კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 არის თუ არა მართლმადიდებლობა აკრძალვების რელიგია და აქვს თუ არა სასულიერო პირს მრევლის დასჯის უფლება

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  რატომ ვიკრიბებით ტაძარში? რომ ვილოცოთ? სახლში არ შეიძლება ლოცვა? რომ ვეზიაროთ? სახლში არ შეიძლება ზიარება? ტაძარში მეოთხე საუკუნიდან იკრიბებიან ქრისტიანები, რომლებიც მანამდე კატაკომბებში იკრიბებოდნენ შეშინებულები და დაღონებულები, რომ ვინმეს არ მოეკლა. იმიტომ ვიკრიბებით ეკლესიაში, რომ წირვა-ლოცვით, აღსარებით, სინანულით, ზიარებით მივიღოთ ნუგეშინისცემა. ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– სახლში საკმარისი ნუგეში  არ არის, რადგან იქ ჩვენზე სუსტი ადამიანები ცხოვრობენ. ხან ცოლია დასამშვიდებელი, ხან ქმარი, ხან – ორივე ერთად. იშვიათია ოჯახი, რომ ქმარი დაბრკოლდეს, ცოლმა დაამშვიდოს ან ცოლი დაბრკოლდეს და ქმარმა დაამშვიდოს. ამიტომ უნდა წამოხვიდე ეკლესიაში, რომ წირვის, ქადაგების მერე, ნუგეში მიიღო. თუ ილოცე, აღსარება თქვი, ეზიარე და შენში ნუგეში არ შემოსულა, ესე იგი, შენ არ გილოცია, აღსარება არ გითქვამს და არც ზიარებულხარ. რადგან შენ ზიარების დროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარები, სულიწმიდის მადლი მოვიდა შენზე და ამ დროს იმაზე ფიქრობ: ხვალ ვინ იქნება პრეზიდენტი, მმართველი პარტია, რა იქნება, როგორ იქნება... ასეთ ფიქრებში ვართ მთელი ცხოვრების განმავლობაში. პავლე მოციქული ამბობს: 5 სიტყვა თქვი გონებით და გააზრებით, ვიდრე 5 ათასი და – უაზროდ. ყოველ წირვაზე იმაზე კი არ უნდა იფიქროთ, ხატიდან მირონი მოდის, ხატს მივაბრძანებ და სახლი გაიყიდება ან ჩემს ქმარს ხელფასი მოემატებაო. ეს არ იფიქროთ. ჯერ სულიერზე, სასუფეველზე იფიქრეთ და დანარჩენს თვითონ იესო ქრისტე მოგცემთ, რადგან მან იცის, რომ ეს ყველაფერი გჭირდებათ.
– დღეს საკმაოდ რთულ, განსაცდელებითა და პრობლემებით სავსე პერიოდში გვიწევს ცხოვრება. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ქრისტიანი?
– მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნუ გაბოროტდებით და ნუ განიკითხავთ. მთავარია, ნუგეში ეძებოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ დროებით, რამდენიმე ხნით არის გადაცემული სამყარო არაწმიდა სულისთვის. ოღონდ მას ღმერთმა კი არ გადასცა, არამედ ჩვენ გადავეცით. მან, უბრალოდ, დაუშვა, რომ დროებით ყოფილიყო მის ხელში. სამაგიეროდ, ჩვენ გადმოგვცა სულიწმიდა, სისხლი და ხორცი თავისი, ცხონება, ცოდვები კი გვაპატია. ნუ შეგეშინდებათ, რადგან შეიძლება, უფრო გაუსაძლისი ცხოვრება მოვიდეს, მაგრამ თუ გამოვსწორდებით ჩვენი მომავალი ცხოვრებაც გამოსწორდება. ყოველი დღე დაიწყეთ ლოცვით, ეძიეთ ნუგეში და ის აუცილებლად მოვა. როგორია მართლმადიდებლური სწავლება: უნდა ვაღიარო, რომ იესო ქრისტე ჩემი მხსნელია, მე უნდა ვემსახურო მას, მაგრამ მე მჭირდება სულიწმიდის მადლი, უფლის დახმარება. ჩვენ გაგვათავისუფლა ქრისტემ და ნუ ვიქნებით მრავალი ცრუ სწავლების მონები. წმიდა მამები გვეუბნებიან: გაფრთხილდით, რადგან ბოროტი გესხმით თავს. ნუ შეგეშინდებათ, რადგან ბოროტებაა მთავარი, რომელიც ადამიანების დახმარებით მოქმედებს, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ჰაერში გამეფებულ არაწმიდა სულთან. მეორე‚ რაც ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, ეს არის: აღიარე, რომ ეს განსაცდელი შენი ცოდვების გამო გეწვია. ანუ, ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე შენი ცოდვების გამო მივიდა. ყველაფერი ჩვენი ცოდვებიდან, არასწორი არჩევნიდან, იდეოლოგიიდან მომდინარეობს. ერთეული ადამიანები ვაქციეთ ღმერთად. მაგრამ, ამ დროს ქრისტიანი შიშმა არ უნდა მოიცვას. არაფრის არ უნდა შეეშინდეს. როცა ღმერთი შენთანაა, რას გიზამს კაცი? ადამიანი მოვა ეკლესიაში და, როგორც კი გავა ორი თვე, ის მაშინვე იწყებს ქადაგებას. თუმცა შეიძლება, მოძღვარზე კარგი განათლება ჰქონდეს მრევლს, კარგი აზრი თქვას. ამიტომ, ხანდახან მღვდელმაც უნდა მოუსმინოს მას, რადგან ხშირად, სულიწმიდაც საუბრობს მრევლისა და ადამიანებისგან. ერთმანეთის აზრები უნდა გავიზიაროთ და გადავამოწმოთ საეკლესიო სწავლებით, სწორია თუ არა ჩვენი აზრი და გრძნობა. ადამიანს ყველაზე ხშირად ეშლება ღმერთთან და მოყვასთან. როცა გეშლება ღმერთთან, ავტომატურად გეშლება მოყვასთანაც.
– მამაო, შეიძლება რომ ჩვენმა ეკლესიაში სიარულმაც კი მიიღოს ფარისევლური სახე და გავხდეთ ცრუ სწავლებისა და ვითომ სწორი ცხოვრების მონები?
– დღეს ბევრი ადამიანი იმდენად არის ცბიერებაში, ისე ცბიერად მოღვაწეობს სულიერებაში, რომ ვერც ხვდება, მისი ეკლესიაში სიარული არაა ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ეშმაკმა ცბიერება შეიტანა ადამიანთა აზროვნებაში და უნდა, რომ ღმერთი დაუნდობელ არსებად წარმოუდგინოს. როგორც დღეს ჰგონიათ, ეკლესიაში რომ მივა, მღვდელი დასჯის მას, მკაცრია, საშინელია. დღესაც ხშირად კითხულობენ: ეკლესიაში რომ მოვიდეს, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, აბა, რა შეიძლება? ჩვენ ყველაფერი უკუღმა გვესმის და გვგონია, რომ ეკლესიაში ყველაფერი იკრძალება. ღმერთი ყველაფერს გვაძლევს: ღვთაებრივი სული მოგვცა, მადლით უკვდავება, სიყვარული, ოჯახი, ქვეყანა და ამ დროს, მას არ ვემსახურებით. ეშმაკი კი არაფერს გვაძლევს, რადგან, არაფერი გააჩნია. ის სხვა არსებებით არსებობს და მას დაუღალავად ემსახურება თითქმის მთელი მსოფლიო. ადამიანი, რომელიც ცბიერია, ატყუებს საკუთარ თავს და ღმერთს. თუმცა ამით მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებს. აღასარებაშიც ყვებიან ხოლმე, რომ გარშემო ყველა ცუდია, ყველა რაღაცას აშავებს, მხოლოდ ის არის მართალი. თუ ჩვენ, სასულიერო პირები, არ ვიქნებით გულწრფელები, თავს არ დავანებებთ ცბიერებას, მაშინ ადამიანებსაც ვერ მოვთხოვთ ამას. დღეს ბევრი მოძღვარი სხვებს ეუბნება: მკაცრად იმარხულეთ, დაიცავით მცნებები, იკითხეთ დაუჯდომლები და თვითონ არაფერს აკეთებენ. მრევლი ხვდება, რომ მისი მოძღვარი ცრუ და მატყუარაა, ბრკოლდება და მიდის ეკლესიიდან, რაც ძალიან ცუდია. დღეს ბევრმა მოძღვარმა თავისი ბრძნობით, უმეცრებითა და ცრუ გამოცდილებით, შესაძლოა,  მცდარ სწავლებაში შეგიყვანოთ. თუმცა, ეს შეიძლება, სულაც არ იყოს შეგნებულად გაკეთებული. ამიტომაც არის, რომ ხშირად ამბობენ:  ჩემმა მოძღვარმა მითხრა, შაბათს მარხვა უნდა შეინახოო და ასე შემდეგ. პირდაპირ გეუბნებით: შაბათის მარხვა არ არსებობს – ეს წერია მოციქულთა კანონებში – 64-ე კანონში. ვინც შეინახავს შაბათის მარხვას, თუ მღვდელია, განიკვეთოს – ამას მოციქულები ამბობენ; თუ ერისკაცია, დაისაჯოს უზიარებლობით. ასეთი მოძღვრებისგან გაიქეცით და უთხარით: ნუ კი მეჩხუბები, მამაო, წაიკითხე მოციქულთა კანონები. ამიტომაც, ყველაფერი უნდა იცოდეთ და ვერცერთი მოძღვარი ვერ შეგიყვანთ ცდომილებაში.

скачать dle 11.3