კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ახალი კაბა გვამისთვის

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

აგათა კრისტი

  მის ოლიტმა კოტეჯის კარზე ხის ჩაქუჩით დელიკატურად დააკაკუნა. იღლიის ქვეშ ამოდებულ ფუთაში მოსაზომებლად გამზადებული მისის სპენლოუს ახალი კაბა იდო, ხოლო მის მარცხენა ხელზე ჩამოკიდებულ შავ ჩანთაში – ქინძისთავები, სამკერვალო სანტიმეტრი და დიდი მაკრატელი. კიდევ ერთხელ დაკაკუნებას აპირებდა, როდესაც გზაზე მომავალი მის ჰარტნელი გამოჩნდა, რომელმაც  შორიდანვე გამოსძახა:
– შაუდღე მშვიდობისა, მის ოლიტ!
– სალამი, მის ჰარტნელ, – საჩქაროდ გამოეპასუხა მკერავი, – ხომ არ იცით, მისის სპენლოუ სახლშია? ოთხის ნახევარზე დამიბარა. ახალი კაბა უნდა მოერგო.
მის ჰარტნელმა მხრები აიჩეჩა.
– მოდი, ფანჯარაში შევიხედავ. დაიხოცნენ თუ რა არის?
ქალმა  ფეხის წვერებზე აიწია და ფანჯარაში შეიხედა. ოთახში, ხალიჩაზე უსიცოცხლო მისის სპენლოუ ეგდო.  
ამ დროს  მისტერ სპენლოუ გამოჩნდა. ძალიან მშვიდი ჩანდა. არც კი გაჰკვირვებია. იფიქრებდი, ყოველდღე ცოლს უკლავენო.
მისტერ სპენლოუს საქციელი ყველას საეჭვოდ მოეჩვენა.  პირველი ვინმე მის მარპლი დაჰკითხეს, რომელიც მღვდლის სახლის გვერდით ცხოვრობდა.
– ვიცი მხოლოდ ის, რაც თევზის გამყიდველმა მითხრა, – თქვა მის მარპლმა, – რომ გვამი იატაკზე ეგდო, სავარაუდოდ, წვრილი თოკით ან ქამრით გაგუდული.  უკაცრავად და თქვენ რა, ქინძისთავი გიკეთიათ?
კონსტებლმა მკერდზე დაიხედა და  გაიღიმა.  
– წესია ასეთი. თუ ქინძისთავს იპოვი, აუცილებლად უნდა აიღო და მთელი დღე წარმატებული გექნება. საქმეს დავუბრუნდეთ: გარდაცვლილის ქმარი, მისტერ არტურ სპენლოუ ამტკიცებს, რომ თქვენ მას 14 საათსა და ოცდაათ წუთზე დაურეკეთ და 15 საათსა და თხუთმეტ წუთზე შეხვედრაზე შეთანხმდით. მართალია?
– რა თქმა უნდა, არა, – უპასუხა მის მარპლმა.
– ანუ, თქვენ არ დაგირეკავთ მისტერ სპენლოუსთვის ორის ნახევარზე?
– არც ორის ნახევარზე და არც სხვა დროს.
– იგი ამტკიცებს, რომ დათქმულ დროზე თქვენთან მოვიდა და მოახლისგან გაიგო, რომ სახლში არ იყავით.
– ეს უკვე სიმართლეა, – თქვა მის მარპლმა, – ის მართლაც იყო მოსული, მე კი ამ დროს ქალთა კლუბის სხდომაზე ვიყავი.
ზოგადად, მის მარპლს მისტერ სპენლოუ მოსწონდა. იგი მშვიდი, თავშეკავებული კაცი იყო.
  „როდესაც პატარა ვიყავი, – გაენდო ერთხელ მას მისტერ სპენლოუ, – ძალიან მინდოდა სოფელში ცხოვრება და პატარა ბაღის გაშენება. ყოველთვის მიყვარდა ყვავილები. ჩემს ცოლს ადრე ყვავილების მაღაზია ჰქონდა. პირველად სწორედ იქ ვნახე.“
ახალგაზრდობაში მისის სპენლოუ ერთ მდიდართან მსახურობდა. შემდეგ მებაღის დამხმარეზე გათხოვდა და ლონდონში ყვავილების მაღაზია გახსნა. მაღაზიაში საქმე კარგად წავიდა, რასაც მის ქმარზე ვერ იტყოდი. იგი მალე ავად გახდა და გარდაიცვალა. ქალმა მალე ქონება გაიორმაგა. შემდეგ საკმაოდ სარფიანად გაყიდა მაღაზია და ცოლად მისტერ სპენლოუს გაჰყვა. მათ ყველაფერი გაყიდეს და სენტ-მერი-მიდში დასახლდნენ. ყვავილებით ნაშოვნ ფულს კარგი მოგება მოჰქონდა.
პოლიციისთვის მთავარი ეჭვმიტანილი მისტერ სპენლოუ იყო.
– ეს ქმარმა გააკეთა, – ამტკიცებდა ინსპექტორი სლეკი, – დარდი და წუხილიც კი არ ეტყობა. როდესაც სახლში დაბრუნდა, ზუსტად იცოდა, რომ ცოლი მკვდარი დახვდებოდა. ცოლის ფინანსებით ცხოვრობდა. ალბათ,  გადაწყვიტა ქალი მოეშორებინა და წყნარად ეცხოვრა. ყველაფერი მან დაგეგმა.
– იმ ვარიანტს არ უშვებთ, რომ მკვლელი სხვაა და ქმარი, უბრალოდ, ვიღაცამ სახლიდან გაიტყუა? – დაეჭვდა პოლკოვნიკი.  
– თქვენ ტედი ჯერალდს გულისხმობთ? ეს შესაძლებლობა მეც განვიხილე, მაგრამ მას მოტივი არ აქვს, სუფთაა. კიდევ რაღაცები გავარკვიე. გარდაცვლილი ახლგაზრდობაში სერ რობერტ აბერკომბისთან მსახურობდა. მასზე ძვირფასეულობის მოპარვის გაუხსნელი საქმე ირიცხება. უზარმაზარი თანხის ზურმუხტები გაქრა. ქურდობა მაშინ მოხდა, როდესაც  მისის სპენლოუ ჯერ კიდევ მასთან მსახურობდა. მაშინ სრულიად ახალგაზრდა გოგო იყო. ასე რომ, გამორიცხული არაა, ამ საქმეში იყოს გარეული. მისტერ სპენლოუ იმ პერიოდში იუველირი იყო და შეეძლო, ნაქურდალი გაესაღებინა.
– არ მგონია, – პოლკოვნიკმა თავი გააქნია, – ეჭვი მეპარება, რომ მაშინ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. მახსოვს ეს საქმე. ვერაფერი დაამტკიცეს, მაგრამ სავარაუდოდ, ძვირფასეულობა ჯიმ აბერკომბიმ, სერ რობერტის შვილმა მოიპარა. იგი ყელამდე ვალებში იყო ჩაფლული და ქურდობიდან ცოტა ხანში ყველა ვალი გაისტუმრა. თქვა, რომ მის მაგივრად, მისმა  მდიდარმა საყვარელმა გადაიხადა. ბუნებრივია, მისი არავინ დაიჯერა, მაგრამ მოხუცმა აბერკომბიმ საქმე ჩაფარცხა.
  სოფელი ორად გაიყო: ნაწილი ფიქრობდა, რომ მკვლელი მისტერ სპენლოუ იყო, მეორე ნაწილი კი მკვლელობას ახალგაზრდა ტედ ჯერალდს აბრალებდა. მასზე ბევრ რამეს ყვებოდნენ.  იგი ბოლო დროს ხშირად სტუმრობდა მისის სპენლოუს. ორივენი ერთ რელიგიურ დაჯგუფებას ეკუთვნოდნენ. ხალხი ფიქრობდა, რომ ახალგაზრდა კაცმა ქალს ვნებები გაუღვიძა და მოხიბლულმა მის სპენლოუმ ფული ასესხა, მაგრამ ...
***
  გარდაცვლილს უცნაურად ეცვა. ის დილის  ხალათში იყო გამოწყობილი, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ვიღაცებს  რაღაცები ეფიქრათ.
– მგონი, ხალხი ფიქრობს, რომ საკუთარი ცოლი მოვკალი, – შესჩივლა მის მარპლს მისტერ სპენლოუმ.
– კი, ნახევარი სენტ-მერი-მიდი, – მშვიდად უპასუხა მის მარპლმა.
– ღმერთო ჩემო, ეს თავში როგორ მოუვიდათ? მე ის გულწრფელად მიყვარდა. დამიჯერეთ, ძალიან განვიცდი ცოლის დაღუპვას.
პოლიციის უფროსისთვის მის მარპლის ვიზიტი სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.
– მაპატიეთ პოლკოვნიკო, რომ გაწუხებთ, – ზღურბლიდან დაიწყო მის მარპლმა, – არ მინდა, რომ ჩემს გამო კონსტებლ პოლკს უსიამოვნებები შეხვდეს, მაგრამ მას ეს არ უნდა გაეკეთებინა.
– რა არ უნდა გაეკეთებინა? – გაოცებულმა იკითხა პოლკოვნიკმა მელჩეტმა.
– მან დაკარგული ქინძისთავი აიღო და მუნდირში გაიკეთა. ჰოდა, ვიფიქრე, იქნებ მისის სპენლოუს სახლში აიღო?
 – გასაგებია, – ამოისუნთქა პოლკოვნიკმა მელჩეტმა, – მის მარპლ,  ჩვეულებრივი ქინძისთავია და ის  გვამის გვერდით იპოვა. გუშინ ინსპექტორ სლეკს ამის შესახებ თავად მოუყვა. მესმის, რომ დანაშაულის ადგილზე ხელი არაფერს უნდა ახლო, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ უბრალო ქინძისთავია, როგორიც ყველა ქალს ათეულობით აქვს.
– მე, რა თქმა უნდა, მესმის, რომ მამაკაცისთვის ის ჩვეულებრივი ქინძისთავია, მაგრამ სინამდვილეში მთლად ასე არაა. ის ძალიან წვრილია, სპეციფიკურია. ასეთ ქინძისთავებს ძირითადად მკერავები იყენებენ.
პოლკოვნიკი მელჩეტი მის მარპლს თვალებგაფართოებული შესცქეროდა. ის უკვე რაღაცას მიხვდა... ქალმა თავი დაუქნია.
– ყველაფერი გასაგები ხდება, არა? ქალი ხალათში იმიტომ იყო, რომ კაბის მორგებას აპირებდა. მის ოლიტმა, როდესაც ზომას უღებდა, სანტიმეტრი ყელზე შემოახვია და გაგუდა. შემდეგ გამოვიდა, კარი დაკეტა და კაკუნი დაიწყო, თითქოს ახალი მოსული იყო. მხოლოდ, ქინძისთავი ადასტურებს, რომ იგი სახლში მანამდე  იყო  ნამყოფი.
– მოტივი? კი, მაგრამ  რატომ? რაში სჭირდებოდა  მისი მოკვლა?
– მოტივი არის. ის წარსულში უნდა ვეძებოთ. რამდენადაც ვხვდები, ისინი ორივენი იმ საქმეში იყვნენ გარეული.
– რომელ საქმეში?
– ძვირფასეულობის ქურდობის. გამიგონია, ძალიან ძვირფასი ზურმუხტები იყო. მოახლე და მოსამსახურე... არავის გასჩენია კითხვა, საიდან გაუჩნდა მისის სპენლოუს ყვავილების მაღაზიის გასახსნელი ფული. არადა, მან ეს მაღაზია სწორედ მოპარული ზურმუხტების საკუთარი წილის გაყიდვით გახსნა. შემდეგ ყველაფერი ბრწყინვალედ აეწყო, ფულს ფული მოჰქონდა... აი, მეორეს, მოახლეს კი იმდენად არ გაუმართლა, რომ სოფლის მკერავად მუშაობდა. მერე  ბედმა ისინი ისევ შეახვედრა. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნებოდა, ტედ ჯერალდი რომ არ გამოჩენიულიყო. მისის სპენლოუ ძალიან რელიგიური გახდა. მას ისედაც აწუხებდა სინდისი, ხოლო, სუფთა და ღვთისმოსავი ახალგაზრდის გამოჩენის შემდეგ, როგორც მას ეჩვენებოდა, ეს გრძნობა კიდევ უფრო გაუმძაფრდა. მოკლედ, ძალიან მალე მის ოლიტი მიხვდა, რომ საქმე მონანიებისკენ და აღიარებისკენ მიდიოდა, რაც ორივეს თავს ციხეში ამოაყოფინებდა. გადაწყვიტა, რომ უნდა ემოქმედა. ვშიშობ, ოლეტი სულაც არ იდარდებს, თუ მის მაგივრად გულუბრყვილო მისტერ სპენლოუს ჩამოახრჩობენ.
პოლკოვნიკმა მელჩეტმა დაფიქრებით ჩაილაპარაკა:
– ჰო, მაგრამ, რაღაცნაირად ხომ უნდა გადავამოწმოთ თქვენი ვერსია? გავარკვიოთ არის თუ არა მართლაც მის ოლიტი ლედი აბერკომბის ყოფილი მოახლე?
– ყველაფერი გაცილებით მარტივია, – ხელი აიქნია მის მარპლმა, – ჯერ ერთი, როგორც მე მგონია,  იგი ისეთი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც მაშინვე ნებდებიან, როგორც კი კუთხეში მიიმწყვდევ.  მეორეც, მე წინა დღეს მასთან ვიყავი და სანტიმეტრი ხელს გამოვაყოლე. როდესაც მის ოლიტი გაიგებს, რომ ის თქვენ გაქვთ, მაშინვე ყველაფერს აღიარებს. არც ისეთი განათლებულია, მიხვდეს,  რომ ეს ნივთი, როგორც მტკიცებულება არაფერში გამოდგება. დამიჯერეთ, ყველაფერი გამოგივათ.
ბოლოს პოლკოვნიკ მელჩეტს ასეთი ტონით დეიდა ელაპარაკა, როდესაც არწმუნებდა, რომ მისაღებ გამოცდებზე არ ჩაიჭრებოდა. იგი მართლაც არ ჩაჭრილა. მკერავმა ყველაფერი აღიარა.


скачать dle 11.3