კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ვაშლის დიეტა

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ვაშლის დიეტით, ჯანმრთელობის დაუზიანებლად, კვირაში დაახლოებით 7-8 კილოგრამს იკლებთ. მთელი დიეტის განმავლობაში სვით ბევრი წყალი, მწვანე ან სხვა მცენარეული ჩაი. გამორიცხეთ ყავა.
პირველი დღე
საუზმე: გახეხილ 3 ვაშლს, დაუმატეთ ცოტა თხილი ან ნიგოზი, მოასხით ლიმონის წვენი.
სადილი – გახეხილ 3 ვაშლს, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მწვანე ხახვი, მოხარშული და გახეხილი 1 კვერცხის ცილა, ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი ან ნატურალური იოგურტი.
ვახშამი – 3 ცალი ვაშლი.
მეორე დღე
საუზმე – ერთ ულუფა მოხარშულ ბრინჯს დაუმატეთ 3 გახეხილი ვაშლი.
სადილი – გათალეთ 3 ვაშლი, დაჭერით 4 ნაჭრად თითოეული და დაასხით ადუღებული წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ, დაუმატეთ ერთი ლიმონის გახეხილი კანი და წვენი. ასე მომზადებული ვაშლის პიურე მოასხით ერთ ულუფა მოხარშულ უმარილო ბრინჯს.
ვახშამი – ერთი ულუფა უმარილო მოხარშული ბრინჯი.
მესამე დღე
საუზმე – 100 გრამ ხაჭოში აურიეთ 2 გახეხილი ვაშლი.
სადილი – დაჭრილ ვაშლს მოასხით ლიმონის წვენი. უცხიმო ხაჭოს შეურიეთ დაჭრილი თხილი ან ნიგოზი, მოასხით ერთი სუფრის კოვზი თაფლი, დაუმატეთ მომზადებული ლიმონიანი ვაშლი და მიირთვით.
ვახშამი – 100 გრამი ხაჭო.
მეოთხე დღე
საუზმე – გახეხეთ 2 სტაფილო და 1 ვაშლი. შეურიეთ ერთმანეთში და მოასხით ზეითუნის ზეთი.
სადილი – იგივე სალათა, რაც საუზმეზე მიირთვით, ოღონდ ზეთის ნაცვლად მოასხით თაფლი, ზემოდან კი მოაყარეთ ლიმონის გახეხილი ცედრა.
ვახშამი – ღუმელში შემწვარ 2 ვაშლს ამოჭრილ გულში ჩაასხით თითო ჩაის კოვზი თაფლი და მიირთვით.
მეხუთე დღე
საუზმე – გახეხეთ მოხარშული 1 სტაფილო და 1 ჭარხალი და მოასხით ზეითუნის ზეთი.
სადილი – ჰერკულესის ფაფას დაუმატეთ გახეხილი ვაშლი.  
ვახშამი – გახეხილ 2 სტაფილოს მოაყარეთ ყავისფერი შაქარი ან მოასხით თაფლი.
მეექვსე დღე
საუზმე: გახეხილ 3 ვაშლს დაუმატეთ ცოტა თხილი ან ნიგოზი, მოასხით ლიმონის წვენი.
სადილი – გახეხილ 3 ვაშლს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მწვანე ხახვი, მოაყარეთ მოხარშული და გახეხილი 1 კვერცხის ცილა, ჩაის კოვზით მოასხით ზეითუნის ზეთი ან ნატურალური იოგურტი.
ვახშამი – 3 ცალი ვაშლი.
მეშვიდე დღე
საუზმე – ერთ ულუფა მოხარშულ ბრინჯს დაუმატეთ 3 გახეხილი ვაშლი.
სადილი – გათლილი 3 ვაშლი დაჭერით 4-4 ნაჭრად და დაასხით ადუღებული წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ, დაუმატეთ ერთი ლიმონის გახეხილი კანი და წვენი. ერთ ულუფა უმარილო მოხარშულ ბრინჯს მოასხით მომზადებული ვაშლის პიურე.
ვახშამი – ერთი ულუფა უმარილო მოხარშული ბრინჯი.

скачать dle 11.3