ პერელმანი იყო, რომელიც წერდა: „მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, მაინც მოვახერხე ამ წერილის შედგენა და მისი ცალ-ცალკე გამოგზავნა კი მეზობლის პატარა ბიჭს ვთხოვე, რომელმაც ისინი ერთი დღის ინტერვალით ჩაყარა ფოსტის ყუთში. გთხოვთ, რომ ჩემი ერთადერთი შვილიშვილი, იაკობი დაიცვათ რომან პელცერისგან, რომელიც მასობრივ გაქცევას გეგმავს საბჭოეთიდან ისრაელში. ჩემი შვილიშვილი მისი ცოლის ძმისშვილის საქმროა და ვშიშობ, მისი წაყვანაც უნდათ, ისევე როგორც ჩემი, მაგრამ მე უარი განვუცხადე“.
  წერილი 19 ოქტომბერს იყო გამოგზავნილი, შიფრი – 20 ოქტომბერს. წერილის ავტორი იაკობ პერელმანი კი 85 წლის ასაკში ინსულტით 20 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის ძველი იუველირი იყო და თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე ცხოვრობდა. ჰყავდა ერთადერთი შვილიშვილი, 27 წლის იაკობ პერელმანი. ვაჟი ისააკი და რძალი – ლიდა ხუთი წლის წინ დაეღუპა ავტოკატასტროფაში. იუველირი 23 ოქტომბერს დაკრძალეს ებრაელთა სასაფლაოზე. ცერემონიას, რა თქმა უნდა, უშიშროების კონტრდაზვერვის თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ეს ყველაფერი ფირზე გადაიღეს.
გადაბირება
  24 ოქტომბერს იაკობ პერელმანს სახლში უცნობი მამაკაცი ეწვია. ბინაში შეშვების უფლება ითხოვა და თანხმობა რომ მიიღო, შევიდა, სავარძელში მოკალათდა და უზარმაზარ ბინაში მარტო დარჩენილ 27 წლის მასპინძელს უთხრა:
– ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, რომ კონტრდაზვერვის პოლკოვნიკი გახლავართ და იმიტომ გესტუმრეთ, რომ თანამშრომლობაზე დაგიყოლიოთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ მსხვილი დანაშაული მზადდება, რომელშიც შესაძლოა, თქვენი გარევა სურთ. ამიტომ მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ, დაგვეხმაროთ ამ დანაშაულის ბოლომდე გამოვლენასა და აღკვეთაში. აი, სულ ესაა.
შემდეგ სტუმარმა მასპინძელს ბაბუამისის წერილი წააკითხა და ჰკითხა:
– რას იტყვით, იაკობ, თანახმა ხართ დაგვეხმაროთ?
მასპინძელი ანერვიულდა. სახე წამოეჭარხლა, სიგარეტი გააბოლა და თქვა:
– მართალია, რომ რომა პელცერის ცოლის ძმისშვილი, კირა ნაუმოვა ჩემი საცოლეა, მაგრამ რომას ჩემთვის მსგავსი არაფერი უთქვამს – გაქცევას ვგულისხმობ და ბაბუას ხომ არ შეეშალა რამე?
– ასეთი რამ არ ეშლებათ. ბაბუაშენი საკმაოდ ჭკვიანი კაცი იყო და რაც მთავარია, ძალიან უყვარდი. მერწმუნე, იაკობ, რომ ყველა პატიოსანი ადამიანი ასე მოიქცეოდა. შენ შეგიძლია, უარი თქვა შემოთავაზებაზე და ჩვენ მაინც გავხსნით ამ საქმეს, თუმცა, შესაძლოა, შენი საცოლე ვეღარ იხსნა განსაცდელისგან, – თქვა სტუმარმა.
– თანახმა ვარ. რა უნდა გავაკეთო?
ოპერაცია „სია“
  კონტრდაზვერვაში შეიმუშავეს ოპერაცია „სია“, რომლის მთავარი მოქმედი პირიც 27 წლის იაკობ პერელმანი იყო. უშიშროება ვარაუდობდა, რომ 38 წლის გამოცდილი მფრინავი, რომან პელცერი მასობრივ გაქცევას თვითმფრინავით გეგმავდა. პელცერი „აეროფლოტის“ მოქმედი თანამშრომელი იყო და ფიქრობდნენ, რომ ის ყოველგვარი ძალადობის გარეშე საზღვრის მიღმა თავად გადაიყვანდა გაქცევის მსურველებს. იაკობის მოვალეობა იყო, რომ ზუსტად დაედგინა უცხოეთში წასვლის მსურველთა შემადგენლობა და გაქცევის თარიღი და საშუალება. კონტრდაზვერვაში იაკობს თანამშრომლობის ხელწერილი დაადებინეს, თანაც შეჰპირდნენ, რომ მის საცოლეს, კირა ნაუმოვას პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებდნენ. იაკობ პერელმანს თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცა და კონტრდაზვერვა ყოველმხრივ ეხმარებოდა. აფინანსებდა, სატრანსპორტო საშუალებებით ამარაგებდა და საპასუხოდ, მომავალი გაქცევის შესახებ ინფორმაციას იღებდა. 1969 წლის იანვრის ბოლოსთვის კონტრდაზვერვას უკვე იმ 25 ადამიანის სია ჰქონდა, ვისაც, ჯერჯერობით, დღე „იქსში“ ქვეყანა უნდა დაეტოვებინა და საზღვარგარეთ გაქცეულიყო. 31 იანვარს მეკავშირესთან შეხვედრაზე მისულმა იაკობ პერელმანმა თარიღიც დაასახელა: გაქცევა 15 თებერვალსაა დაგეგმილი, შაბათს. პელცერი იმ დღეს თბილისი-ერევნის რეისს ასრულებს და მას გადაწყვეტილი აქვს, მარშრუტი შეცვალოს და თვითმფრინავი თელ-ავივში დასვასო...
გაქცევა
  თბილისი-ერევნის ავიარეისი „იაკ 40-ით“ სრულდებოდა. თვითმფრინავში ყველა გამქცევი ბილეთით უნდა შესულიყო, ვითომდა ერევანში მიფრინავდნენ. შემდგომ თვითმფრინავს კურსი უნდა შეეცვალა და 2 საათისა და 30 წუთის განმავლობაში 1 400 კილომეტრი დაბალ სიმაღლეზე ეფრინა, ისე, რომ საფრენი აპარატი რადარებს არ დაეფიქსირებინათ. ასეთი რამ კი სრულიად შესაძლებელი იყო და კონტრდაზვერვაში ამბობდნენ, ძალიან ეშმაკური და კარგად მოფიქრებული გეგმააო. გამქცევთა შორის თავად იაკობ პერელმანიც იყო, თუმცა ბოლო მომენშტი ის და მისი საცოლე აეროპორტში არ უნდა მისულიყვნენ. გაქცევის მსურველნი კი უშიშროების სპეცჯგუფს გაფრენის წინ უნდა აეყვანა, შემდეგ კი მათთვის უცხოეთში გასატანი ფული და ძვირფასეულობა ჩამოერთმიათ და გაესამართლებინათ. კონტრდაზვერვა ყოველმხრივ მზად იყო გაქცეულების გამოსააშკარავებლად და როდესაც ყველანი დააპატიმრეს და გაჩხრიკეს, მათ არც ფული აღმოაჩნდათ და არც ძვირფასეულობა. ყველაზე ადრე რომან პელცერი მიხვდა ყველაფერს და კონტრმზვერავებს უთხრა:
– მთელი ფული და ძვირფასეულობა იაკობ პერელმანს ჰქონდა ჩაბარებული. ის არ მოვიდა, როგორც ჩანს, თქვენც გადაგაგდოთ და ჩვენცო.
სინამდვილეში მთელი ეს კომბინაცია – უფროსი იაკობ პერელმანის წერილით დაწყებული გამქცევების დაპატიმრებით დამთავრებული, ახალგაზრდა პერელმანის მოფიქრებული იყო. წერილიც თავად გაგზავნა უშიშროებაში. ბოლოს კი, საცოლესთან ერთად, ხუთასი ათასი მანეთითა და დაახლოებით, მილიონის ძვირფასეულობით გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. იაკობს ეს კომბინაცია იმისთვის სჭირდებოდა, რომ უშიშროების ყურადღება მოედუნებინა. 27 წლის კაცი  აბსოლუტურად სწორად ფიქრობდა, რომ ასეთი მასიური გაქცევის აღმოსაფხვრელად საბჭოთა უშიშროება დიდ ძალისხმევას გამოიჩენდა და ეს მომენტი გამოიყენა.


скачать dle 11.3