კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ქართველი მარიკა ნიკლასონი შვედეთის პრინცმა წვეულებაზე დაპატიჟა

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

  მარიკა ნიკლასონი წარმოშობით საქართველოდან, კახეთიდანაა. ის შვედ მეუღლესთან ერთად  შვედეთის ლაპლანდიის სამხრეთ ნაწილში, ასელეში ცხოვრობს და ქართულ შებოლილ სულგუნს, სახელად „ლაპლანდიურ სულგუნს“ აწარმოებს. მათ მიერ წარმოებულმა სულგუნმა სტოკჰოლმის ფესტივალზე პრიზი აიღო და ახლა შვედეთის სამეფო კარზე არიან მიწვეულნი.
  მარიკა ნიკლასონი: საქართველოში დავიბადე, მაგრამ იქ არასდროს მიცხოვრია. ახმეტიდან ვართ, მამუჩარაშვილები, დედა კი ბრეკაშვილი მყავს. 9 თვის ვიყავი, ოჯახი ესტონეთში რომ გადავიდა საცხოვრებლად. ტალინში სამხედრო სამსახურის შემდეგ მამა სამუშაოდაც იქ დარჩა, ამიტომ მე და დედაც თან წაგვიყვანა, ჩემზე სამი წლით უმცროსი ძმა ტალინში დაიბადა. პირველად ტალინში მცხოვრებ ქართველს გავყევი ცოლად და მასთან ქალ-ვაჟი – კრისტიან-აკაკი და ელზა მეყოლა. უმაღლესი განათლებაც ტალინში მივიღე – ბიზნესის ორგანიზაცია და მენეჯმენტი შევისწავლე. 4 რესტორანი გვქონდა და ბიზნესის ნიჭი აშკარად აღმომაჩნდა. 10 წლის თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს დავშორდი და რესტორნებიც დავხურეთ, მე კი ტალინში ახალი ბიზნესი წამოვიწყე – ტურები საქართველოში.
– როგორ დაიწყე ყველის ბიზნესი?
– ვხედავდი, საქართველოზე ბევრი რეკლამა გადიოდა და გადავწყვიტე, ყველის ბიზნესი დამეწყო. საქართველოში ორჯერ ჩამოვედი, შევხვდი მათ, ვინც ამ სფეროში მუშაობს და დავრწმუნდი, კონტაქტები მჭირდებოდა. ესტონეთს  გადავხედე და მივხვდი, იმდენი ხალხი არ იყო, რომ ბიზნესი ამ სფეროში იქ წამომეწყო. სკანდინავიის ქვეყნები მჭირდებოდა და ისეთი ადამიანი, ვისაც ევროპაში აქვს კონტაქტები და სააგენტოები.
– მალევე შეგიყვარდათ ერთმანეთი?–  პირიქით – არ მომეწონა. ვიფიქრე, ეს როგორი ბიზნესმენია, უცნაურად აცვია, თითქოს აქაც ტყე-ღრეში ჰგონია თავი-მეთქი. თურმე, შვედეთში ასეა – შეიძლება, მილიონერიც კი ძალიან უბრალოდ ჩაცმული დადიოდეს, მე კი სულ გამოპრანჭული ვიყავი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა. ჩემი სტილის გამო არც ემილს მოვწონებივარ. ერთ დღესაც დისკოთეკაზე წავედით და... ცეკვამ დაგვაახლოვა. მერე საქართველოშიც წამოვედით, სადაც ფანტასტიკური ამბები გადაგვხდა.
– მალევე გაჰყევი ცოლად?
– საქართველოდან ტალინში რომ დავბრუნდი, გავაცანი ჩემი ოჯახის წევრები, ვუთხარი რომ ბეჭედი უნდა მოეტანა და დავინიშნეთ. მამაჩემი კახელი კაცია, სულ თამადობს და გადაწყვიტა, დაათროს, რომ გაიგოს, სიმთვრალეში როგორი ხასიათი აქვს. ჩემმა ძმამ რამდენჯერმე გააფრთხილა, ჩემი და არ გააბრაზო, თორემ ამას გიზამ, იმას გიზამო. ბოლოს ჩემმა ქმარმა აუხსნა, რატომ უნდა ვაწყენინო, მიყვარსო და ხელის გადაწევა სთხოვა. ჩემი ძმა მოკრივე, მორაგბეა და გადაუწია ხელი. შვედეთში ასეთი ტრადიცია აქვთ, ჩხუბის მაგივრად ერთმანეთს ხელს უწევენ, ვინც აჯობებს, ის არის გამარჯვებული.  ასეთი საინტერესო იყო პირველი შეხვედრა.
– ლაპლანდიაში საცხოვრებლად გადასვლა არ გაგიჭირდა?
– ლაპლანდიაში სპონტანურად გადავედი. სამსახურში პრობლემები მქონდა და ემილმა მითხრა, რას წვალობ, გადმოდი ჩემთანო. მე ვუთხარი, ორი შვილი მყავს, როგორ უნდა გადმოვიდე-მეთქი. მერე რა, მე მივხედავ შენს შვილებს. სანამ ენას ისწავლი, დაგეხმარები, ბავშვების განათლებისთვისაც კარგიაო. მივედი ჩემს უფროსთან, განცხადება დავწერე და ასე გადავედით მე და ჩემი შვილები. მასაც ჰყავს შვილები – უილმა და ლიამი და ერთმანეთთან ყველას შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. გადავწყვიტე, სხვა საქმეც დამეწყო და ქართული ყველის ბიზნესზე შევჩერდით. ჩემმა ქმარმა არჩია, შვედური რძით თვითონ გვეწარმოებინა ყველი და თანაც – ლაპლანდიაში, სადაც, სტოკჰოლმთან შედარებით, ეკოლოგიურად უფრო სუფთა გარემოა.
– შვედური რძით ქართული ყველის გემოს მიღება რთული არ იყო?
– 2015 წელს ჩამოვედით საქართველოში, შევხვდით ყველის მწარმოებლებს და რაღაცები ვისწავლეთ. მერე გავიცანით გოგონა და მამაკაცი, რომლებიც საცდელი პროდუქციის შესაქმნელად ჩვენთან ჩამოვიდნენ. სკოლის სამზარეულო დავიქირავეთ, 200-ლიტრიანი ქვაბიც კი ვიყიდე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. აღმოჩნდა, რომ ქართული რძის ცხიმიანობაც, სიმჟავეც, ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობაც ძალიან განსხვავებული იყო. შებოლვაც გაგვიჭირდა და, ფაქტობრივად, პირველი 400 კილოგრამი გადავყარეთ, თუმცა ხელი არ ჩაგვიქნევია. შვედეთში ერთადერთი სკოლაა, სადაც ყველის გაკეთებას ასწავლიან, მეც იმ სკოლის კურსი გავიარე – ტექნოლოგიებიც შევისწავლე და პრაქტიკულმა გამოცდილებამ და თეორიულმა ცოდნამ შედეგი გამოიღო. მაშინ მივხვდი, რომ მანამდე ამ საქმეში ბრმასავით ვიყავი. სხვათა შორის, კურსებზე წასვლამდე მე და ემილმა განსხვავებულად ვცადეთ სულგუნის გაკეთება-შებოლვა და გამოგვივიდა. იმ წელს – 2016-ში ყველის გამოფენაზე, სადაც ყველის შემადგენლობას უმკაცრესად ამოწმებდნენ, მოვხვდით კატეგორიაში „და სხვა“, რადგან შებოლილი ყველი არავის ჰქონდა. იქ გავიმარჯვეთ და ოქროს მედალიც ავიღეთ. ამ ოქრომ გადაწყვიტა ჩვენი წარმოების ბედი. ამას მოჰყვა კურსები სკოლაში. მერე ბიზნესგეგმა დავწერე, ინოვაციური პროექტისთვის დაფინანსება მივიღეთ, დანადგარები შევიძინეთ და სამი თანამშრომელიც ავიყვანეთ. ჩემი პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა, 47 სუპერმარკეტში ვაბარებთ, მაგრამ ხანგამოშვებით ვგზავნით, რადგან შვედეთში ჯერ კიდევ არ იციან, ეს რა არის, არადა, წარმოება ძალიან ძვირი გვიჯდება. 2018-ში საკუთარი საწარმოც ავაშენეთ და დიდი მანქანა-დანადგარიც შევიძინეთ. მაღაზია და საწარმო გამჭვირვალე შუშით გავტიხრეთ და მაღაზიაში შემოსულ მომხმარებელს პროდუქციის შეძენაც შეუძლია და ყველის დამზადების პროცესისთვის თვალის მიდევნებაც, თანაც იქვე რწმუნდება, როგორ პირობებში მზადდება პროდუქტი. ჩემმა ქმარმა თვითონ დაამზადა ხის მაგიდები და სკამები. ყველაფერი ლაპლანდიურ მოტივებშია გადაწყვეტილი. ლოსის ფორმის სულგუნის დამზადებაც ჩემი ქმრის იდეა იყო, რომელშიც მისი ნანადირევი ლოსის შებოლილი ხორცია მოთავსებული. ყველში ხორცს აქ ვერსად ნახავთ და ეს პროდუქცია სტოკჰოლმის ფესტივალზე სრულად გაიყიდა. მიწვეული ვიყავით შვედეთის სამეფო კარზე, პრინც დანიელის მიერ გამართულ  ბიზნესმენების შეკრებაზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება.

скачать dle 11.3