კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რა მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტები გაიტანა საქართველოდან საბჭოთა „კა გე ბემ“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად მეოცე საუკუნის 90-ანი წლებისა, როდესაც ძაღლი მართლაც ვერ სცნობდა პატრონს, გადარჩა ყველა ტიპის საარქივო მასალა – რომლებიც ეხება საკუთრებას, მემკვიდრეობასა თუ დაბადება-გარდაცვალება-ქორწინება-განქორწინებას, თვით სასაფლაოების არქივებიც კი, მაგრამ არ შემორჩა საბჭოთა უშიშროების არც ერთი ღირებული დოკუმენტი, რომელიც ოდნავ მაინც დაგვეხმარებოდა რუსული გავლენისგან გათავისუფლებაში. მართლაც დაიკარგა თუ არა, ანუ გაიტანეს თუ არა სრულად ქვეყნიდან „კა გე ბეს“ არქივი და რატომ არ მიაყოლეს მას სხვა არქივებიც, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელს გახდიდა სახელმწიფოს სიმბოლურად ფუნქციონირებასაც კი? – ამ თემაზე კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან, ერთად ვისაუბრებთ.
– როგორ მოხდა, რომ საბჭოთა უშიშროების დოკუმენტების ერთი ასლიც კი ვერ გადავარჩინეთ?
– ამ კითხვაზე შემიძლია, გაგცეთ ძალიან მოკლე პასუხი, მაგრამ არ იქნება საკმარისი, ამიტომ მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ. საბჭოთა კავშირი დაიშალა რამდენიმე მიზეზით: არასწორი იდეოლოგიის გამო, რაც ემყარებოდა ადამიანის ბუნების მცდარ გააზრებას; განაწილების არასწორი სისტემის, ანუ ბუნების კანონებს აცდენილი, ხელოვნური ეკონომიკის გამო; არასწორი საგარეო პოლიტიკის გამო; მილიტარიზაციის არასწორი ხარჯებისა და ბიუროკრატიის გამო. ამის გარდა იყო ორი ძალიან მნიშვნელოვანი სუბიექტური მიზეზიც. ერთი გახლდათ კორუფცია, რომელმაც კომპარტიის ლიდერები აქცია თავადებად და მეორე – დაპირისპირება „კა გე ბესა“ და კომპარტიას შორის. საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მათ შორის, 9 აპრილი და არა მარტო ჩვენთან, აზერბაიჯანსა და ბალტიისპირეთში ანალოგიური დარბევები კომპარტიასა და უშიშროებას შორის დაპირისპირების პირდაპირი შედეგი გახლდათ. „კა გე ბე“ თვლიდა, რომ კომპარტიის ლიდერები იყვნენ კორუმპირებულები და მათზე ჰქონდათ დოსიეები, ხოლო კომპარტიის ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ „კა გე ბე“ იყო სახიფათო ორგანიზაცია, რომელსაც შეეძლო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების კარიერის განადგურება. მესამე ძალა იყო საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომელსაც ორივემ დაარტყა, რადგან ვის მხარესაც ის ძალა დადგებოდა, ის გაიმარჯვებდა, ამიტომ პირისპირ დარჩნენ კომპარტია და საბჭოთა უშიშროება და აი, ახლა მივედით თქვენი კითხვის პასუხამდე. „კა გე ბემ“ გაიტანა მასალები თავისი აგენტურის და არა მარტო აგენტურის. მათთვის აგენტის გამოაშკარავება იმდენ საფრთხეს არ წარმოადგენდა, რამდენსაც მიმართულებებისა და აგენტების საქმიანობების გამომზეურება.
– ძალიან საინტერესოა, რა პროფესიებიდან არჩევდნენ აგენტებს.
– რა თქმა უნდა. იყვნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები და ნურავის ეწყინება, ერისთვის ზოგიერთი სათაყვანებელი ადამიანიც იყო მათ შორის. ისე არ გამიგოთ, რომ დიაგნოზს ვსვამ, ჩვენს აზრს მოგახსენებთ. „კა გე ბემ“ არქივების გატანით დაფარა თავისი საქმიანობა და დაიბევა გაუშიფრავი პოტენციური აგენტები – იმ ასაკოვანი აგენტების, რომლებიც გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან დღემდე გარდაიცვალნენ, შვილებსა და შვილიშვილებზე დებს ფსონს უცხო სპეცსამსახური და სწორედაც რომ მათი მამებისა და პაპების საქმიანობას უდებს ცხვირწინ.
– აშანტაჟებს, ანუ და იაფიც უჯდება გადაბირება.
– ძალიან იაფი უჯდება, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ასეთ ოჯახებში ისედაც ლოიალურია განწყობა იმ ქვეყნის მიმართ, რომლის სპეცსამსახურსაც ემსახურებოდნენ და იდეოლოგიური მომზადება აღარ სჭირდება გადაბირებისთვის, მხოლოდ თანხა და უფრო ცოტა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანის გადაბირებას დასჭირდება. გარანტირებულია აგენტის შვილი და შვილიშვილი და მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ეს, სხვაგანაც იმავეს აკეთებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები. სხვა არქივები კი საბჭოთა უშიშროებას არ აინტერესებდა, რადგან უშიშროების საქმიანობის სპეციფიკა ხელში ეჭრა და, რაკი ხელში ეჭირა და ცეკაშიც ჰყავდა და არქივებშიც ეყოლებოდა აგენტები, დარწმუნებული იყო, რომ იმასაც გააკონტროლებდა. ამდენად, ისტორიული დოკუმენტების გატანა მათი სასიცოცხლო ინტერესი არ იყო. ალბათ, ასლები მაინც აქვთ. თუმცა სხვა არქივებზე უნდა ეზრუნა კომპარტიას. მაგრამ, როგორც ჩანს, კომპარტიის მმართველობის პერიოდში და მანამდეც, რუსეთის იმპერიის მმართველობისას და უფრო ადრეც, არქივების თანამშრომლებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით არქივების გადარჩენაში.
  „კა გე ბემ“ სისტემა შეინარჩუნა უშიშროების არქივის გატანით და დოკუმენტი არ დატოვა. ამის იქით აღარ აინტერესებდათ არაფერი, იმიტომ რომ, თუ სახელმწიფოს დანგრევა უნდა, სხვა საარქივო მასალებით არ იბრძოლებს, მოიქცევა ისე, როგორც იქცეოდა გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან დღემდე: ყველა ხელისუფლებაში ჰყავს თავისი აგენტურა, რომლებიც შიგნიდან ალპობენ მთავრობებს. ყველა მთავრობას ეხება ეს: პირველი პრეზიდენტის მთავრობასაც, შევარდნაძის მთავრობასაც, სააკაშვილისაც და დღევანდელსაც. დღეს წინა მთავრობებისგან განსხვავება ის არის, რომ აშკარად ვერ ბედავენ აქტიურობას, ისე, როგორც ბედავდნენ მანამდე.
  ამდენად, ვფიქრობთ, რომ არც კომპარტიას, არც მეფის რუსეთის ოხრანკას, არც სპარსეთისა და ოსმალეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობებს განათლება და გამჭრიახობა არ ეყოთ იმისთვის, რომ საქართველოს არქივებში ჩამძვრალიყვნენ და გაენადგურებინათ, თუმცა ბოლშევიკებმა არქივების დიდი ნაწილი მაინც გაანადგურეს.
– ისტორიულ დოკუმენტებს გულისხმობთ?
– დიახ, ეს ისტორიული დოკუმენტებია, რომლებიც აუცილებლად გამოგვადგება 2020 წელს, 2021 თუ 2022 წელს, რომლებშიც ჩვენი ტერიტორიული საკითხებია აღნიშნული – კახი, ზაქათალა, ტაო-კლარჯეთი, დვალეთი და ასე შემდეგ. ასევე, 1919 წელს საქართველოს შემადგენლობაში გამოცხადებული სოჭის ოლქის ამბავიც.
– მაგრამ მცირე ხანს იყო სოჭის ოლქი ჩვენს შემადგენლობაში, მაზნიაშვილის ღვაწლით.
– გასაგებია, მაგრამ ხომ არსებობს ასეთი ფაქტი?! თან – სოჭის ოლქის მოსახლეობის საჯარო კრების გადაწყვეტილებით, თანამედროვე ენაზე, რეფერენდუმით. ჩვენ ხომ ძალით არ დაგვიპყრია?! მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი და სოჭის ოლქის მოსახლეობამ, ერთმა მესამედმა ქართველმა და დანარჩენმა ჩრდილო კავკასიელებმა, უმეტესად, ჩერქეზებმა, თავისი მომავალი და განვითარების პერსპექტივა დაინახეს დამოუკიდებელ საქართველოში და არა – ბოლშევიკურ რუსეთში. ესეც დოკუმენტია! ასეთივე დოკუმენტი არსებობს დვალეთის გადაცემაზე, კახი-ნუხი-ზაქათალის დროებით სარგებლობაში გადაცემაზე; ლორეს გადაცემაზე... ლორეს გადაცემის შესახებ ისეთი დოკუმენტიც არსებობს მეფის რუსეთისდროინდელი, რის თანახმადაც, ეთნიკურად სომეხი სამხედრო პირი დასვა მმართველად რუსეთის იმპერიამ, რომელსაც დააწერინეს თხოვნა, რომ ლორე შეეერთებინა. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები არსებობს. იმისიც კი, რომ აღა მაჰმად-ხანს საქართველოზე გალაშქრების ნება მისცა მეფის რუსეთის საგარეო უწყებამ.
– ეს ყველაფერი აქვთ მათ, არ გვაქვს ჩვენ სრულად, რაც იმას ნიშნავს, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებებისას ვრჩებით „უიარაღოდ“, საკუთარ სიმართლეს ვერ ვამტკიცებთ და ამიტომ ისინი წერენ სათავისო ისტორიას.
– რატომ ვერ ვამტკიცებთ?! დაგვიშალა ვინმემ, დაამტკიცეთო?!
– თავიანთ არქივებში არ გვიშვებენ, რომ მოვიძიოთ ეს დოკუმენტები, ჩვენ კი არ გვაქვს დედნები, ზოგჯერ კი – ასლებიც. ამას ვგულისხმობ.
– აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. ადრეც გვისაუბრია ამ თემაზე: დოკუმენტებიც არსებობს და თემების წამოწევაც შეიძლება, მაგრამ, როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად დამოუკიდებელი არ არის, ის ძალიან ბევრ რამეს თმობს და ფიქრობს, რომ ოდესღაც მოვა ამის გამოსაყენებელი დრო. ვიმეორებ ყველას გასაგონად: არც კვების პროდუქტი უნდა შემოდიოდეს გარედან, იმდენი გვაქვს. ასევე, გვაქვს ოქროც, ნავთიც, გაზიც, კვარციც, ქვანახშირიც. აბსოლუტურად ყველა მიწისქვეშა და მიწისზედა რესურსი საიმისოდ, რომ საქართველომ თავისი მოთხოვნილებების 70 პროცენტი დაიკმაყოფილოს.
– როგორც პაატა კოღუაშვილმა მითხრა, საქართველოს აქვს პოტენციალი, სოფლის-მეურნეობის პროდუქციით გამოკვებოს 12-13 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად.
– ამ ყველაფერს, ჩვენი წინაპრების სისხლითა და ოფლით მონაპოვარსა და ღმერთის მიერ ნაბოძებ სიმდიდრეს, სისტემაში უნდა მოყვანა. ისეთი სისტემა უნდა შექმნა, რომელიც სულ მოგებასა და პროგრესზე იმუშავებს. ერთი აწყობა უნდა და იმუშავებს ავტომატურად. ჩვენ კი დღემდე ვერ ვხედავთ ამას. დღეს არის მცდელობა, რომ საქართველოში ბუნებრივ რესურსზე მომუშავე წარმოებები შეიქმნას, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე იმ ნიშნულზე უნდა ვიყოთ გასულები, რომ ჩვენი მოთხოვნილებების, მინიმუმ, 50 პროცენტი დავიკმაყოფილოთ. ესაა მიზეზი, რის გამოც დაპირისპირებისგან თავს იკავებენ, თორემ, რაც ჩვენს არქივში არ არის, სპარსეთისა და ოსმალეთის არქივებშია. რომელი მსოფლიო დონის კავკასიოლოგი გინახავთ, რომ ამ რეგიონით დაინტერესებულიყოს?!
– ჩვენმა სახელმწიფომ ოდესმე ხომ შეიძლება, დააფინანსოს ეს მიმართულება და შეისწავლონ უცხო წყაროები, მოიპოვონ სხვა ქვეყნების არქივებზე წვდომის უფლება. კატასტროფულად იკლებს თურქულის, სპარსულისა თუ არაბულის მცოდნეთა რიცხვი, სხვანაირად როგორ მოვიპოვებთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია?
– ვის აინტერესებს არქივები?! ერთი სული აქვთ, ხელისუფლებაში მოვიდნენ, თანამდებობებზე დასხდნენ და ფული იშოვონ. რამდენი ისტორიკოსი და ფსევდოპატრიოტი ვიცით, რომლებიც მკერდზე მუშტებს იბრაგუნებენ და დღემდე არაფერი გაუკეთებიათ არც ხალხისთვის, არც ისტორიისთვის და არც სიმართლისთვის.
– კომპარტიის საქმე იყო სხვა არქივების განადგურებაო, ანუ კომპარტიას არ უნდოდა თუ ამდენი ვერ მოიფიქრეს?
– ადვილად შეეძლოთ გაენადგურებინათ, მაგრამ მოსკოვიდან ასეთი ბრძანება არ მოსულა. გორბაჩოვს ამისთვის არ ეცალა. მეტიც, სოციალისტური ბანაკის ევროპული ქვეყნები ისე გაუშვა, რომ წინაპირობებიც არ დაუთქვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრძანება არ ჰქონდათ. 1801 წლიდან მოყოლებული ბევრი მასალაა გაყალბებული და 1921 წელსაც ბევრი გაყალბდა. ლეონტი მროველზე ზეწოლის ფაქტებიც კი არსებობს მეზობელი სახელმწიფოს გავლენიანი პირების მიერ და მანაც კი შეიტანა „ქართლის ცხოვრებაში“ ისტორიისთვის შეუფერებელი კორექტივები. მართალია, ჩვენმა ისტორიკოსებმა გააბათილეს ის მოსაზრებები, მაგრამ ასეთი ფაქტი ხომ იყო?! ძალიან ბევრი კოზირი გვიჭირავს ხელში და გააჩნია, როგორ გამოვიყენებთ. ვინმემ 1992 წლიდან დღემდე სცადა, რუსებს დალაპარაკებოდა უშიშროების არქივის „ფლეშკაზე“?! ლენინი იყიდებოდა რუსეთში ელცინის დროს და იმ „ფლეშკას“ არ მიჰყიდიდნენ ქართველებს, რომ მოენდომებინათ?!
– შეიძლება, მიჰყიდეს კიდეც ვინმეს.
– შეიძლება. ჩვენ გვითხრეს, გატანილია ძირითადი არქივი და რა ვქნათო?! მაგრამ იქნებ არ არის გატანილი?!

скачать dle 11.3