კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ დავიცვათ ტუჩის, ხელისა და სახის კანი ზაფხულის ცხელ დღეებში

ნინო კანდელაკი ანი რევია

  სიცხე, ბევრ კარგ მოვლენასთან ერთად, გარკვეულ დისკომფორტსაც ქმნის, კერძოდ, სახის კანი სიცხეში იცვლება, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ფორები ფართოვდება და ის ადვილად ბინძურდება. ამიტომ, ცხელ დღეებში დილა-საღამოს და ძილის წინ სახე საპნითა და ცივი წლით უნდა დაიბანოთ. თუ მშრალი კანი გაქვთ, აფთიაქში C ვიტამინის ამპულა შეიძინეთ, საღამოს საპნით ჩამობანის შემდეგ, სუფთა სახეზე გადაისვით და დილამდე დაიტოვეთ.
  ზოგადად, თუ გსურთ კანის პრობლემები არ შეიქმნათ, ზაფხულის მწველი მზისა და მაღალი ტემპერატურის ფონზე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
* მოერიდეთ დიდხანს მზეზე ყოფნას, რადგან  მზის ქვეშ გადაჭარბებულმა ყოფნამ, შეიძლება  კანის დაბერებას, დანაოჭებასა და სიმსივნის გაჩენასაც კი შეუწყოს ხელი;
* დალიეთ ბევრი წყალი, რადგან, ეს არა მხოლოდ კანისთვის, არამედ ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა;
* თუ დღის განმავლობაში გარეთ გიწევთ ყოფნა, აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება SPF 15;
  ზაფხულში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ტუჩის კანსაც. ამისთვის კი შეგიძლიათ, სპეციალური სკრაბები გამოიყენოთ, რომლის დამზადებაც თავად შეგიძლიათ:
* მარწყვის სკრაბი – გააკეთეთ თანაბარი რაოდენობის შაქრის, ზეითუნის ზეთისა და თაფლის მიქსი, აურიეთ ერთმანეთში ფაფისებრი მასის მიღებამდე. ბოლოს კი, დაუმატეთ დაჭყლეტილი მარწყვი. ეს სკრაბი, იდეალურია ტუჩის კანის სიგლუვის შესანარჩუნებლად;
* თაფლის სკრაბი – თანაბარი რაოდენობით შაქარი, თაფლი და ნუშის ზეთი შეურიეთ ერთმანეთს და ამ ნაზავით ფრთხილად დაიმუშავეთ ტუჩები;
* ყავის სკრაბი – აცოცხლებს ტუჩებს და აძლევს არაჩვეულებრივ შეფერილობას. ამ სკრაბის მომზადება ძალიან მარტივია: 1 სუფრის კოვზი მსხვილად დაფქული ყავა და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი შეურიეთ ერთმანეთში და ნაზად გაიწმინდეთ ტუჩები. გაიჩერეთ 5 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით და წაისვით ზეითუნის ზეთი;
* ლიმონის სკრაბი – ლიმონი ვიტამინებს შეიცავს, ხოლო თაფლი – ანტიოქსიდანტებს. 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი შაქარი და 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიღებული მასა დაიდეთ ტუჩებზე. რამდენიმე წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  ზაფხულის მწველი მზის ფონზე ხელების კანიც დაუცველია, ზედმეტად შრება და იქერცლება. ამიტომ აუცილებელია, ყოველდღიურად წაისვათ სპეციალური ხელის კანის დამატენიანებელი კრემი. განსაკუთრებით, ყოველი ხელის დაბანის შემდეგ. ხელის დასაბანად გამოიყენეთ გლიცერინის შემცველი საპონი ან სითხე. მკვებავ კრემს კვირაში ერთხელ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და ხელზე თხელ ფენად წაისვით. ყოველ მეორე დღეს კი კარგია შემდეგი ნაზავი: ერთმანეთს შეურიეთ გლიცერინი, ლიმონის წვენი და რამდენიმე წვეთი ვარდის წყალი და ნაზი მასაჟით შეიზილეთ ხელის კანზე. ეს დაგეხმარებათ, ხავერდოვნად რბილი ხელის კანი ზაფხულის სიცხეებშიც შეინარჩუნოთ.
скачать dle 11.3