№33 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1978 წლის 22 დეკემბერს, დღის 11 საათზე. მინდა ვიცოდე, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?
პასუხი: თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული და თქვენი კოსმიური მისიაა ისეთი თვისებების შერწყმა, როგორებიცაა: აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოვლენა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა, უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა, უნდა იყოთ მშვიდობის მტრედი და სადაც შეხვალთ, სახლი იქნება ეს თუ სამსახური, სიმშვიდე, ჰარმონია, სილამაზე და იდილია შეიტანოთ და არა დეპრესია ან აგრესია. ეს თქვენი გამარჯვების ფაქტორია. აუცილებლად უნდა დაეყრდნოთ კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას, სამართლიანობას, დიპლომატიას. უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია არ არის, თუმცა, არც ცუდია, ზოგადად, საშუალოა. ქვეყნებიდან კი თქვენთვის მისაღებია: იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, სან-მარინო, ტიბეტი, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია. ეს ქვეყნები წამოწიეთ წინა პლანზე.
კითხვა: დავიბადე 1976 წლის 7 ივლისს, დღის საათებში. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია უკავშირდება იმას, რომ დაეყრდნოთ საკუთარ ხასიათში დადებითი თვისებების გამოვლენას. იყავით უფრო მეტად ორგანიზებული, მიზანსწრაფული, შეუპოვარი, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, ფრთხილი და წინდახედული. ასევე, აუცილებლად უნდა იყოთ ერთგული და ირგვლივაც ასეთი ერთგული ადამიანები შემოიკრიბოთ. გახადეთ თქვენი ცხოვრება უფრო სტაბილური. დაეყრდენით ინტუიციას. ისწავლეთ საიდუმლოს შენახვა. ადამიანებთან ურთიერთობისას გამოიყენეთ დიპლომატია. ამ ყველაფრის გათვალისწინება წარმატებებს მოგიტანთ. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მეტად მისაღები და წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, სასტუმროების ბიზნესი, შემოქმედება, საქველმოქმედო საქმიანობა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სამოდელო სფერო, უძრავი ქონების ბიზნესი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმე, დეკორატიული მებაღეობა, მშენებლობა. ყველა ამ სფეროში წარმატების შანსი საკმაოდ მაღალი გაქვთ.
კითხვა: დავიბადე 1984 წლის 5 სექტემბერს. რომელი ასტროლოგიური ქვის ტარება მომიტანს წარმატებას როგორც პირად, ისე კარიერულ ცხოვრებაში?
პასუხი: თქვენთვის ასტროლოგიური ქვებიდან წარმატების მომტანია: მწვანე ან ყვითელი იასპი, ოპალი, ტოპაზი, აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი.
კითხვა: დავიბადე 1971 წლის 10 ნოემბერს, დღის საათებში. რომელი ქვებია ჩემთვის მისაღები?
პასუხი: სასურველია ატაროთ შემდეგი ქვები: ოპალი, ზურმუხტი, ოქროსფერი ტოპაზი, მარჯანი, მარგალიტი, ამეთვისტო, ალექსანდრიტი და ფირუზი.