კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ოთო ფოლადაშვილი: ხელებს, ფეხებს გადავისკოჩავდი, რომ მინიმუმ სისხლისგან არ დავცლილიყავი და ვაგრძელებდი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ცოტა ხნის წინ პროექტი „ყველაზე ძლიერი“ დასრულდა, რომლის გამარჯვებული ოთო ფოლადაშვილი გახდა. ოთომ მთელი პროექტის განმავლობაში მონაწილეებს სერიოზული კონკურენცია გაუწია და საბოლოოდ პროექტის ღირსეული გამარჯვებულიც გახდა.
– ოთო, გილოცავ! ნამდვილად ღირსეული გამარჯვებული ხარ.
ოთო ფოლადაშვილი: დიდი მადლობა. სულ მინდოდა მსგავს პროექტში მონაწილეობის მიღება. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ და ჯანსაღი წესით ცხოვრება ჩემთვის არასდროს ყოფილა უცხო, მაგრამ მაინტერესებდა, ასეთ სტილში, ანუ „რეალით“ ამბავში ცალკე აღებული ოთო ფოლადაშვილი რას შეძლებდა, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი, ფორმაში ვიყავი. მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდნენ ჯარისკაცები, როგორ წვრთნებს გადიოდნენ. ეტყობა, ჩემი ხმა კოსმოსში წავიდა და დამირეკეს, რომ იწყებოდა მსგავსი პროექტი საქართველოს არმიასთან ერთად. იქნებოდა შეჯიბრებები, სადაც როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური შესაძლებლობების ზღვარზე გავივლიდით. გრაფიკს რომ გადავხედე, საკმაოდ რთული კი იყო, რაღაცების გადაადგილება მომიწია და დავთანხმდი.
– ალბათ, ჯულიანას ფაქტორიც გაითვალისწინე, რადგან საერთო სტუდია გაქვთ, ერთად დგახართ წყვილში.
– რა თქმა უნდა, ჯულიანას ფაქტორიც იყო. სტუდიის უკვე მეორე ფილიალიც გავხსენით, მასშტაბები გაიზარდა, უფრო მეტ დროს მოითხოვს, თან შეჯიბრებები გვაქვს, ვვარჯიშობთ, შესაბამისად, საკმაოდ აქტიური გრაფიკი გვქონდა. მისთვისაც რაღაცები უნდა შემეთანხმებინა. ჯულიანას რომ ვუთხარი, მითხრა: ორი აზრი არ არსებობს, აუცილებლად უნდა წახვიდე, რადგან უეჭველი მოიგებ. შენ თუ არა, სხვა ამ პროექტს ვინ მოიგებსო. ჯულიანა კარგად მიცნობს და ზუსტად იცის ჩემი შესაძლებლობები, მებრძოლი სული, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადებაც. ამიტომ მარტივად გადაწყვიტა: შენ მოიგებო. ასე მიუდგნენ ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები და როცა ისინი, ვინც გიცნობენ, ასეთ რამეს გეუბნებიან, რა თქმა უნდა, ეს დიდი სტიმულია და ასევე, პასუხისმგებლობაც, რომ იმედები არ გაუცრუო.
– როგორია, როცა ამ ყველაფერს უკვე რეალობაში ეჯახები?
–  რომ ჩავედით, პირველივე ღამეს, როგორც კი ფაქტის წინაშე დავდექით, ისე დაიძაბა სიტუაცია, ისეთი „ექშენი“ ატყდა... ექსტრემის მოყვარული ვარ და სულ სხვა ადრენალინი წამოვიდა. თან, ხვდები, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული და თავად წყვეტ შენს ბედს. პირველივე წამიდან ისეთ აზარტში შევედი, რომ კი ნახეთ, როგორ დასრულდა პროექტი.
– რა იყო შენთვის ყველაზე დიდი სირთულე?
– ყველაფერი განსაკუთრებულად რთული იყო. თან, მე თითქმის ყველა გაცხრილვაში მივიღე მონაწილეობა, ბევრჯერ დამასახელეს აუტსაიდერად, ბევრს შევხვდი, შევეჯიბრე და ჩასვლის დღიდან ძალიან ბევრი თავგადასავალი მქონდა. ადგილზე ხომ არ ვიცოდით, როგორ გვასახელებდნენ აუტსაიდერებად და ეთერში რომ ვუყურე, ყველაფერი ნათლად გამოჩნდა. რამდენჯერმე თქვეს: ყველაზე ძლიერი ნერვები და ნებისყოფა ვისაც აქვს, ის უნდა დავასახელოთო, ანუ ვინც ყველაზე ძლიერიაო. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის კომპლიმენტი იყო და სტიმულს მაძლევდა. ყველა შეჯიბრებაში ბოლო ძალებით ვიბრძოდი. პირველი იყო, წყალში რომ თავდაყირა გვაყვინთავეს. წარმოუდგენლად გაყინული წყალი იყო, თან თავდაყირა და სხვას უნდა აჯობო. აქ ფიზიკურ ძალაზე აღარ არის არაფერი დამოკიდებული, ეს იყო პირველი ჩემი ფსიქოლოგიური გამოცდა: ან გავუძლებდი, ან გავტყდებოდი. შეიძლებოდა, ორგანიზმი ფიზიკურადაც გათიშულიყო, რადგან გაყინულ წყალს ვერანაირად ვერ შევეჩვიეთ. ვხვდებოდი: კი აღარ გცივა, რომ თბები და იყინები, იპარები. 15 წუთით
მეტხანს რომ ვყოფილიყავით, გული წაგვივიდოდა. მაგრამ ფსიქოლოგიური მობილიზება შევძელი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი: ამდენს რომ ვწვალობ, უეჭველი უნდა მოვიგო-მეთქი. ზოგადად საკუთარ თავთან არ ვუშვებ, რომ ვინმემ შეიძლება, რაღაც ჩემზე უკეთ გააკეთოს. თუ რამე საქმეს ხელი მოვკიდე, ძალიან მაქსიმალისტი ვარ და ჩემს ცხოვრებაში სიტყვა „ვერ“ ან „ვერ შევძლებ“, „ვერ მოვახერხებ“ – არ არსებობს. საკუთარ თავთან არ ვუშვებ, რომ შეიძლება, ვინმეს ვეჯიბრებოდე და იმან რაღაც ჩემზე უკეთ გააკეთოს. თუ ვინმე ჩემზე უკეთ გააკეთებს, ფაქტის წინაშე, რა თქმა უნდა, ვაღიარებ. ყველას ვიგებ-მეთქი, ასე არ ვარ, მაგრამ როცა შეჯიბრებაზე გავდივარ, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვი. ასე ვარ ბავშვობიდან. ჩემთვის მხოლოდ პირველი ადგილია, დანარჩენი ადგილები უკვე ერთნაირია. შესაბამისად, თუ კონკურსში ვიღებ მონაწილეობას, მხოლოდ პირველი ადგილისთვის ვიბრძვი. წაგებაც არ არის ჩემთვის ტრაგედია, რადგან ვიცი, რომ შემდეგი აუცილებლად უნდა მოვიგო. ჩემი ცხოვრება ისე მიმდინარეობს, რომ სულ ვიმარჯვებ, სულ ვიგებ. ამ პროექტში მონაწილეობაზეც იმიტომ დავთანხმდი, რომ პირველი ადგილი მინდოდა.
– ერთი ეპიზოდი მახსოვს, სადაც 11 საათის განმავლობაში გიწევდა შეჯიბრება.
– სამი დაშორებული ბორბალი იყო და 11 საათის განმავლობაში ამ ბორბლებს ვატრიალებდით ისე, რომ არცერთი არ უნდა გაჩერებულიყო. თუ გამიჩერდებოდა, წავაგებდი. 11 საათის განმავლობაში არც წყალი, არც საჭმელი, არანაირი პაუზა, განუწყვეტლივ ვატრიალებდი. ბოლოს კენჭიაშვილთან ერთად დავრჩი და რომ აღარ გავჩერდით, ექიმმა გაგვაჩერა: რასაც აკეთებთ, ეს აღარ შეიძლებაო. შემდეგი იყო გილიგაშვილსა და მანჯგალაძეს რომ ვეჯიბრებოდი. ჯერ ხომ ხოხავ, ბადეზე გადახტომა, ტალახზე, ხრეშზე ხოხიალი და მერე შეჯიბრება. ბოლო წამებში ჩამოვხტი, გადავხტი, დავეცი, რაღაცები მოვიტეხე, მაგრამ მოვიგე.
– ტრავმები არ მიგიღია?
– ამის აფიშირებას არასდროს ვაკეთებ ხოლმე. როცა აგებ ან იგებ, არავის აინტერსებს, შენ ტრავმა გქონდა თუ რამე გაწუხებდა. ხელები, მუცელი, ფეხები სულ გადაჭრილი მქონდა ხოლმე. ხან ვერ დადიხარ, ხან რაღაც გტკივა, სისხლი გდის, ხორცები გიჩანს, მაგრამ ეს არავის აინტერესებს, შენ უნდა იცოდე, გაუძლო და გააკეთო. როცა რამე მაწუხებს, ყოველთვის ვამჯობინებ, რომ არავინ იცოდეს. სულ გადასკოჩილი ვიყავი, გადახსნილი კანი, ხორცი რომ ჩანს, ზოგჯერ სისხლები მოჩქრიალებდა... უცებ ექიმთან მივვარდებოდი, ხელებს, ფეხებს გადავისკოჩავდი, რომ მინიმუმ სისხლისგან არ დავცლილიყავი და ვაგრძელებდი. რა თქმა უნდა, რთული იყო, ძალიან რთული, მაგრამ სასიამოვნო. არც ერთ მომენტში არ მიფიქრია დანებებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ზღვარზე ვიყავით. ნერვებსაც კი არ უღალატია.
–  ფინალი განსაკუთრებულად რთული იყო.
– მე ხომ ძალიან რთული გზა გავიარე – რეალურად მეგონა, რომ რთული გზა მქონდა გავლილი, ფინალში ყველა ჯოკერი და ტუზკოზირები გამოიყენეს. ფინალი იყო დაუვიწყარი. მართლა მეგონა, რომ ეს აღარ იყო თამაში. გვერდებიდან მესმოდა ადამიანების ღრიალი, განწირული ხმა, თავზე ჩამოფარებული,
უჰაერობა... არ ვიცოდი, რას გვიპირებდნენ, რას გვიკეთებდნენ. ხელები შეკრული, არა ჟანგბადი... არ მეგონა, რომ ეს რეალობაში ხდებოდა. იმიტომ ვიყავით ასეთ მძიმე დღეში, რომ თუ იტყოდი „აღარ შემიძლია“, მაშინ ეთიშებოდი ფინალს. ყველანაირი ზეწოლა და სტერსი გამოვიარეთ და გავძელით.
– რა აღმოაჩინე საკუთარ თავში?
– აღმოვაჩინე, რომ რაც აქამდე მეგონა, საკუთარ თავში მქონდა, მართლა მქონია – ის, რომ ფაქტის წინაშე მობილიზებას ვახდენ, ვიბრძვი ბოლომდე, მაქვს ენერგია და გაუტეხელი ფსიქიკა... ამ თვისებებს ძახილის ნიშნები დავუსვი. მთელი ღამე ხომ გაგვათენებინეს, შემოვარდებოდნენ ხოლმე, ტყვიამფრქვევებს ისროდნენ, რომელსაც სასწაული ხმა აქვს. გამოვრბოდით, ეს იყო სასწაული ტანჯვა, რომელსაც არავის ვუსურვებ. გათენდებოდა და 30 კილომეტრი უნდა გვერბინა აღმართზე, დაღმართზე, ხრეშში, წყალში. ბოისა ერთ-ერთი ფავორიტი იყო, ძლიერია და ძალიან რთული შეჯიბრება გვქონდა. მთელი დღე ხომ დავრბოდით, მეორე მინიშნებიდან რომ გავედით, ბოისა ძალიან წინ იყო. სულ 4 მინიშნებაა, მესამესთან მივდივართ და ბოისა ისევ წინ არის. არ ვიცი, როგორ გამეხსნა მეორე სუნთქვას რომ ეძახიან, არადა, ეს ხდებოდა მეთხუთმეტე კილომეტრზე, სადაც წესით, მეოთხე სუნთქვაც გაცლილი უნდა გქონდეს. სულ სხვა ენერგია მომეცა, დავეწიე, გავასწარი და დიდი უპირატესობა მოვიპოვე.
– 30 ათასი მოიგე და ასევე თავდაცვის მინისტრმა დაგაჯილდოვა.
– 30 ათასი მოვიგე და თავდაცვის მინისტრმა გადმომცა მედალიონი, რომელსაც აწერია: „ყველაზე ძლიერი 2019“. ასევე, მომცეს სიგელი, სადაც წერია, რომ გამარჯვებული არის ოთო ფოლადაშვილი. აქამდე რაც მომიგია, ყველაფერი იმ სფეროში, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებ. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოვიგე რუსკა მაყაშვილთან ერთად და დაუვიწყარი ახალი წელი მქონდა. ახლა „ყველაზე ძლიერის“ მოგება ჩემთვის ახალი გამარჯვებაა, სხვა ამპლუაში საკუთარი თავის წარმოჩენა. თან ისეთი გზა გავიარე, ისეთი პერიოდი, რომ გამორიცხულია, როდისმე დამავიწყდეს. სულ მემახსოვრება, თან ჟრუანტელი რომ გივლის. ბოლოს რომ გამომაცხადეს, მუზარადი დავიფარე, თან დიდგორის ველზე. არ ვიცი, რა ემოციები იყო, დაუჯერებელი.
– რას უპირებ 30 ათასს?
– ჯერ არ მიფიქრია, რას გავაკეთებ, ამისთვის ვერ მოვიცალე. მალე დაიწყება ჩემი დასვენება და მექნება იმის საშუალება, რომ ვიფიქრო, სად დავხარჯო 30 ათასი. კარგად დაიხარჯება. რა, რა, და ფულის დახარჯვა არ მიჭირს.
– შენი სუსტი წერტილია?
– ზოგადად არ ვამბობ ხოლმე რა არის ჩემი სუსტი წერტილი. არავინ არ უნდა იცოდეს. პირიქით, ფულის ხარჯვა ჩემი ერთ-ერთი ძლიერი წერტილია, რაშიც უკონკურენტო ვარ. ფული როცა მაქვს, არ არსებობს საკუთარი თავი, მეგობრები, ოჯახის წევრები უკამყოფილო დავტოვო. სულ ფული უნდა მქონდეს, რომ ყველა კმაყოფილი იყოს. ახალი მანქანები ხომ გინდა ადამიანს, კარგი სახლები.
– სახლებში რას გულისხმობ?
– კიდევ ერთი ვიყიდე ლისზე და შეიძლება მანდ დავხარჯო მოგებული თანხა, რაღაცები ავაშენო, დავადგა სხვადასხვანაირი სართულები...

скачать dle 11.3