№33 მოყვრები და მტრები
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #30-32(971)
იხ. „თბილისელები“ #30-32(971)
ტაო-ლიმ დიდი პერსპექტივა იგრძნო და კვაჭაძეს უთხრა:
– სად გადამალეთ თქვენი შრომის ნაყოფი. მითხარით და უვნებლად მოგიტანთ.
– ოღონდ, ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. ისე, რომ არავინ შეგამჩნიოთ. თანაც, აფეთქება რომ არ მოხდეს, – თქვა პროფესორმა.
– აფეთქება? – გაიმეორა ჩინელმა.
– ყურადღებით მომისმინეთ. ვაქცინა და ჩანაწერები ცეცხლგამძლე, ძველ სეიფშია. კოდს რომ აკრეფთ, კარგად დაიმახსოვრეთ, ეს სასიცოცხლოდ მნივშნელოვანია – კარი არ გააღოთ და ჯერ ჩხაკუნს დაელოდეთ. იქ ნაღმია ჩადებული დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის და თუ ზუსტად არ იმოქმედებთ, სეიფის შიგთავსთან ერთად განადგურდებით. განეიტრალებული ნაღმი ადგილზე დატოვეთ. რკინის ყუთი კი წამომიღეთ, მაგრამ გახსნას ნუ შეეცდებით, რადგან ის ჩემი თითის ანაბეჭდზე იღება და ძალით გახსნის შემთხვევაში ვაქცინიანი ამპულა გატყდება და დაიღვრება. სეიფი ყოფილი გოგოლის ქუჩაზე, 48 ნომერი სახლის ეზოს სარდაფშია და იქ ღამით მიდით.
იმავე დღეს მინდია კვაჭაძეს უკვე ხელთ ჰქონდა ელექტრონული ყუთი, რომელიც თავისი ცერა თითის დადებით გახსნა ტაო-ლის თვალწინ. შიგთავსი ამოიღო და ჩინელს უთხრა:
– აი, ამერიკელების კიდევ ერთი სირცხვილი და განადგურება.
სახენაიარევი პერსონალური „ჯიპით“ გამოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან. კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებსაც მძღოლის გვერდზე უყვარდათ ჯდომა, ის უკანა სავარძელზე იყო მოკალათებული და ძვირფას სიგარეტს აბოლებდა, რომელიც ბლოკებით იყო ნაყიდი უცხოეთში და განსხვავებული არომატი ჰქონდა.
– რა სხვანაირი არომატი აქვს, შეფ, არ ვეწევი, მაგრამ მსიამოვნებს, – უთხრა მძღოლმა სახენაიარევს.
– ნაღდი ამერიკულია და წასული რომ ვიყავი, უმაღლესი კლასის სასტუმროში ვიყიდე. ძალიან ძვირფასია და მხოლოდ ბობოლები ეწევიან, – „გაიმარიაჟა“ სახენაიარევმა და კვამლი გამოუშვა. შემდეგ ქეისიდან დოლარების ორი შეკვრა ამოიღო. მძღოლს მიაწოდა და უთხრა:
– ეს ავანსია, 20 ათასი დოლარი. მეორე ნახევარსაც შესრულების მერე მიიღებ. ახლა კი მითხარი, როგორ მიდის საქმე.
მძღოლმა მადლობა გადაუხადა სახენაიარევს და ფული საბარგულში შეინახა, შემდეგ კი მიუგო:
– ყველაფერი რიგზეა, შეფ. ზეგ გაკეთდება ეგ საქმე. ჯაშის დაბადების დღეა. ტრასაზე რომ რესტორნებია, იქ იხდის და სნაიპერი ჩემ წინ გაუხვრეტს შუბლს. მეც დამპატიჟა და ალიბი გარანტირებული მაქვს.
– შენ რა, შეიშალე, ბიჭო? ვიღაც უცხო რატომ გარიე ამ საქმეში. გინდა, დავიწვათ? – აღშფოთდა სახენაიარევი.
– ნუ ნერვიულობ, შეფ, ჩემი ძველი პაძელნიკია – სნაიპერი, „სპეცნაზში“ ერთად ვიყავით. ენაზე კბილის დაჭერა იცის და ლაყბობა არ უყვარს. მთავარი კი ისაა, რომ ფულის მისაცემად რომ შემხვდება „გავაგორებ“ და კვალიც არ დარჩება, – თქვა მძღოლმა.
– შენ გააგორებ?
– ჰო, შეფ, მე. ჩარტყმა უყვარს და არაყში საწამლავს გავურევ. მოკლედ, ყველაფერი ხუთიანზე შესრულდება.
– ჯაშს საიდანღა უნდა ესროლოს იმ შენმა სნაიპერმა?
– რესტორნიდან 300 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი კორპუსია და იმისი სახურავიდან.
– ბადრი, იცოდე, იაღლიში არ მოგივიდეს, თორემ ყველას დედას გვიტირებენ, გასაგებია?
– ვიცი, შეფ. ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კარგად იქნება. – მიუგო სახენაიარევს მძღოლმა და ბოროტულად გაუღიმა...
***
ჯეკ სანდერსთან საუბრის შემდეგ გორდონ საიდმა ყველა „ზეტელი“ შეკრიბა და თათბირი ჩაატარა. როგორც ამ საიდუმლო ქვედანაყოფში იყო მიღებული, თითოეულმა მისმა წევრმა პერსონალური მიმართულება აირჩია და ჯგუფი დაუყოვნებლივ შეუდგა სამუშაოს შესრულებას. პროფესორ მინდია კვაჭაძის ტოტალურ ძებნასთან ერთად, „ზეტელები“ სხვა კომპლექსურ სამუშაოებსაც ახორციელებდნენ და მათი ჩამოსვლიდან 48 საათის შემდეგ საკმაოდ ბევრი სასარგებლო მასალა ჰქონდათ შეგროვებული, რომელიც მინდია კვაჭაძესთან მიმავალ გზას ამოკლებდა. ყველაფერთან ერთად, „ზეტელები“ ინტენსიურად უთვალთვალებდნენ მაიორ მათე ჯაშს. არა იმიტომ, რომ მასში ეჭვი ეპარებოდათ, არამედ მისი დაცვის მიზნით. გამოცდილმა „ზეტელებმა“ ივარაუდეს, რომ ამ საქმის ძიების გამო მას ლიკვიდაცია ემუქრებოდა და მისი დაცვის გეგმაზე მუშაობდნენ. ამერიკელმა ანალიტიკოსებმა აბების მწარმოებელ-გამსაღებლების სავარაუდო მფარველების სია შეადგინეს და ამ ხალხის „დამუშავებას“ და გამორიცხვის მეთოდით მთავარის გამოვლენას ცდილობდნენ. ყველა ეჭვმიტანილზე ინტენსიური თვალთვალი დაწესდა, რაც მიკროელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით ხორციელდებოდა. ეს მოწყობილობები ეჭვმიტანილთა სამოსზე მაგრდებოდა, მათ უსმენდნენ და გადაადგილებასაც აკონტროლებდნენ. ამ სიაში სახენაიარევი და მისი მძღოლიც მოხვდნენ და როდესაც ბადრიმ შეფს ჯაშის მოშორების შესახებ მოახსენა, „ზეტა“ მათ უკვე უსმენდა. ყველა მოპოვებული ინფორმაცია გორდონ საიდთან იყრიდა თავს, შემდეგ კი მათი ანალიზი და ოპერატიული ღონისძიებების დაგეგმვა ხდებოდა.
ჯეკ სანდერსს მხოლოდ გორდონ საიდთან ჰქონდა კომუნიკაცია და როგორც ეს წესდებით იყო მიღებული, საიდს მოქმედების გეგმა სანდერსთან უნდა შეეთანხმებინა. პირველი ორმოცდარვასაათიანი მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციები რომ გააანალიზა, საიდმა მწუხარე სახით ჩაილაპარაკა, – ძალიან უსიამოვნო ფაქტებია, მაგრამ უკვე აღარაფერი ეშველება და ხვალ ჯეკ სანდერსს გავაცნობო.
***
კვაჭაძემ რომ ტაო-ლის მიერ მოტანილი ელექტრონული ყუთი გახსნა და იქიდან ოთხასგრამიანი, სითხით სავსე ბოთლი ამოიღო, ჩინელს უთხრა:
– დამხმარე მჭირდება. სასურველია, ორი ადამიანი და იქნებ ვინმე სანდო კაცს დაუძახოთ.
– ჩვენს მეტი აქ არავინაა, – მიუგო ტაო-ლიმ.
– მაშინ ჩვენ ორმა უნდა ვიმოქმედოთ. ეს ბოთლი მაგიდაზე დადგით და ასგრამიან კოლბაში ძაბრი ჩადეთ, იცოდეთ ზუსტად ასი გრამი უნდა ჩავასხათ და ამას მე ვიზამ, თქვენ კი ხელი დამიჭირეთ, რომ არ ამიკანკალდეს, თან ზომას ადევნეთ თვალ-ყური.
– მარტოც შევძლებთ, პროფესორო. მე საკმაოდ მტკიცე ხელი და მახვილი თვალი მაქვს, – უთხრა ტაო-ლიმ კვაჭაძეს და სითხე ლაბორატორიულ მაგიდასთან მიიტანა. პროფესორიც მიგორდა ეტლით, გახსნილი ბოთლი ხელში დაიკავა და ჩინელს უთხრა:
– მაინც მე ჩავასხამ. თქვენ კი ხელი დამიკავეთ.
ტაო-ლი პროფესორისკენ დაიხარა, რომ მისი თხოვნა შეესრულებინა, მაგრამ მინდია კვაჭაძემ ბოთლის შიგთავსი სახეში შეასხა და ტაო-ლი მოწყვეტით დაეცა ძირს.
– ეს ერთი, – თქვა მინდია კვაჭაძემ და გაჭირვებით წამოდგა ინვალიდის ეტლიდან. შემდეგ ტაო-ლი საიმედოდ გაკოჭა კაპრონის თოკით და რკინის ძელზე მიაბა. საკმაოდ გაუჭირდა, მაგრამ რის ვაი-ვაგლახით ამოვიდა ბუნკერიდან. შემდეგ ქუჩაში გაიხედა და სიბნელეში ცდილობდა, გაერკვია, სად იმყოფებოდა. ბოლოს ეზოში ჩავიდა, ნელი ნაბიჯით გააღწია ქუჩაში და დაღმართზე დაეშვა. ხუთიოდე წუთი დიდი გაჭირვებით იარა და გზაში მას ტაქსი წამოეწია. პროფესორმა მანქანა გააჩერა და ჩაჯდა. მძღოლს კი უთხრა:
– დიღომში წადი, ამერიკის საელჩოში.
– ოცი ლარი, ბიძა-ჯან, ნაკლებად არ იქნება, – თქვა ტაქსისტმა. კვაჭაძეს გაეცინა და მიუგო.
– კარგი, თანახმა ვარ, ოღონდ ჩქარა წადი.
მძღოლმა მანქანა ადგილს მოსწყვიტა.
პროფესორი მინდია კვაჭაძე რომ ტაქსით შეერთებული შტატების საელჩოს მიადგა, უკვე დილა იყო, „ზეტების“ ჩამოსვლიდან, სულ რაღაც, 60 საათი იყო გასული. გორდონ საიდი ჯეკ სანდერსთან მისასვლელად ემზადებოდა, რომ მისთვის „ზეტას“ მუშაობის პირველი შედეგები ეცნობებინა, რაც ჯეკისთვის მაინცდამაინც კარგი მოსასმენი არ უნდა ყოფილიყო, როდესაც საელჩოს მცველმა სანდერსს კაბინეტში დაურეკა და უთხრა:
– სერ, ტაქსით ერთი შუახნის კაცია მოსული და სასწრაფოდ თქვენთან შეხვედრას ითხოვს. ამბობს, ოცი ლარიც წამოიღოს, მგზავრობის გადასახდელად და სწრაფად მოვიდესო. სერ, არ დაგირეკავდით, მაგრამ მან თქვენი პირადი კოდი დამისახელა და ასეთ შემთხვევაში უფლება არ გვაქვს, რომ არ გაცნობოთ. ასე ამბობს, პროფესორი მინდია კვაჭაძე ვარო...
ბოლო ფრაზის გაგონებაზე სანდერსი შურდულივით გამოფრინდა კაბინეტიდან. თვალის დახამხამებაში გასასვლელთან გაჩნდა და ტაქსიში მჯდომ პროფესორს რომ მოჰკრა თვალი, მხოლოდ მაშინ გაახსენდა ფული, მაგრამ საფულე თან არ ჰქონდა და საელჩოში შემოსულ თავის მდივანს ათდოლარიანი კუპიურა გამოართვა. შემდეგ გარეთ გავარდა. გაოგნებულ ტაქსისტს დაუდო და უთხრა, – ხურდა არ მინდა... შემდეგ პროფესორთან ერთად საელჩოს შენობაში შევიდა. როდესაც კვაჭაძე თავის კაბინეტში შეიყვანა, სავარძელში ჩასვა, თვითონ კი წინ დაუჯდა და მხოლოდ მაშინ უთხრა:
– ახლა კი მითხარით, სად იყავით ამდენ ხანს და აქ როგორ გაჩნდით, პროფესორო?
– ბევრი ლაპარაკის თავი არ მაქვს, ამიტომ მოკლედ გეტყვით და მთავარს, – თქვა კვაჭაძემ და დააყოლა, ვინმე ჩინელ ტაო-ლის ვყავდი გამომწყვდეული ბუნკერ-ლაბორატორიაში, სადაც თქვენი ქვეყნის გასანადგურებელ პროგრამაზე ვმუშაობდი. ჩინელებმა დამარწმუნეს, რომ ჩემი ვაჟი თქვენ მოკალით. მე კი შტატებში გატაცებას მიპირებდით, რომ ანტიჩინურ და საერთოდ, ანტიადამიანურ პროგრამაზე მემუშავა თქვენ სასარგებლოდ. თავიდან ეს ვირწმუნე, შემდეგ რომ დავფიქრდი, ეჭვი შემეპარა და გაქცევა ჩავიფიქრე. ჩინელებს სამუდამო ხეიბარი, ეტლზე მიჯაჭვული ვეგონე. მე კი ნებისყოფის დაძაბვით, თანაც ჩემ მიერვე ლაბორატორიაში შექმნილი წამლებითა და რა თქმა უნდა, ღმერთის დახმარებით, ნაწილობრივ გავიუმჯობესე მდგომარეობა, დავძლიე, თუმცა ამას არ ვამჟღავნებდი. ამ ორიოდე წლის წინ ლაბორატორიაში ეთეროვანი სითხე მივიღე, რომელიც სახეში შესხმისას უმალვე თიშავს ადამიანს და ის ჩემი ნათესავის სარდაფში მოთავსებულ სეიფში მქონდა საიმედოდ დამალული. ჩინელს მოვატყუე, თითქოს ეს სითხე სულ სხვა დანიშნულების იყო, დავაინტერესე და მოვატანინე. გავარკვიე, რომ იმ სახლში ჩვენ მეტი არავინ იყო. მივთიშე, გამოვიქეცი და ახლა აქ ვარ. აი, სულ ესაა და ახლა ჩემი ვაჟის საფლავზე წამიყვანეთ, თუ რა თქმა უნდა, მისი ადგილმდებარეობა იცით.
– თქვენი ვაჟის საფლავის ადგილმდებარეობა ნამდვილად არ ვიცი, თუმცა შემიძლია, ის ცოცხალი და საღსალამათი განახვოთ. თქვენი ბიჭი კარგადაა და ჩვენ გვყავს გადამალული, – თქვა სანდერსმა.
ამ სიტყვებმა მოძრაობაშეზღუდულ პროფესორს ფრთები შეასხა, სავარძლიდან წამოხტა და ჯეკ სანდერსს გადაეხვია. ოცი წუთის შემდეგ კი ბიუროს ერთ-ერთ თბილისელ თანამშრომელს პროფესორი კონსპირაციულ ბინაში მიჰყავდა შვილთან შესახვედრად.
***
კვაჭაძე რომ წავიდა, სანდერსს გორდონ საიდი ესტუმრა, უხალისოდ დაუდო „ზეტას“ მოკვლევის საიდუმლო მოხსენება. თავად კი სავარძელში ჩაჯდა და ჯეკ სანდერსს დაძაბული მისჩერებოდა, რომელიც თვალებგაფართოებული ეცნობოდა საიდუმლო მოხსენებას.
კითხვა რომ დაასრულა, ფაილი მაგიდაზე დადო და საიდს უთხრა:
– ალბათ იცი, რომ ჩინელების მფარველი სახენაიარევი მინისტრის მოადგილე ჩემი მძახალია. ჩემი გადაცვლილი რძლის მამა – ვანო ჩიხლაძე.
– კი. ვიცი და სიმართლე გითხრა, არ მინდოდა შენთან ეს უსიამოვნო ამბავი მომეტანა, – თქვა საიდმა.
– კარგი. ჩემს მძახალს მე მივხედავ. დანარჩენებთან დაკავშირებით რა ხდება? – იკითხა სანდერსმა.
– ყველაფერი მზადაა. სნაიპერსა და მძღოლს ჯაშის დაბადების დღეზე აიყვანენ სპეციალური ჯგუფები, აი, პროფესორი კი სასწრაფოდ მოსაძებნია რამდენიმე მისამართზე.
– კვაჭაძე თავად მოვიდა. ჩინელებს გამოექცა. ახლა კი შვილთან შესახვედრად მიემართება, – თქვა სანდერსმა და შვილის ხსენებაზე თვალები აუცრემლდა...
გორდონ საიდი რომ გაისტუმრა, სანდერსმა ჯერ ცრემლები შეიმშრალა და ოთახში გაიარ-გამოიარა. ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. დამშვიდდა და სპეცკავშირის საიმედოდ დაცული ტელეფონიდან უწყების დირექტორს დაურეკა.
– გისმენთ, – უპასუხა დირექტორმა.
– სანდერსი ვარ, სერ.
– გისმენთ, – გაიმეორა დირექტორმა.
– პროფესორი კვაჭაძე გამოჩნდა, სერ და ყველაფერი რიგზეა.
– კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– იმას, სერ, რომ პროფესორის ნამუშევრები მტერს ხელში არ ჩავარდნია და ისინი ჩვენთანაა. მეტიც, სწორედ მათ საიდუმლო ლაბორატორიაში გააკეთა პროფესორმა მნიშვნელოვანი აღმოჩენები და ანტიამერიკული პროგრამის ყველა ჩანაწერი მოიტანა. ასე რომ, ამ პროგრამაზე მუშაობა უკვე ჩვენს ლაბორატორიაში უნდა გაგრძელდეს და ეს იქნება არა ანტიამერიკული, არამედ ჩვენი მტრების საწინააღმდეგო. მტრების ვინაობას კი შეგნებულად არ ვასახელებ, – თქვა სანდერსმა, რომელიც ამერიკის მტრებში ჩინეთსა და რუსეთს გულისხმობდა და ეს დირექტორმა კარგად იცოდა. ამიტომ ჩაეცინა და სანდერსს უთხრა:
– ჩვენი კავშირის დაცულობის საიმედოობაში გეპარებათ ეჭვი და მტრების ვინაობას ამიტომ არ ასახელებთ?
– არა, სერ, რას ბრძანებთ. ასე რომ მეგონოს, მე არც დანარჩენს გეტყოდით. უბრალოდ, წლების განმავლობაში ჩამომიყალიბდა ჩვევა, რომ მტრების ვინაობა პირდაპირ არ ვახსენო ხოლმე.
– რატომ? – გულწრფელად გაუკვირდა დირექტორს.
– იმიტომ, სერ, რომ მუდმივი მტრები და მეგობრები არ არსებობენ და სიტუაცია ზოგჯერ კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება.
დირექტორს კვლავ ჩაეცინა და სანდერსს უთხრა:
– თქვენი ლოგიკით, არც საქართველოა ჩვენი მუდმივი მეგობარი.
სანდერსმა პაუზის შემდეგ უპასუხა:
– საქართველო ერთადერთი სასიამოვნო გამონაკლისია და ის ნამდვილად ჩვენი მუდმივი პარტნიორი და მეგობარია და ასეთად დარჩება ყოველთვის.
– მეც ასე ვფიქრობ, – დაუდასტურა სანდერსს დირექტორმა.
– სერ, ახლა კი მთავარი თხოვნა მაქვს.
– გისმენთ.
– სერ, იქნებ ახლავე, პირადად თქვენ დაიჭიროთ თადარიგი, რომ მამა-შვილ კვაჭაძეებს შესაფარისი საცხოვრებელი და რა თქმა უნდა, სამუშაო ლაბორატორია დაახვედრონ. მართალია, ყველაფერს ვაკონტროლებთ, მაგრამ მათი აქ დარჩენა მიზანშეუწონელია და ჩინელები მალევე დაიწყებენ მოქმედებას. ვფიქრობ, რომ უახლოესი მეზობლებიც.
– რუსები? – იკითხა დირექტორმა.
– დიახ, – მიუგო სანდერსმა და დაამატა, – ამიტომ ორივეს უახლოესი თორმეტი საათის განმავლობაში სპეცრეისით გამოვამგზავრებ.
– ყველაფერი რიგზე იქნება. გამოუშვი! კვაჭაძეებს მოუთმენლად ველოდები, – უთხრა სანდერსს დირექტორმა.
***
„ზეტელებმა“ მძღოლი და სნაიპერი ოსტატურად გაკოჭეს და დასაკითხად წაიყვანე.ს ერთი საათით ადრე კი ვანო ჩიხლაძემ თავის კაბინეტში შუბლი გაიხვრიტა და ხმა დაირხა: „რკინის კაცმა“ შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ უბედურებას ვერ გაუძლო და თავი მოიკლაო.
დასასრული