კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ გავაღიმოთ ქალი

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  არსებობენ მამაკაცები, რომელთაც აქვთ უნარი, ქალის გული  პირველივე შეხვედრაზე მოინადირონ. ისინი არც შეხედულებით გამოირჩევიან, არც თანამდებობით, მაგრამ კარგად იციან, როგორ გააღიმონ ქალი.
  მცირე რჩევები მამაკაცებს, რომლებმაც ეს ხელოვნება ჯერაც ვერ „შეიმეცნეს“:
* უთხარით  ქალს, რომ ყველაზე ლამაზია;
* შეეხეთ ხელზე ხელით, როგორც კი  ამის საშუალება მოგეცემათ;
* როცა ქალი გაბრაზებულია, უთხარით, რომ ის ბევრს ნიშნავს  თქვენთვის;
*  მის გარეგნობაში მომხდარი ცვლილებების პატარა დეტალებსაც კი მიაქციეთ ყურადღება და გამოხატეთ  აღფრთოვანება;
* ხშირად მოუყევით სახალისო ისტორიები. მოუყევით, თუნდაც, სულელური ანეკდოტები;
* როცა თქვენზე გაბრაზებულია, აკოცეთ, მაშინვე შეგირიგდებათ;
*  აჩუქეთ  ყვავილი, თუნდაც ძალიან უბრალო, მინდვრის;
* ხშირად  ჩახედეთ ხოლმე თვალებში და გაუღიმეთ;
*  ისე მოექეცით მეგობრების წრეში, როგორც მარტო ყოფნისას. ნუ დაკომპლექსდებით –  მოსარიდებელი არაფერია;
* ეცეკვეთ, თუნდაც მუსიკა არ ისმოდეს;
* აკოცეთ, წვიმიან ამინდში. ძალიან რომანტიკულია;
* და...  აუცილებლად უთხარით, რომ   გიყვართ!

დავიჯეროთ, თუ არა

  მითებთან ბრძოლა და მათი დამსხვრევა რთულია. ხშირად იჯერებ ისეთ რამეს, რისი რეალური დადასტურება არ გაქვს. არც სიყვარულია  გამონაკლისი. მის შესახებ ზოგიერთი სტერეოტიპი კი  ურთიერთობისთვის საზიანოც არის. ცოდნით შეიარაღებული ადამიანი ყოველთვის უფრო დაცულია. ანუ,  თუ ამ მცდარი წარმოდგენების შესახებ გეცოდინებათ, ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ.  მომავალშიც სანანებელი ნაკლები გექნებათ.
  გაეცანით ყველაზე ფართოდ გავრცელებულ სტერეოტიპებს, რომლებიც შესაძლოა, თქვენს ბედნიერებას გზაზე გადაეღობოს.
* როცა წყვილს საპირისპირო ხასიათი  აქვს ეს კარგია,  ერთმანეთს შეავსებენ – ხომ საკმაოდ გავრცელებული ფრაზაა, მაგრამ დამტკიცებულია, რომ სულაც არ შეესაბამება სინამდვილეს.  წყვილები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში აქვთ ურთიერთობა, ამბობენ, რომ თავიდან უფრო მეტი საერთო ჰქონდათ ერთმანეთთან, ვიდრე განმასხვავებელი ნიშანი. დამტკიცებულია, რომ პირველივე შეხვედრისას სხვა ადამიანში ის თვისებები იქცევს ყურადღებას, რაც თქვენ უკვე გაქვთ. საერთო შეხედულებები კი იმის ნიშანია, რომ მომავალში ჰარმონიული ცხოვრება გელით. წყვილები საერთო ღირებულებებითა და პირადი თვისებებით უკეთესი მშობლები არიან, ვიდრე წყვილები საპირისპირო ინტერესებით;
* მე მისი შეცვლა შემიძლია – თუ ჯერ კიდევ გჯერათ, რომ თქვენი პარტნიორის შეცვლას შეძლებთ,  ძალიან მიამიტი ყოფილხართ.  რა თქმა უნდა, ურთიერთობა გავლენას ახდენს პიროვნების ჩვევებზე, მაგრამ ადამიანში ბევრი რამეა, რასაც, რაც  უნდა ეცადოთ, უბრალოდ, ვერ შეცვლით. გიყვარდეთ თქვენი პარტნიორი ისეთი, როგორიც არის – თუ ისეთ პარტნიორზე ოცნებობთ, ვინც თქვენს ინტერესებსა და ღირებულებებს  სრულად  გაიზიარებს, აჯობებს, სხვა იპოვოთ;
* ერთად ცხოვრება კარგია ერთმანეთის უკეთ გასაცნობად – ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიც ქორწინებაა, ადამიანის უკეთესად გაცნობაა საჭირო, მაგრამ დიდხანს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება სულაც არ არის იდეალური ვარიანტი. შესაძლოა, მშვენივრადაც გაატაროთ დრო, მაგრამ ქორწინება რამდენიმე დღეში მაინც ვერ გადაწყდება.  საუკეთესო ვარიანტია, წყვილმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღოს, როცა ორივე მათგანი თანაცხოვრებისთვის მზად იქნება;
* ადამიანები ოცნებობენ,  იპოვონ პარტნიორი, რომელიც იდეალურად გაუგებს მათ. სიმართლე ისაა, რომ იდეალური არავინ არის. წყვილი ერთმანეთისთვის ნელ-ნელა ხდება იდეალური, ჰარმონიული და ბედნიერი. მხოლოდ გრძელვადიანმა სიყვარულმა და ბევრი დაბრკოლების ერთად გადალახვამ შეიძლება გათქმევინოთ, რომ გვერდით ნამდვილად იდეალური მეორე ნახევარი გყავთ;
* ერთი ნახვით შეყვარება არსებობს და ეს ყველაზე ძლიერი გრძნობაა – გავრცელებული   მითია. სინამდვილეში, როცა ქალი მამაკაცს პირველად ხედავს, მის მიმართ გრძნობა არ უჩნდება. სულ ცოტა ხუთჯერ  მაინც უნდა ნახოს იმის გადასაწყვეტად, ნამდვილად მოსწონს თუ არა.

ასაკი  არ არის
 გადამწყვეტი

  როგორი უნდა იყოს ცოლ-ქმარს შორის ასაკობრივი სხვაობა? ამ საკითხზე ყველას სხვადასხვანაირი აზრი აქვს. ალბათ უმეტესობა მაინც ამჯობინებს ცხოვრება თანატოლ ადამიანს დაუკავშიროს. წყვილს შორის  ორიდან  ხუთ ან ათ წლამდე სხვაობაც კი  ხშირად საერთოდ არაა შესამჩნევი. შესაბამისად, არც ღირს განსახილველად. თუმცა, როცა წყვილს შორის 12 -15 წელი ან უფრო მეტია სხვაობა, სიყვარული შემდგომ წლებში გაუგებრობებში, გაუცხოვებაში  გადადის. სხვათა შორის, მნიშვნელობა არა აქვს მამაკაცია უფროსი თუ ქალი. ჯერ ერთი, ოცი წლით უფროსი მეუღლე როცა გყავს, სიბერის მარტო გატარების ალბათობა მაღალია. სიყვარულის წლები მალე გადის და როცა შენზე ბევრად უფროსი მეუღლე მალევე გტოვებს, მარტო რჩები, ძალიან ძნელია.  როცა ადამიანი  პარტნიორს პოულობს,  იმაზე ფიქრობს, რომ ბედნიერი იქნება. ის აღფრთოვანებულია და ცუდს ვერც წარმოიდგენს. მით უფრო, რომ თავიდან ყველაფერი ლამაზია. მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმამდე საჭიროა, ცოტა წინ გავიხედოთ და მომავალი დავინახოთ. არ გადარდებთ ასაკი? ეს სწორი მიდგომაა, მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვისაც, რომ  ეს ფაქტორი პრობლემად არც არასოდეს გექცეთ.


скачать dle 11.3