კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 საოჯახო მკვლელობა

აგათა კრისტი

  ერთ საღამოს მის მარპლს ადვოკატი მისტერ პარკერი ესტუმრა ვიღაც ჯენტლმენთან ერთად. მისტერ როდსი დაახლოებით 40 წლის იქნებოდა და  ცოტა უცნაურად იქცეოდა. ჩაის სმის დროს მისტერ პარკერმა დაიწყო:
– მის მარპლ, რჩევისთვის მოვედით. საქმე ბარნჩესტერში მომხდარ მკვლელობას ეხება. ერთ სასტუმროში ქალი მოკლეს. ეს ქალი მისტერ როდსის ცოლი იყო. ამ ერთ უბედურებას ისიც დაემატა, რომ იგი მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილია.
მის მარპლმა დეტალების გაცნობა ითხოვა.
მისტერ და მისის როდსები ბრანჩესტერში, სასტუმრო „კორონაში“ გაჩერდნენ. მისის როდსი  დასაძინებლად  ადრე დაწვა. ცოლ-ქმარს ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახი ეკავა. მისტერ როდსმა გადაწყვიტა, ცოტა წაემუშავა – იგი წიგნს წერს პირველყოფილი ადამიანების  იარაღებზე. დაწოლის წინ კი ცოლის ოთახში შეიჭყიტა, რამე ხომ არ სჭირდებაო. დაინახა, რომ მისი ცოლი ლოგინზე გულში დანაგარჭობილი იწვა. მისის როდსის ოთახს კიდევ ერთი კარი ჰქონდა, რომელიც  დერეფანში გადიოდა. ის გასაღებით და შიგნიდან ურდულითაც კი  იყო დაკეტილი. მისტერ როდსის სიტყვებით, მის ოთახში  არავის გაუვლია, მოსამსახურე გოგოს გარდა, რომელმაც სათბუნები მოიტანა. სასიკვდილო ჭრილობა იმ დანით იყო მიყენებული, რომლითაც მისის როდსი წიგნის გვერდებს ჭრიდა, ხოლმე. მასზე თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. მისტერ როდსის და მოსამსახურე ქალის გარდა გარდაცვლილის საძინებელში არავინ შესულა. მოსამსახურე ქალი იმ სასტუმროში  უკვე ათი წელი მუშაობდა და არანაირი მიზეზი არ ჰქონდა, სტუმარს თავს დასხმოდა.
მისტერ პარკერის მონაყოლიდან გაირკვა, რომ მეორე სართულზე ასასვლელი კიბის ბაქანზე, კიდევ ერთი მოსასვენებელი ოთახი იყო, სადაც ჩამოჯდომა და ჭიქა ყავის დალევა შეიძლებოდა. დერეფნის მარჯვენა მხარეს, ბოლო კარი მისტერ როდსის ოთახის იყო, შემდეგ დერეფანი უხვევდა და პირველი კარი უკვე მისის როდსის ოთახს ეკუთვნოდა. მისტერ როდსის ოთახის კარი მოსასვენებელ ოთახში მჯდარი ოთხი ადამიანის თვალთახედვის არეში იყო. ესენი იყვნენ,  ორი კომივიაჟორი და ერთი მოხუცებული წყვილი. მათი თქმით, პირველ კარში მხოლოდ მისტერ როდსი და მოსამსახურე ქალი შევიდნენ. მეორე კარის ახლოს კი ელექტრიკოსი მუშაობდა და ამ კარში მოსამსახურე ქალის გარდა, არავინ შესულა, არც არავინ გამოსულა.  
დაკითხვაზე მისტერ როდსმა ერთი არადამაჯერებელი ისტორია მოყვა,  თითქოს  ვიღაც ქალი მის ცოლს მუქარის წერილებს უგზავნიდა.
–  სიმართლე გითხრათ, – დაიწყო მან, – ამის თავადაც არ მჯეროდა. ვფიქრობდი, ემა ყველაფერს იგონებდა. ჩემი ცოლი რომანტიკული და ფანტაზიებისკენ მიდრეკილი ნატურა იყო. საერთოდ, ასეთ ადამიანებს სჩვევიათ თავიანთი რუხი და მოსაწყენი ცხოვრების გამოგონილი ამბებით შელამაზება. ბანანის ქერქზე ფეხი რომ დასცდენოდა, ირწმუნებოდა, თითქოს სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. ამიტომ, როცა ემა მოყვა, როგორ დაიფიცა ვიღაც ქალმა, რომლის ბავშვიც ახალგაზრდობაში მანქანით გაიტანა, მასზე შური ეძია, არ დავიჯერე, ეს მანამდე მოხდა, ვიდრე დავქორწინდებოდით.
ქალი ქმარს წერილებსაც კი უკითხავდა, რომელთა ავტორსაც ფსიქიკური გადახრები  უნდა ჰქონოდა. თუმცა კაცი მაინც  ფიქრობდა, რომ ქალი მათ თავად წერდა. მისის როდსი ისტერიული ქალი იყო და მკვეთრი შეგრძნებები ძალიან აკლდა.
მის მარპლმა იკითხა,  ხომ არ ცხოვრობდნენ სასტუმროში მარტოხელა ქალები. აღმოჩნდა, რომ ასეთი ორი იყო: ვინმე მისის გრენბი, ქვრივი, ვისი ქმარი ინდოეთში მსახურობდა და იქვე გარდაიცვალა და მისის კრუტერსი, არც ისე ახალგაზრდა. საცხენოსნო სპორტი უყვარდა და მონადირეების ჟარგონზე ლაპარაკობდა, სიტყვებს კბილებს შორის რომ სცრიან და  ნახევარს ვერც გაიგებ. მისის გრენბის მოწითალო, არც ისე აკურატულად დავარცხნილი თმა ჰქონდა. მისის კრუტერსი ორმოცი წლის იქნებოდა, მოკლედ შეკრეჭილი თმა ჰქონდა. ერთი შეხედვით, მათ ამ საქმესთან შეხება არ უნდა ჰქონოდათ.  ისინი იმ დღეს იმ სართულზე არავის უნახავს.
მისის როდსის ოთახის კარის მიღმა, კიდევ იყო  პატარა დერეფანი. საიდანაც აბაზანაში და საპირფარეშოში აღმოჩნდებოდი. სწორედ ამ დერეფანში გამავალი კარი იყო დაკეტილი გასაღებით და ურდულით.
– რადგან საქმის ვითარება ასეთია, – თქვა მის მარპლმა, – მგონი, ყველაფერი ნათელია. ჩვენს წინაშე სამი შესაძლებელი ვარიანტია: მისის როდსი ქმარმა მოკლა, მისის როდსი მოსამსახურემ მოკლა ან ვიღაც უცხომ, რომელიც ვერავინ დაინახა.
– ეს შეუძლებელია! – წამოიძახა მისტერ როდსმა, – ჩემს ოთახში შეუმჩნევლად  ვერავინ გაივლიდა. თუ ვინმე  ჩემი  ცოლის ოთახში მეორე კარიდან ელექტრიკოსის თვალწინ შეიპარა, მაშინ როგორ გამოვიდა იქიდან ისე, რომ კარი შიგნიდან ჩაკეტილი დარჩა?
– მისტერ როდს, შეიძლება, გკითხოთ, როგორ გამოიყურებოდა მოსამსახურე ქალი?
კაცმა უპასუხა,  რომ კარგად არ შეუთვალიერებია. მარპლმა იგივე ჰკითხა მისტერ პარკერსაც.  მან თქვა, რომ საშუალო სიმაღლის იყო, ღია ფერის თმით. შემდეგ მის მარპლმა ორივეს იმ გოგოს აღწერა სთხოვა, რომელმაც მათ ჩაი მიუტანა. ეს კი ვერცერთმა  შეძლო.
– ხედავთ? თქვა მარპლმა, – თქვენ აქ საკუთარ საქმეზე კონცენტრირებული მოხვედით და გოგო, რომელმაც კარი გაგიღოთ, ვერც კი შეამჩნიეთ. იგივე დაემართა მისტერ როდსსაც. სასტუმროში მან მხოლოდ მოსამსახურე ქალის უნიფორმა და წინსაფარი დაინახა. აი, მისტერ პარკერი მას სულ სხვა სიტუაციაში შეხვდა, იგი მას, როგორც პიროვნებას, ისე უყურებდა. სწორედ ამაზე გათვალა ქალმა, რომელმაც მისის როდსი მოკლა.
მამაკაცებმა ისევ ვერაფერი გაიგეს  და მარპლი იძულებული გახდა   დაწვრილებით აეხსნა:
– აი, როგორ იყო ყველაფერი. მოსამსახურე მისტერ როდსის ოთახის გავლით მისის როდსის საძინებელში გავიდა, მისცა მას სათბურა და აბაზანის გვერდზე არსებული გასასვლელით დერეფანში გავიდა. დროის  ამ მონაკვეთში მკვლელი მეორე კარით შემოვიდა იმავე პატარა დერეფანში, იქვე სადღაც დაიმალა და დაელოდა ვიდრე მოსამსახურე წავიდოდა. შემდეგ იგი მისის როდსის ოთახში შევიდა, ტუალეტის მაგიდიდან დანა აიღო (დარწმუნებული ვარ წინასწარ ჰქონდა შეთვალიერებული, სად რა იდო), საწოლთან მივიდა, უკვე მთვლემარე მისის როდსს სასიკვდილო დარტყმა მიაყენა, დანის ტარი გაწმინდა და ის კარი, საიდანაც შემოვიდა, დაკეტა. გასვლით კი იმ ოთახიდან გავიდა, რომელშიც მისტერ როდსი მუშაობდა.
მისტერ როდსმა იყვირა:
– მე ხომ მას დავინახავდი! ელექტრიკოსიც დაინახავდა, როდესაც შემოდიოდა.
– აი, სწორედ აქ ცდებით, – გაეღიმა მის მარპლს, – თქვენ მას ვერ დაინახავდით, იმიტომ, რომ იგი მოსამსახურესავით იყო ჩაცმული. თქვენ კი საქმეში იყავით ჩაფლული. მხოლოდ თვალი მოჰკარით, რომ მოსამსახურე შემოვიდა და თქვენი ცოლის ოთახში გავიდა. შემდეგ უკან გამოვიდა. კაბა იგივე იყო, ქალი კი – სხვა. იგივე დაინახა იმ ოთხმა მოწმემაც: მოსამსახურე შევიდა და გამოვიდა. ელექტრიკოსსაც არაფერი შეუმჩნევია. მოსამსახურე ლამაზი ან ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, შეიძლება, მისთვის ყურადღება მიექციათ, მაგრამ როცა ქალი  უფერული და ასაკში შესულია, ყველა მხოლოდ იმას ხედავს, რაც ტანზე აცვია, მაგრამ არა მის სახეს.
– და ვინ არის მკვლელი, ვინ? – წამოიძახა მისტერ როდსმა.
– რა თქმა უნდა, მკვლელი ან მისის გრენბია, ან მისის კრუტერსი. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს მისის კრუტერსი იყო.
მის მარპლი არ  შემცდარა. რა თქმა უნდა, მას სინამდვილეში მისის კრუტერსი არ ერქვა, მაგრამ მკვლელი მაინც ის აღმოჩნდა. მისის როდსმა ოდესღაც მის ქალიშვილს მართლაც დააჯახა მანქანა. გოგონა ინვალიდი დარჩა, მაგრამ დედამისმა ეს მაინც ვერ გადაიტანა. იგი მას დიდხანს უთვალთვალებდა და ბოლოს ჩანაფიქრი აისრულა. მკვლელობა საკმაოდ ოსტატურად დაგეგმა. თუმცა, როდესაც მას ფაქტები წარუდგინეს, დანაშაული მაშინვე აღიარა.
რამდენიმე დღის შემდეგ მისტერ პარკერმა მის მარპლსა და მისტერ როდსს წერილი გადასცა  და ჰკითხა.
– მითხარით, როგორ მიხვდით, რომ ეს მისის კრუტერსი იყო? თქვენ ხომ არცერთი მათგანი თვალით არ გინახავთ.
– იცით, – უპასუხა ქალმა, – საქმე ისაა, რომ როგორც თქვით, იგი სიტყვებს თითქოს კბილებს შორის სცრიდა და ცალკეულ ასოებს ყლაპავდა. ასეთი პერსონაჟები მხოლოდ რომანებში გვხვდება, ცხოვრებაში კი თუ შემთხვევით სადმე გადააწყდი ასეთ ადამიანს, უნდა იფიქრო, რომ უბრალოდ, როლს თამაშობს, თანაც ძალიან თეატრალურად.   ეჰ, კაცებო, კაცებო, ჯერ კიდევ რამდენი რამ უნდა ისწავლოთ.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3