კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ აღიარებს ჩადენილ „ცოდვებს“ და აბარებს აღსარებას „სობესს“ ვასო გოძიაშვილი

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  ...საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს (წინათ „სობესი“) არქივში დაცულია ქართული თეატრის ლეგენდის, თეატრისა და კინოს ვარსკვლავის ვასო გოძიაშვილის ხელნაწერი, რომელიც 15 გვერდს შეადგენს. მსახიობის ხელით დაწერილი საკუთარი ბიოგრაფია სახელწოდებით, „ჩემი ავტობიოგრაფია“, შესრულებულია კალმით, საბჭოთა 12-ფურცლიან სასკოლო რვეულში, რომელიც პირველადი კვლევის საფუძველზე 1951 წლით თარიღდება. მასში მოყვანილი ფაქტების ანალიზს ეტყობა იუმორის ირონიისა და თვითირონიის კვალი, ჩადენილი არტისტული „ცოდვების“ გულწრფელი აღიარება. როგორც ცნობილია, უკვე პოპულარულმა მსახიობმა 43 წლის ასაკში (დაიბადა 1905 წელს) მიიღო ფიზიკური ტრავმა ფეხზე (მან მკურნალობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და  საბოლოოდ დაკოჭლდა (თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, მას ეს ტრავმა არც ეტყობოდა. ის შესანიშნავად ცეკვავდა, ასრულებდა როლებს და მღეროდა ესტრადაზე). სავარაუდოდ, მსახიობმა ფიზიკური ტრავმის მიღების შემდეგ მიმართა  „სოცუზრუნველყოფას“ მასზე ინვალიდის სტატუსის მინიჭებისა და შესაბამისი პენსიის მოთხოვნით (წერილის სტილის სრულიად დაცულია).  
  „დავიბადე 1905 წელს. ორწლი-ნახევრის ვიყავ, როცა მამა გარდამეცვალა. დაავადებულ დედაჩემს დარჩა ოთხი გაუთხოვარი ქალი და ორი ვაჟი. თავისი ფიზიკური შრომით გამოგვზარდა დედამ და შეძლებისდაგვარად, ასე თუ ისე, ცოტაოდენი სწავლა მიგვაღებინა. თოვლიან დღეს ვიპოვე თავშესაფარი ქალაქის განაპირა უბანში საზოგადო მოღვაწის ზაქარია ჭიჭინაძის შენობაში. იქ აღვიზარდე. „ცარიზმის დროს“ ჩვენი ეზო ერთგვარ პოლიტიკურ თავშესაფარს წარმოადგენდა. აქ ინახებოდა „კრიშაზედა“ გულუბრიყვილო რომანებთან და ისტორიულ გამოკვლევებთან ერთად ფურცლები, წიგნები, რომელიც ერთგვარ პოლიტიკურ ნიშან-წყალს ატარებდნენ და ჟანდარმერია, თუ არ ვცდები, ჩემს მეხსიერებაში ხშირი სტუმარი ყოფილა. რა ხალხი არ დადიოდა ამ შენობაში – სტუმრად ზაქარია ჭიჭინაძესთან: აჭარის ბეგებიდან დაწყებული გათავებული სამღვდელოების უკანასკნელ ჩინამდე, ხალხს რომ ვერ დაითვლიდით. ამ მღვდლების გავლენით, კინაღამ მეც შემწირეს მსხვერპლად ღმერთს და მაკურთხეს მღვდლად, საქმეში რომ არ ჩარეულიყო, მაშინ ახალგაზრდა მოსე კვარაცხელია, რომელსაც „კუხნის“ განიერი ფართობი ეჭირა. მასზედ ასეთი აზრისანი იყვნენ და პირადად მე მაშინებდნენ: „ამ ძიასთან ნუ გაივლი, მას სისხლი უყვარსო“. როგორც გავიგე, თურმე იგი ეკუთვნოდა სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის ბოლშევიკების ფრთას და ჩვენს ეზოს ეს ძალიან აშინებდა, სადაც ცხოვრობდნენ პეტერბურგელი სტუდენტები, ზოგი პატრიოტები და ზოგი კიდევ მარქსისტები. პირველად ანა-ბანა მან შემასწავლა. წამოვიზარდე. მისივე მეცადინეობით შევედი სამოქალაქო სასწავლებელში. მოხდა სახელმწიფოებრივი გადატრიალება – ნიკოლოზი გადმოაბრძანეს ტახტიდან. დავამთავრე სასწავლებელი. მწყურიან სწავლა. საშუალება არ არის. ჩემს ოჯახს მაინც არაფერი ეშველა. მენშევიკების ხანა... ერთი ზაფხული ვმუშაობდი გაჭირვების გამო შეგირდათ ცნობილ „ვოდოპროვოდჩიკთან“ გოცირიძესთან საზეინკლო სახელოსნოში. სწავლა მინდა. საშუალება არ არის. პირველად ვნახე თეატრი (ალექსანდრე იმედაშვილის ხელმძღვანელობით „ოტელო“, სახალხო სახლში, მკერავმა ქალმა, რომელსაც ვეძახდით „კუზიან ლიზას“ მიყიდა ბილეთი და წამიყვანა თეატრში. ხშირად დავყავდი კინოში, თეატრში). აქედან იწყება ჩემი საბავშვო წარმოდგენები, რომელსაც ვმართავდით ჩვენს ეზოში, თუმცა იქ ბავშვური არაფერი იყო. რეპერტუარი „ჰëÿ âçðîñëèõ“ – აჭრელებული, მრავალფეროვანი (მახსოვს, ერთხელ „ოტელოს“  წარმოდგენაში ჩვენი მეზობლის ქალიშვილის ეპარქიარული სასწავლებლის ფორმა ჩავიცვი ჩულქებით. რასაკვირველია, მეორე მეზობელს გამოვართვი იატაკზედ დასაგები გატყავებული ვეფხვი, ფეჩის მურით მივიღე შავი სახე და ვითამაშე ოტელო. სხვას ვის დავუთმობდი!). „არშინ მალ ალან“ (მაშინ დიდი მოდაში იყო), „ივანე მრისხანე“  და თუ დამიჯერებთ, „აბესალომ და ეთერიც“ კი ვიმღერეთ გიტარების აკომპანიმენტით (წარმოიდგინეთ რა იქნებოდა!).  24-ჯერ ვნახე ეს ოპერა და არც ერთხელ ფული არ გადამიხდია (ჩემისთანა ზაიჩიკი ტფილისში იშვიათი იყო). ალბათ, ეს იყო, რომ ვოცნებობდი მომღერალი გამოვსულიყავი და შემდეგ ხომ საბჭოთა ხელისუფლების დროს ოცნება ამისრულდა. ოფიციალურად ვსწავლობდი სახელმწიფო კონსერვატორიაში და რამდენიმე საჩვენებელ წარმოდგენაში მივიღე მონაწილეობა სახალხო არტისტის ივანე ფალიაშვილის ხელმძღვანელობით. დღეს პატივცემული ზოგიერთი ორდენოსანი მომღერლები ჩემთან კლასში იყვნენ.
იმპერიალისტური ფრონტი იშლება. თურქეთის ფრონტიდან ეშელონი ეშელონს მისდევს, ტფილისი აჭრელდა: ბირჟავიკები, მაკლერები, სისხლის მოყვარული დამნაშავენი და ვინ მოსთვლის. ყველა ხელს იბანს. ყველა სოციალისტია. ომი არავის არ სურს. რუსეთიდან მრისხანე ამბებია, ბოლშევიკები ქვეყანას ატრიალებენ, ქართველი მენშევიკები დროს პოულობენ, გამოყონ საქართველო. ალექსანდროვის ბაღში დაღვრილი უდანაშაულოთა სისხლი. გერმანელებს სცვლიან ინგლისელები შავკანიანი მონებით და ჩემი საცოდავი ტფილისი გახდა სარბიელი ყველა ვიგინდარას უნიჭო მენშევიკების პოლიტიკის შემწეობით. სადგურის ახლოს ერთ-ერთ კვარტალს დაერქვა სასირცხვილო სახელი „დეზერტირკა“, შუაგულ „დეზერტირკაში“ დაეშვა ქარავანი. ნამდვილი ბალაგანი. აქ იყრიდნენ თავს გადამყიდველები, იმდროინდელი ჯარის ნაწილები, პროსტიტუცია ენით გამოუთქმელი და აი, ამ ორომტრიალში პირველად წარვსდექი  â êჭ÷åñòâå êóèëåòèñòჭ... ტკაჩოვი (ცნობილი რუსი ცირკის ანტეპრემიორი – ლ.ჩ.), როგორც კერძო მესაკუთრე და ექსპლუატატორი თავისი მსახიობების შრომისა, გამოიქცა რუსეთიდან და თავი შეაფარა საქართველოს. აქედან უნდოდა წასვლა (ვგონებ წავიდა კიდეც). ამ ტკაჩოვს ძალიან უნდოდა, რომ ცირკის მსახიობი გავმხდარიყავი და ალბათ, შეასრულებდა კიდეც სურვილს, ვინაიდან ფინანსურად მასზე ვიყავი დამოკიდებული. მაძლევდა გროშებს. და უცებ თავზე დამეცა რისხვა ჩემი სცენაზე ყოფნით. გამოჩნდა ჩემი ძმა ხალხის წინ, რამდენჯერმე მითაქა თავში და იმავე ტონალობით, რა ტონშიაც მე ვმღეროდი კუპლეტებს-შემომძახა: „ჩამო, ჩამო, შე მამაძაღლო!“ შევრცხვი, დავიწყე ტირილი, მაგრამ რას ვიზამდი. ჩემი ძმა ჩემზედ ღონიერი იყო. კარიერას ვიკეთებდი დიდებულს. ტკაჩოვმა ამის მერე გადამიყვანა „პრაზდნიჩნი“ აქტიორად. აქედან გამიყვანეს ნაძალადევის მუშათა კლუბის სცენის მოყვარეებმა, სულ დეპოს მუშები იყვნენ (დღესაც უმრავლესობა ცოცხალია და პატიოსან და პასუხისმგებლიან მუშაობას ეწევიან). ერთ დროს ეხლა პატივცემული სტახანოველი, რომელიც აუცილებლად საბჭოთა ქვეყნის შვილია – დავით ჭიჭინაძე, ჩვენს უბანში ფრანგულ ჭიდაობას გვასწავლიდა  îò  íå÷åჯî  ჰåëჭòü, მომიყვანეს ამ ამხანაგებმა და ჯერ საბავშვო, შემდეგ მოზრდილებთან დამაწყებინეს თამაში. მე მაინც სწავლა მინდა.  ეზოში დავდგი „აბესალომ და ეთერი“, შემიგროვდა ფული (თითო მეზობელი ოთხ-ხუთ ბილეთს ყიდულობდა) და დავიჭირე (ჩავაბარე – ლ.ჩ.) გამოცდა ქართულ გიმნაზიაში. 50 მანეთი გადამახდევინეს გამოცდის საფასური და 25 მანეთი გადავიხადე სახლის ქირად. ჩემი მოწაფეობის დროს საქართველოში დაიწყო არა სახუმარო ამბავი. ყველგან ომი. აჯანყებების ცეცხლში გაეხვია ქვეყანა, საქართველო იცლებოდა სისხლით იმ უნიადაგო პოლიტიკის წყალობით, რომელსაც ეწეოდნენ ქართველი მენშევიკები – ეს ტრიუმფატორები. საქართველოში თებერვალმა დაბერა... გასაბჭოვდა საქართველო, მე-6 კლასში ვიყავი, რამოდენიმე ამხანაგმა ვაიძულეთ თავი და შევედით წითელი არმიის კურსანტთა სკოლაში (იმყოფებოდა I გიმნაზიაში, რუსთაველის გამზირზე). ჩავაბარეთ ალგებრა, გეომეტრია, ფიზიკა. მიგვიღეს არტილერიის განყოფილებაში და ჩამოგვირიგეს ხმლები, ვიჭიმებოდით, ჩემი თავი ფცდ-მარშალი მეგონა, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, ბევრჯერ გაუპარია მორიგე მეთაურს ღამე, ჩემი ძილის დროს. როცა შეგვატყვეს მომზადება საშინაო და საგარნიზონო წესდებაში, გადაგვგზავნეს ინსტრუქტორად ახლად დაარსებულ I ლეგიონში (ავლაბარი, იქედან პირადად მე გამგზავნეს სამხედრო პოლიტიკის კურსებზე, რომელიც იმყოფებოდა ალექსანდროვის ქუჩაზე). დავამთავრე საუკეთესოდ და გადამაგზავნეს უკან – ლეგიონის ბიბლიოთეკის გამგის თანაშემწედ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე გამომზარდა ლეგიონმა. ორწელიწად-ნახევარი ვიყავი მოხალისედ. ხშირად ვყოფილვარ საგარნიზონო და საშინაო განრიგებში ხან გამნაწილებლად, ხან ყარაულის უფროსად.  ამ დროს გაიხსნა პირველი დრამატული სტუდია აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით (ბოლოს სათეატრო ინსტიტუტი), მიმიყვანეს იქ წითელი არმიის ფორმით. დავიჭირე გამოცდა და სათეატრო ინსტიტუტი დავამთავრე სახალხო არტისტ სუმბათაშვილ-იუჟინის სახელობის სტიპენდიით, რომელსაც მაძლევდა ტფილისის საბჭო (თვეში ათი მანეთის რაოდენობით). 1924 წელი... მიმიღეს რუსთაველის თეატრში, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსეთიდან ახლად ჩამოსული ცნობილი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი. ჩემდა სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ კ. მარჯანიშვილი და უფროსი მსახიობები განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდნენ. 1924 წელი ეს ჩემი პირველი სახელმწიფო სამსახიობო წელია. ვითამაშე მასთან რამოდენიმე როლი და ბოლოს დიდი გამოცდის შემდეგ დამნიშნა შექსპირის „მეფე ლირში“ მასხარას როლზედ (ერთი მთავართაგანი), რომელიც იდგმებოდა სპეციალურად აკაკი ხორავასთვის. რამოდენიმე წლის შემდეგ, კ. მარჯანიშვილის ყოფნას რუსთაველის თეატრში წყალი შეუდგა. წავიდა თეატრიდან. შემდეგ დააარსა ქუთაის-ბათუმის სახელმწიფო თეატრი. ჩვენი თეატრიდან შემდეგ გაჰყვა მარჯანიშვილს ჯგუფი მსახიობებისა უშანგი ჩხეიძის მეთაურობით. „ანზორის“ პერიოდი – დამავალეს ფრიად საპასუხისმგებლო როლი, ანზორი – აკაკი ხორავა, ახმა – მე. თუ რამდენად შევძელი ამ საპასუხისმგებლო როლის დაძლევა, ამას მოწმობს მოსკოვის, ხარკოვის და ტფილისის პრესა (მასალები ინახება რუსთაველის თეატრის მუზეუმში). ვითამაშე ძალიან ბევრი, მრავალფეროვანი და სახასიათო როლები. 1930 წელი, საკავშირო თეატრალური ოლიმპიადა. ჩვენი თეატრის უდიდესი მიღწევები, თავბრუდამხვევი წარმატებები – მაგრამ შიგნით ჩვენი საკუთარი სცენიური ცხოვრების ლპობა. და აი, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ შინაგანი კრიზისი. დავტოვეთ თეატრი. განცხადებაში აღნიშნული იყო მიზეზი ჩვენი თეატრის დატოვებისა – თეატრი შევიდა ჩიხში. კოტე მარჯანიშვილის თეატრის გასტროლი მოსკოვში გამარჯვებით დამთავრდა და თეატრი ტფილისში დატოვეს. შევედით მარჯანიშვილის თეატრში, მიგვიღეს. ახალი ატმოსფერო. სწორედ ამ დროს უშანგი ჩხეიძე სისტემატიურად აღარ მუშაობდა თეატრში, ალბათ, ავადმყოფობის გამო და თითქმის მისი როლები ყველა მე გადმომაბარეს.  1930 წლიდან ვმუშაობ განუწყვეტლივ ამ თეატრში. ბევრი გამარჯვება და დამარცხება ვნახე. ხშირად ხელმძღვანელებს თეატრი და მისი შემოქმედებითი გზები დაუხლართავთ, მაგრამ თეატრი მაინც ასრულებს დანიშნულებას და წარმატებებით მიდის წინ დასახული მიზნისკენ. ბევრჯერ ყოფილა თეატრის შიგნით კონფლიქტები პრინციპული და ზოგი საკუთარ კაპრიზებზე აგებული, მაგრამ თეატრი ბევრჯერ გადარჩენილა. ხშირად თეატრიც ვერ უძლებდა ჩვენს აქტიორულ კაპრიზებსაც.
  მრავალფეროვანი როლები მითამაშია. დაწყებული 90 წლის ბებრებიდან, გათავებული 8-9 წლის დეგენერატ პრინცებამდე. დრამატული სახეებიდან გადავდიოდი მხიარულ, ოპერეტულ ჟანრებზე და ყველაფერმა ამან მომცა გამძლეობა, განმივითარა გემოვნება, გამოცდილება და ტექნიკა შემძინა, განავითარა ჩემში შემოქმედებითი ინიციატივა. ის უდიდესი სიხარული, რომელიც მე მომცა უკანასკნელ წლებში თეატრმა, ჩემთვის წარუშლელია. ოქტომბრის 20 წლისთავზე უზენაესი საბჭოს არჩევნების დროს მე წილად მხვდა დიდი ადამიანის – სტალინის როლი. აი, როლი, რომელზეც ვერავითარი აქტიორული ფოკუსი ვერ გიშველის. შექსპირის ოტელო, რომელიც ჩემთვის ერთადერთი ექსპერიმენტი იყო. აქ მაინტერესებდა პირადად ჩემი გემოვნების ამბავი, ჩემი ფიზიკური გამძლეობა და ყველა სცენისთვის საჭირო აქტივობები. ხმა და მისი მუსიკალური დიქცია და ტექნიკა, მეტყველება და მხატვრული მეტყველება, გრძნობა, რომელიც უშუალოდ უნდა ექვემდებარებოდეს ცივ გონებას. მე ამისთანა მსახიობი მიყვარს. ილია ჭავჭავაძის „ჩატეხილი ხიდიდან“ – ლუარსაბ თათქარიძე. ამ როლზედ მე მეძნელება თქმა. დეე ილაპარაკოს თვითონ პრესამ და საზოგადოებრიობამ. ეს ჩემი საყვარელი როლია, რომელსაც მე დავარქვი: „ჯჭìëåò îò æåëóòêå“. ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“.  ფიგაროს როლი მსოფლიო კლასიკური რეპერტუარიდანაა. სულ სხვა ხასიათი, სხვა ტემპერამენტი. მსოფლიო მსახიობები მასზედ სწავლობენ, იზრდებიან და როგორც „ოტელო“ მომავალი ჩემი მუშაობის საზრუნავ საგანს შეადგენს.  ეს როლები უკანასკნელ წლებში ვითამაშე. ზედმეტია და შეუძლებელი აქ ჩამოთვლა ყველა იმ ჩატარებული მუშაობისა, რომლისთვისაც ამოდენა შრომა და უნარი დამიხარჯავს ბევრჯერ ფუჭად და ბევრჯერ – გამარჯვებით. მაგრამ გულის გატეხა არ არის საჭირო. პარალელურად, მე ვმუშაობ სარეჟისორო განხრითაც. კ. მარჯანიშვილის გარდაცვალების მერე პირველი დადგმა თეატრში ახალგაზრდა კადრებიდან მე მეკუთვნის. ვმუშაობდი ხან ხელმძღვანელად, ხან რეჟისორად საკოლმეურნეო მოძრავ თეატრებში, ბრიგადებში, ანსამბლებში. „ძველი ვოდევილების“ საღამო პირველად ჩემი ხელმძღვანელობით ჩატარდა საქართველოს ფილარმონიაში და დღიდან დაარსებისა იქ ვარ. გადაღებული ვარ ბევრ სურათში, მათ შორის, აზერბაიჯანში ვიყავი მიწვეული დიდ სურათზე – „ბჭêèíöû“,   1905 წელს სტალინის მუშაობის პერიოდში, სადაც ვასრულებ  ქართველის როლს. საშეფო საზოგადოებრივი მუშაობისათვის დაჯილდოვებული ვარ პრემიით, როგორც თეატრიდან, ისე გარეთ კავშირის და ჯარის მიერ წარჩინებული ნიშნით და გრამოტით.“
скачать dle 11.3