კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ექიმის რჩევები

კითხვა: მკლავებზე გამიჩნდა ყავისფერი ლაქები, რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ ვუმკურნალო სახლის პირობებში?
პასუხი: თუ ადრე მიიჩნეოდა, რომ პიგმენტური ლაქების (ხლოაზმების) გაჩენის მიზეზი მხოლოდ მზეა, ბოლო გამოკვლევების მიხედვით დადგინდა, რომ მიზეზი შეიძლება იყოს, ასევე, ტრავმა, ჭრილობა, არაკორექტული კოსმეტიკური პროცედურა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები და, რაც მთავარია, ჰორმონული ფონის ცვლილება. თუ აღმოიფხვრება შინაგანი მიზეზი, პრობლემაც თავისთავად მოიხსნება. პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად სახლის პირობებში გამოიყენება გამაღიავებელი ნიღბები, კრემები, ასევე, იმ ხილისა და ბოსტნეულის ადგილობრივად გამოყენება, რომლებიც მჟავებს შეიცავს (მაგალითად, ლიმონი, ალუბალი, ოხრახუში და ასე შემდეგ). მზეზე გასვლის წინ სასურველია დამცავი კრემის გამოყენება.
კითხვა: ამ თვეში  3-ჯერ დავლიე ძილის  წამალი – მელატონინი, მერე გავიგე, რომ ორსულად ვარ. რა ზიანი შეიძლება, მიაყენოს ნაყოფს ან მე ორსულობის პერიოდში?
პასუხი: დამშვიდდით, პრეპარატს ანოტაციაში კი უწერია, რომ ორსულობის დროს არ მიიღება, თუმცა ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ეს პრეპარატი ხელს უწყობს ნაყოფიერების გაზრდას და რეკომენდაციას უწევს მის მიღებას ჩასახვის უნარიანობის გასაძლიერებლად. ყოველ შემთხვევაში ამ პრეპარატის ამ დოზით 3-ჯერ მიღება ნაყოფს ზიანს არ მიაყენებდა.
კითხვა: მაინტერესებს, რამ შეიძლება, გამოიწვიოს ჭამის შემდეგ გულის აჩქარება? გადაღებული მაქვს კარდიოგრამა და  მითხრეს, გული ჯანმრთელიაო. მაწუხებს მუცლის შებერილობა. ვერ ვიცავ კვების რეჟიმს და ვარ გამხდარი.
პასუხი: თუ გულისმიერი მიზეზი გამორიცხულია, მაშინ დიაგნოსტიკისთვის გასტროენტეროლოგს უნდა მიმართოთ, რადგან ზოგჯერ ასეთ სიმპტომებს საყლაპავი მილის სხვადასხვა პათოლოგია იწვევს, მით უმეტეს, როცა ჩივილები საკვების მიღებასთან არის დაკავშირებული. გამოსარიცხია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, ასევე, უნდა გამოირიცხოს სანაღვლე გზების დისკინეზია.
კითხვა: ვარ 18 კვირის ორსული. ანალიზები გავიკეთე და მაქვს D ვიტამინის დეფიციტი. გთხოვთ, მირჩიოთ, რა დავლიო?
პასუხი: D ვიტამინის შევსება შეგიძლიათ 10-წუთიანი მზის აბაზანებით და პარალელურად კი, ისეთი პროდუქტის მიღებით, როგორიც არის: თევზის ქონი, რძე, კვერცხი, მარცვლეული, ნაღების კარაქი, ყველი, სოია. თუ D ვიტამინის დეფიციტის აღმოფხვრა ამ საშუალებებით ვერ ხერხდება, მაშინ ინიშნება D ვიტამინი დასალევად ორსულობის დროს, თუმცა ამის გაკეთება თვითნებურად არ შეიძლება, თქვენთვის ოპტიმალური დოზა ექიმმა უნდა შეარჩიოს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3