კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 „მასტერკაზე“ კაცი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ დასცხათ ფისოებს?!

  რაკი ზაფხულია, თანაც – აგვისტო, ხოლო ზაფხული კი, განსაკუთრებით – აგვისტო მოდუნების თვეა (მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი აგვისტო საეჭვოდ გრილია), ანტისაოკუპაციო მოძრაობის (ის კიდევ სხვა თემაა – ოკუპაციას რომ ტრანსფარანტით ებრძვი) საპროტესტო აქციები (გახარიას გადადგომით გაზავებული) პარლამენტის შენობის წინ მცხუნვარე მზესავით მიინავლა.
  თუმცა მისმა ერთ-ერთმა აქტივისტმა – ვინმე მაქარაშვილმა, წარმოშობით „გირჩელმა“, გვაუწყა, რომ პირველი სექტემბრიდან მასშტაბური აქციების ფორმატზე გადავლენ (ცოტა კოჭლი ქართულია), ხოლო 20 სექტემბერს, საერთოდაც, „ქუდზე კაცს“ დაუძახებენ.
  თუ ხსენებული მაქარაშვილის (რაკი არ ვიცით, ვინ დანიშნა საზოგადოების ლიდერად, თუმცაღა საზოგადოების სახელით ლაპარაკობს მუდამ, თავისუფლად შეგვიძლია, ვუწოდოთ თვითმარქვიაც, რადგან ეს კატების ყეფის ეპოქაა) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქცევას გავიხსენებთ, მათ შორის – სატელევიზიო ეთერებში მარიხუანის გაბოლებას (შესაძლოა, ფიქრობს, რომ მარიხუანის კვამლით დააფრთხობს ოკუპანტებს, იმიტომ რომ, „გირჩული“ იდეოლოგიით, ჯარში სამსახური ადამიანის უფლებების დარღვევაა და ფულიანებმა და ლამაზებმა ფული უნდა გადაუხადონ უფულოებსა და ულამაზოებს ჯარში სამსახურისთვის), ვფიქრობ, აჯობებდა, არათუ აჯობებდა, მეტიც, ადეკვატური იქნებოდა, თუკი „მასტერკაზე“ კაცს დაუძახებდნენ.


скачать dle 11.3