კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ორგანიზმის სახიფათო სიგნალები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სტატისტიკის თანახმად, სიკვდილიანობის დიდი პროცენტი გულთან დაკავშირებული პრობლემების შედეგია. რისკი იზრდება 60 წლის ზემოთ, დიაბეტით დაავადებულ და ჭარბი წონის მქონე ადამიანებში. თუმცა, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია სახიფათო სიგნალების დროულად და სწორად გამოცნობისას.
  ყველაზე მეტად გავრცელებული სიმპტომებია: გულმკერდის არეში დისკომფორტი, ტკივილი, რომელიც გადაეცემა მარცხენა ხელში. ეს ინფარქტის კლასიკური ნიშნებია. თუმცა ასევე შეიძლება, აღინიშნებოდეს ხველა ვარდისფერი ან ღია ფერის ნახველის გამოყოფით.
  თავბრუსხვევა, ორიენტაციის დაკარგვა, ქოშინი – ეს ყველაფერი გულის ცუდად მუშაობის შედეგია. ორგანო ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციებს და ქსოვილები ზარალდება ჟანგბადის უკმარისობით. საყურადღებო სიმპტომია ფეხების შეშუპება, რაც ასევე გულის არასწორ მუშაობაზე მეტყველებს.
  კლინიკის ფარგლებს გარეთ გულის შეტევით გამოწვეული სიკვდილიანობის 90 პროცენტი განპირობებულია იმით, რომ პაციენტებს გაცნობიერებული არ აქვთ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე. ეს, ძირითადად, ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პაციენტებს ეხებათ, რომლებიც ყურადღებას არ აქცევან გულის არეში ტკივილს, რასაც ზოგჯერ ლეტალური შედეგი მოსდევს.
ტკივილის გარდა, გულის შეტევის ძირითადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია გახშირებული ზედაპირული სუნთქვა, გახშირებული და შესუსტებული პულსი, ასევე არითმია და სისუსტის შეგრძნება, რომელიც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული.
  თუმცა, არსებობს დაავადებები, რომლებიც იმავე სიმპტომებით ხასიათდება და დამატებითი დიაგნოსტიკის გარეშე ვერ დიფერენცირდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის  ფუნქციის დარღვევებისგან.  ესენია: დიაფრაგმის თიაქრის გამწვავება, ნეკნთაშუა ნევრალგია, ხერხემლის გულ-მკერდის ნაწილის ოსტეოქონდროზი, ასევე, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, წყლულოვანი პათოლოგია.
  ახალგაზრდა ქალებთან ინფარქტს თავისებური სპეციფიკა აქვს. ტკივილი ხშირად ატიპური ლოკალიზაციისაა. ლოკალიზდება ყელისა და ზურგის არეში, მოიცავს ქვედა ყბას, მუცლის ზედა ნაწილს. გულის შეტევა ახალგაზრდა ქალებთან ზოგჯერ შეგრძნებით გულძმარვას წააგავს, მას წინ უძღვის გულისრევა და სისუსტე.
  კარდიული (გულის) შეტევის ნიშნები ყველასათვის კარგად არის ცნობილი: ტკივილი და ზეწოლის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, ქოშინი, გულის რიტმის დარღვევა, შიშის განცდა, ოფლიანობა, თავბრუხვევა, ზოგჯერ გონების დაკარგვა.
  ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა, არსებობს კიდევ რამდენიმე ნიშანი, რომელთა საფუძველზეც, შეტევამდე ბევრად ადრე შეიძლება ვივარაუდოთ გულის ავადმყოფური მდგომარეობა, მასთან დაკავშირებული პრობლემები და ავირიდოთ კარდიული შეტევა. ეს 8 ძირითადი ნიშანია: ტკივილი გულ-მკერდის არეში, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ადვილად დაღლა, ლიბიდოს დაქვეითება, ხვრინვა და ღამის აპნოე, გინგივიტები და პაროდონტიტები, შეშუპება, არითმია.
скачать dle 11.3