კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ვისი ცოლები გახდნენ გიორგი პირველის შვილიშვილები და რატომ არ გაუშვეს მარიამ დედა-დედოფალი იერუსალიმში ბერებმა

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  1064 წელს თურქ-სელჩუკთა სულთანი ალფ-არსლანი უგრძნეულად შემოიჭრა საქართველოში და „შემუსრა კანგარი (ქვემო ქართლის სამხრეთში) და თრიალეთი. მოარბია შავშეთი, კლარჯეთი, ტაო ფანასკერტამდე, თორი და ჯარით „დადგა თრიალეთს სამი დღე“.
  მეფე იმ დროს ტაოში იყო მცირე ამალით, თან ჰყავდა დედა, მარიამ დედა-დედოფალი, ვასპურაკანის სომხური სამეფოს მეფის, სენექერიმ არწრუნის ასული, და – გურანდუხტ დედოფალი, „სომეხთა მეფის“ ძმის ცოლი და ძე - გიორგი უფლისწული. „გადგრომილ იყვნეს ხეკრებულთა“ (ტაოში, შესაძლოა, იყოს ხეკერთდაღის მთა, ახლა თურქეთშია). მოულოდნელად წამოადგნენ თავს სელჩუკები მთის ქედზე ჩვენს ხელმწიფეს. მეფემ და მისმა ოჯახმა ქართლში ჩაასწრეს.
  წავიდა ალფ-არსლანი და მიადგა ახალქალაქს. ახალქალაქის გალავანი არ იყო დასრულებული. სხვა გზა არ იყო და ამიტომ, ადგილობრივმა მოქალაქეებმა და ციხიონმა ქალაქგარეთ გაუმართეს ბრძოლა მრავალრიცხოვან თურქობას, მაგრამ დამარცხდნენ. სულთანმა აიღო ახალქალაქი. უამრავი ქრისტიანი ტყვედ აიყვანეს, ქალაქი გაძარცვეს.
  ახალქალაქიდან მოციქული გამოუგზავნა ჩვენს ხელმწიფეს სულთანმა ალფ-არსლანმა  და მეფის დის, გურანდუხტის ასული, მარიამი ითხოვა ცოლად. გურანდუხტის ასული მარიამი, იყო ტაშირ-ძორაგეტის „სომეხთა მეფის“ კვირიკე (იგივე გურგენ) მეორის ძმისშვილი. ეს დინასტია წარმოშობით სომეხი ბაგრატუნების გვერდითა შტოდან გახლდათ, კვირიკიანებად წოდებული საგვარეულოდან.
ეს სამთავრო, ძირითადად, ქართულ, ნაწილობრივ, სომხურ და მერე ნაწილობრივ, ალბანურ ტერიტორიებზე დაარსდა მეათე საუკუნის ბოლოს. მისი დედაქალაქი გახდა ქართული ციხე-ქალაქი სამშვილდე. „სომეხთა მეფე“ კვირიკე ქართველი ხელმწიფის, კახეთ-ჰერეთის მეფის – კვირიკე მესამე დიდის დისწული იყო. ანუ ბაგრატის დის ასულს, მარიამს, დედა და ბებია ქართველები ჰყავდა.
  „სომეხთა მეფემ“ არ მისცა ბაგრატს თავისი ძმის ასული სულთანზე გასათხოვებლად. მაშინ მეფე კვირიკე და მისი ძმა, სუმბატი, ქვეშისჭალაში შეიპყრეს ბაგრატის მეომრებმა. კვირიკესა და სუმბატის ძმა ადარნასე, ამ დროს სამშვილდეში იყო. მიიყვანეს სამშვილდის გალავანთან კვირიკე მეფე და სუმბატი ბაგრატის მეომრებმა, აღმართეს ძელი და დაკიდეს სამი დღე მეფე და მეფის ძმა ძელზე. ადარნასე კვირიკიანმა დაცალა სამშვილდე. მიათხოვა ბაგრატ მეფემ თავისი დის ასული თურქ-სელჩუკთა სულთანს და დაიკავა სამშვილდე. ასე მოიპოვა ცოტა ხნით ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა. ასე ეწირებოდა სამეფო ოჯახის ასულების ბედი ქვეყნის ინტერესს.
  რამდენიმე ხნით ადრე დედოფალმა თეოდორამ, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მერვის ასულმა, თავისი განსვენებული დის, ზოიასა და მისი მესამე ქმრის, იმპერატორ კონსტანტინე მეცხრის თანამმართველმა, კონსტანტინე მეცხრის გარდაცვალების მერე კი ერთპიროვნულმა იმპერატრიცამ, შესთავაზა ბაგრატ მეფეს, მე გავზრდი თქვენს ასულ მართასო. თეოდორამ ითხოვა, ბაგრატ მეფის ასული ბიზანტიაში ჩასულიყო. ბაგრატ მეფემ გააგზავნა მართა კონსტანტინოპოლს.
  პრინცესა მართას კონსტანტინოპოლის ნავსადგურიდან სასახლეში მიყვანამდე რამდენიმე წუთით ადრე დედოფალი თეოდორა გარდაიცვალა. მაშინ ჩვენი ხელმწიფის დედა, დედა-დედოფალი მარიამი კონსტანტინოპოლში საიმპერატორო სასახლეში იმყოფებოდა. მარიამ დედოფალი კარგი ადამიანი, ნიჭიერი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე გახლდათ. რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი იყო. საქართველოს მეფის მეუღლე აუცილებლად მართლმადიდებელი უნდა ყოფილიყო. პატარა მართას კონსტანტინოპოლის სასახლეში მიყვანისას იქ ჩვენი ეკლესიის მნათობი, გიორგი ათონელი იმყოფებოდა. ბიზანტიაში დაემოწაფა დედოფალი მარიამი გიორგი ათონელს და მის მიერ მონაზვნად აღიკვეცა. მიიცვალა დედოფალი თეოდორა და სწორედ იმ წუთებში 6 წლის მართა ბაგრატის ასული სასახლეში მიუყვანიათ კონსტანტინოპოლის პორტიდან. ეს რომ დაინახა, უცებ ყველას გასაგონად გიორგი მთაწმინდელმა განაცხადა: „უწყოდეთ ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა“.
  დედოფალ თეოდორას გარდაცვალებიდან მალე, მართა ბაგრატის ასული დააბრუნეს საქართველოში. რამდენიმე წლის მერე, კი, 1059 წელს, კონსტანტინოპოლის ტახტი დაიკავა კონსტანტინე მეათე დუკამ. 1065 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ, თავისი შვილისა და მემკვიდრის, მიხეილისთვის მართა ბატონიშვილის ხელი ითხოვა. ასე აღსრულდა გიორგი მთაწმინდელის წინასწარმეტყველება. ყველა მადლობდა ღმერთს, რომ ახდა წინასწარმეტყველება ქართველი წმიდანისა. კონსტანტინოპოლში ქართველი მეფის ასულის, მართას ქორწინებას ბიზანტიის იმპერატორის ვაჟზე მარიამ დედა-დედოფალი ესწრებოდა. იქვე იყო ჩვენი ეკლესიის ვარსკვლავიც, გიორგი მთაწმინდელი. მარიამ დედა-დედოფალმა მიმართა მამა გიორგის: „მამაო, აღესრულა წინასწარმეტყუელება შენი, რა-იგი ოდეს-მე წინასწარმეტყუელე მართასთვის“.
  ქორწინების მერე მარიამ დედა-დედოფალი კონსტანტინოპოლიდან ანტიოქიას გაემგზავრა. სურდა დედოფალს წმიდა ქალაქ იერუსალიმში წასვლა და წმიდა ადგილების მოლოცვა. საიმპერატორო ოჯახმა თან გაატანა წერილი ანტიოქიის პატრიარქისადმი, რომ დიდებითა და პატივით გაემგზავრებინათ საქართველოს დედოფალი იერუსალიმს.
  მაგრამ ანტიოქიის პატრიარქმა და მმართველებმა, მამა გიორგი მთაწმინდელის განზრახვით, ურჩიეს საქართველოს მეფის დედას:
„არა კეთილად არს აღმოსავალისა მეფეთა დედა რათა-მცა სარკინოზეთს წარვიდა, ვინათგან ცოდვათა ჩუენთაგან იგინი უფლებენ ქუეყანასა მას“. წმიდა მამები შიშობდნენ, მარიამ დედოფალი ტყვედ არ ჩავარდნოდა სელჩუკებს. მისი იერუსალიმისკენ გამგზავრების ინფორმაციას აუცილებლად შეიტყობდნენ მაჰმადიანები და შეეცდებოდნენ მის დატყვევებას, თუნდაც, მის შვილზე და მისი მოყვრების, ბიზანტიის სამეფო კარზე ზეწოლისა და გამოსასყიდისათვის. დედოფლის მოძღვარმა, მამა გიორგი ათონელმა ანტიოქიის პატრიარქისა და ანტიოქიის საერო ხელმძღვანელის სახელით აუხსნა დედოფალ მარიამს. რაღას იზამდა დედოფალი, დაუჯერა.
  მარიამ დედოფალმა, მამა გიორგის სთხოვა, მისთვის ელოცა, როგორც ლოცულობდა ადრე, ვინაიდან თვითონ მარიამი ვერ გაემგზავრებოდა იერუსალიმს და ვერ შეძლებდა წმიდა ადგილების თაყვანისცემას, სამაგიეროდ, გადასცა დიდი თანხა, რომელიც ამ საქმისთვის ჰქონდა გადანახული, რათა წაეღო მამა გიორგის იერუსალიმში, წმიდა მიწაზე და იქ არსებული მონასტრებისთვის, გლახაკებისა და დავრდომილებისთვის გაენაწილებინა.
მარიამ დედოფალი გამოემგზავრა საქართველოში.
  ასე შევიდა მეფე გიორგი პირველის ორი შვილიშვილი მაშინდელი მსოფლიოს ორი, უდიდესი იმპერიების ოჯახებში რძლად – ბაგრატ მეოთხის ასული, მართა-მარიამი  ბიზანტიის დედოფალი გახდა, ხოლო ბაგრატ მეფის დის, გურანდუხტის ასული, მარიამი კი – თურქ-სელჩუკთა სულთნის ცოლი.

скачать dle 11.3