№33 ბრძნული აზრები
ჟუბერი: არასდროს გაჭრათ კვანძი, რომლის გახსნაც შეგიძლიათ.
კლიუჩევსკი: ღირსეული ადამიანი ის კი არ არის, ვისაც ნაკლი არ გააჩნია, არამედ ის, ვისაც ღირსება აქვს.
ადამსი: სახელმწიფოს მართვის ორი გზა არსებობს – ძალა და ღვაწლი.
გაბორი: მომავლის მართვა შეუძლებელია, მომავალი უნდა შექმნა.
დეფო: ყველა ჩვენი საჩივარი მომდინარეობს იმის მადლიერების ნაკლებობაში, რაც გვაქვს.
შაკური: სიკვდილი არ არის ყველაზე დიდი დანაკარგი ცხოვრებაში, ყველაზე დიდი დანაკარგი ის არის, რაც ჩვენში სიცოცხლეშივე კვდება.
ბერნარდი: ვაჟკაცობა არის შიში, რომელმაც ილოცა.
ვოვენარგი: არავინ იგრძნობს თქვენთან ერთად თავს კარგად, მანამ სანამ თქვენ არ იგრძნობთ თავს კარგად საკუთარ თავთან.
კენედი: არ სთხოვოთ ღმერთს ადვილი ცხოვრება, სთხოვეთ მას, იყოთ გაბედულები.
ჰემინგუეი: მდიდარი ის კი არ არის, ვინც ითვლის, რამდენი შეინახოს, არამედ ის, ვინც ითვლის, რამდენი აქვს ზედმეტი, რომ გაჭირვებულს დაეხმაროს.
რემარკი: ვინც მზად არის, ღიმილით დაემშვიდობოს, მის შეჩერებას ცდილობენ.
ვოლტერი: უფრო ადვილია სიკეთე ვაკეთოთ, ვიდრე ვიყოთ კეთილები.
ემერსონი: გააკეთე ან არ გააკეთო, მაგრამ ნუ ეცდები!
ბრაუნინგი: როდესაც ადამიანში იწყება შინაგანი ბრძოლა, ესე იგი, ის რაღაცას წარმოადგენს.
იოანე პავლე მეორე: ყველაზე საშინელი ციხე არის მჭიდროდ დახშული გული.
პოუპი: შეცდომა ადამიანურია, პატიება – ღვთიური.
ბელუჩი: რაც უნდა ძლიერი იყოს ქალი, ის ყოველთვის ელოდება მასზე ძლიერ მამაკაცს არა იმისთვის, რომ მისი თავისუფლება შეზღუდოს, არამედ იმისთვის, რომ თავს უფლება მისცეს, იყოს სუსტი.
ჯოლი: გიჟური სიყვარული მალევე ჩაივლის, ორი გიჟის სიყვარული კი – არასოდეს.