კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ გადის ტურიზმითა და ფულადი გზავნილებით შემოსული თანხა ისევ უცხოეთში და როგორ შეუძლია ერთ ბიზნესმენს ლარის ერთ დღეში შერყევა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში ვიზიტებზე 359.4 მილიონი ლარი დახარჯეს, საიდანაც დაახლოებით 26 პროცენტი შოპინგს მოახმარეს. ანუ წელს, 3 თვეში, საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საყიდლებზე 93 მილიონი ლარის ხარჯი გასწიეს. ამავე მონაცემებით, სასმელსა და საკვებზე დანახარჯმა 118.5 მილიონი ლარი შეადგინა, განთავსებაზე – 73.8 მილიონი, გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე – 28.2 მილიონი, ადგილობრივ ტრანსპორტზე – 17.4, სხვა ხარჯებმა კი 28.2 მილიონი ლარი შეადგინა. რაზე მეტყველებს ეს მონაცემები, ანუ რა ტიპის შეიძლება, იყოს ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ, თავს ნება მისცენ, ამდენი თანხა დახარჯონ უცხოეთში. ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ეკონომიკის ექსპერტ ლია ელიავასგან შევეცდებით.
– რაზე მეტყველებს ეს მონაცემები: ასეთი ქვეყნის მოსახლეობა შეძლებულია თუ მაინც ღარიბი, თუ, უბრალოდ, ძალიან დიდია სხვაობა მდიდარსა და ღარიბ ფენას შორის საშუალოს თითქმის არარსებობის ფონზე?
– იცით, რომ საქართველოდან უცხოეთში დადიან არა მხოლოდ ტურისტები, არამედ ძალიან დიდი ოდენობით სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე, ვგულისხმობ მივლინებებს. გარდა ამისა, არის მოსახლეობის კატეგორია, რომელიც ვაჭრობს, ანუ ჩამოაქვს საქონელი საქართველოში საცალოდ, ვგულისხმობ წვრილ მოვაჭრეებს. ამ კატეგორიების გამიჯვნა რთულია: ვის აფონანსებს სახელმწიფო და ვინ დადის თავისი ფულით. მინდა, გითხრათ, რომ უცხოეთში წამსვლელთა ლომის წილი დაფინანსებულია ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან – მოხელეების ვოიაჟი ან კომერციული სტრუქტურების მიერ – მათი თანამშრომლების ვოიაჟი, ამდენად, იმის თქმა, რომ საქართველოს კეთილდღეობის მაჩვენებელი გაიზარდა, არ შეიძლება. თუმცა ისიც მინდა, გითხრათ, რომ ერთმანეთის ჯიბრზეც დადიან უცხოეთში. არის მოსახლეობის ისეთი კატეგორიაც, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ, რომ გაემგზავრონ უცხოეთში და აჩვენონ ყველას, რომ არავისზე ნაკლებნი არ არიან. შესაბამისად, საქსტატის მონაცემებით შეიძლება, გამოვიტანოთ ასეთი დასკვნა: ეს ციფრები ნამდვილად არ მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე გაზრდილია.
– გვერდზე რომ გადავდოთ საბიუჯეტო მივლინებები და ეს მართლაც მოქალაქეების მიერ საკუთარი ჯიბიდან დახარჯული თანხა იყოს, შეიძლებოდა, გვეფიქრა, რომ ცხოვრების დონე გაიზარდა?
– ასეთ შემთხვევაში გადაჭრით შევძლებდით თქმას, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე გაიზარდა და მათ გაუჩნდათ მოგზაურობის საშუალება. უცხოეთში, განვითარებულ ქვეყნებში, შემოსავლის დონის განსაზღვრის ერთ-ერთი პარამეტრი არის მოგზაურობის საშუალება. ავიღოთ შეერთებული შტატები, სადაც მოსახლეობის რაღაც კატეგორია ცხოვრობს სახელმწიფო შემწეობაზე, ანუ ისინი არ შიმშლობენ, არ აცვიათ ძონძები, საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს, მაგრამ მათ არ გააჩნიათ საშუალება, რომ იმოგზაურონ, მოსახლეობის ასეთი კატეგორია იქ ითვლება ღარიბად. როდესაც ადამიანი თავის თავს აძლევს უფლებას, რომ შვებულება გაატაროს უცხოეთში, ეს უკვე არის საშუალო ფენა. საქართველოში ასეთი საშუალო ფენა არის, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა. ბევრად უფრო მრავალრიცხოვანია ღარიბი და ღატაკი. ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს უკეთესად, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ცხოვრების დონე ოდნავ გაზრდილია. მართალია, ადამიანის უკმაყოფილება მიღწეულსა და სასურველს შორის სხვაობის გამო ბუნებრივია და გამართლებულია, მაგრამ, ფაქტობრივად, მაინც შეგვიძლია იმის თქმა, რომ მოსახლეობის დონე ათი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით გაზრდილია. რომ შევაჯამოთ, საქართველოში მოსახლეობის ცხოვრების დონე იზრდება, მაგრამ ძალიან მდორედ და ნელა, უმნიშვნელო პროცენტით და ეს აისახება საქართველოს მოქალაქეების განწყობაზე ცხოვრების დონით უკმაყოფილების მხრივ.
– ცხოვრება ისეთი რამაა, რომ ადამიანები არ ეგუებიან და ასე თუ ისე, იუმჯობესებენ ხოლმე მდგომარეობას. ეს ზრდა ბუნებრივი განვითარების შედეგია, თუ მაინც სახელმწიფოს დამსახურებად ჩავთვალოთ?
– სახელმწიფოს როლი არის, მაგრამ, ფაქტობრივად, მხოლოდ იმით გამოიხატება, რომ მთავრობა გაემიჯნა ეკონომიკური ზრდის პროცესს და ყველაფერი მიანდო ბიზნესს. მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ის არის, რომ არ ერევა ბიზნესში და ბიზნესი საკუთარი ძალებით, წვალებით, შეცდომებით, გაკოტრებებით და ახალი ბიზნესის შექმნით, შედარებით წინ სწევს საქართველოს ეკონომიკას. სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა, სახელმწიფო სერიოზულად რომ ჩარეულიყო ბიზნესის საქმიანობაში. უფრო მეტი მხარდაჭერა რომ გაეწია და უფრო კომფორტული ბიზნესგარემო შეექმნა, რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრების დონე ბევრად გაიზრდებოდა. რატომ არ იზრდება მოსახლეობის შემოსავლები?! ეს იმითაა განპირობებული, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმპორტით, ანუ ის ფული, რაც შემოდის საქართველოში უცხოური ვალუტის სახით, ფაქტობრივად, უკან, უცხოეთშივე ბრუნდება. აი, ეს არის იმპორტის დამანგრეველი ზემოქმედება საქართველოს ეკონომიკაზე. ჩვენთან რომ ყოფილიყო ძალიან ბევრი წარმატებული მეწარმე, რომლებიც აწარმოებდნენ ადგილობრივ საქონელს, მაშინ აი, მათ მიერ გაყიდული საქონლისგან მიღებული თანხა ისევ საქართველოში დარჩებოდა და გადანაწილდებოდა საქართველოს მოსახლეობაზე. ეს არის ყველაზე მძიმე ფაქტორი, რომელსაც ვერ მოუარა ვერც ერთმა მთავრობამ, რომელიც კი ყოფილა საქართველოში. იმპორტზე დამოკიდებულება არ აძლევს ქვეყნის ეკონომიკას განვითარების  და მოსახლეობის ცხოვრების დონეს კი ზრდის საშუალებას.
– ტურიზმის შესახებ ამიტომაც ითქვა, მართალია, ეს მიმართულება შემოსავლიანი გახდა, რამდენიმე მილიარდიც კი მოიტანა, მაგრამ რაკი იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, ტურიზმით შემოსული ვალუტა ისევ გაედინება და ხმარდება სხვა ქვეყნის ეკონომიკას?
– ნებისმიერი სახეობის ვალუტა, ტურიზმიდან შემოსული თუ ექსპორტით მიღებული ამონაგები, ან ფულადი გადმორიცხვები, რაზეც ასე ნერვიულობს ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, გაედინება ქვეყნიდან და ემსახურება შემოსავლის შემოტანას საქართველოში. ეს მუშაობს უძირო ქვევრის პრინციპით: რაც უნდა ბევრი ვალუტა შემოვიდეს ქვეყანაში, ის მაინც გავა ქვეყნიდან. ხოლო ასეთი ტიპის ვალუტა არ ტოვებს ქვეყანაში მატერიალურ დოვლათს. მატერიალური დოვლათი კი, რომელიც უნდა შეიქმნას, წესით, არის ქვეყნის სიმდიდრის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. აი, ესაა მთელი პრობლემა. რატომ არის, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის წუხს, რომ არ შემოდის უცხოური ვალუტა, შემცირდა გადმორიცხვების ოდენობა?! ერთადერთი მიზეზით, რომ კომერციულ ბანკებს ჰქონდეთ საკმარისი უცხოური ვალუტა საგარეო ოპერაციების მომსახურებისთვის. სხვა ფილოსოფია ამაში ნამდვილად არ დევს. და მეორე მომენტი – მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს უცხოეთიდან გადმორიცხვებით, იმიტომ რომ აქ ვერ პოულობენ შემოსავლის წყაროს. ესეც მძიმე ფაქტორია, ვინაიდან მუშა-ხელი არ არის დასაქმებული.  იმდენი პრობლემა აყრია თავზე ჩვენს ქვეყანასა და ეკონომიკას, რომ ამასთან გასამკლავებლად აუცილებელია, გვყავდეს ძალიან კვალიფიციური ხელისუფლება, რომელიც შეძლებს შექმნილი ვითარების გარდატეხას.
– ამიტომაც არ აისახება ხოლმე ლარის კურსის სტაბილურობაზე არც ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა, არც ტურიზმის სექტორის ზრდა? ყოფილა შემთხვევები, რომ ამ ორივე წყაროდან უცხოური ვალუტის შემოდინება იზრდება, მაგრამ ლარი გამალებით უფასურდება ხოლმე. იმპორტდამოკიდებულებაა ამის მიზეზიც?
– ლარის თემა სულ სხვა თემაა. ლარი, ფაქტობრივად, არ არის დამოკიდებული ფულად გზავნილებზე ან სხვა შემოსავლებზე. ლარის კურსის ვარდნა, ძირითადად, განპირობებულია ქვეყნიდან კაპიტალის გადინებით. ამას, სხვათა შორის, აღიარებს კიდეც ეროვნული ბანკი, მაგრამ აღიარებს მინიშნებებით და სადღაც დოკუმენტებში უნდა ეძებო, რომ მართლაც აღიარებს, თორემ საჯაროდ არსად განუცხადებია, რომ ლარის ვარდნას იწვევს კაპიტალის გადინება ქვეყნიდან. მაგალითად, რომელიღაც ბიზნესმენს უცებ მოუნდება ქვეყნიდან 20 მილიონის გატანა, ეს მისი ფულია, გარეცხილი ფულია თუ ათეთრებს, არ აქვს მნიშვნელობა. ის ამ ფულს ფლობს და კომერციული ბანკს აძლევს დავალებას, გადამირიცხე ეს 20 მილიონი რომელიღაც სხვა ქვეყანაში. თქვენ იცით, რომ კომერციულ ბანკებს ქრონიკულად არ აქვს ფული, იმიტომ რომ ყველაფერი დაბანდებულია. ამიტომ იწყებენ ამ ფულის ძიებას სხვა კომერციულ ბანკებში. შესაბამისად, როდესაც არის რაღაცაზე მოთხოვნა, ამ შემთხვევაში – უცხოურ ვალუტაზე, მისი ფასი ყოველთვის იზრდება, ფასის ზრდა დოლარზე კი ავტომატურად ნიშნავს ლარის კურსის ვარდნას. ამიტომაც, როდესაც ეროვნული ბანკი ახორციელებს სავალუტო იტერვენციებს, ანუ ბაზარს მიაწვდის დოლარს (მიაწვდის ჰქვია, თორემ, ფაქტობრივად, კომერციულ ბანკებს მიჰყიდის უცხოურ ვალუტას), ისინი იკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას. ბიზნესმენს ურიცხავენ უცხოეთში თავის წილ ფულს და აღარ არის აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე. შესაბამისად, მისი კურსი ვარდება და ლარი მყარდება. ეს არის ძალიან მარტივი სქემა და არასწორია, როდესაც აბრალებენ ხოლმე მთავრობას ლარის კურსის ვარდნას, რომ ის უუნაროა და არ შეუძლია ეროვნული ვალუტის კურსის დაცვა.
– სხვა ქვეყნებში როგორ ხდება?
– სხვა ქვეყნებში ფულადი ნაკადები კონტროლდება და შეზღუდულია მათი მოძრაობა. ამიტომ ყველა ქვეყნის ცენტრალურ ბანკში არსებობს სავალუტო პოლიტიკა, რომელიც, უპირველესად, გულისხმობს, რომ გაკონტროლდეს გასატანი ფულის წარმოშობა; გატანის პროცედურა, ანუ გადარიცხვის პროცესი იწელება დროში, არ შეიძლება, 20 მილიონი უცებ გადარიცხო ერთბაშად – ვთქვათ, კვირაში მხოლოდ 2-2 მილიონი. ამას ჰქვია სავალუტო კონტროლი.
– ისევე, როგორც ბანკი ჩემს კუთვნილ თანხას არ მაძლევს ერთბაშად, მიწესებს ბანკომატიდან გატანის ლიმიტს და მხოლოდ 24 საათში ერთხელ მაქვს ამ ლიმიტის ფარგლებში თანხის გატანის უფლება.
– რა თქმა უნდა. კომერციულმა ბანკებმა მიკროდონეზე ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან და თავიანთი ბიზნესის უსაფრთხოებისთვის ვალუტის კონტროლს აწესებენ. მაკროდონეზე ეროვნულმა ბანკმაც იცის, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არაფერს აკეთებს. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი.
скачать dle 11.3