კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 სასტუმრო „ბლუმი“ – საუკეთესო ადგილი თქვენი კომფორტისა და დასვენებისთვის

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

  თუ ზაფხულის ცხელი დღეების გატარებას და დასვენებას ულამაზეს ბათუმში გადაწყვეტთ, მაშინ თქვენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს – ძველ ბათუმში, ისტორიულ უბანში, მაზნიაშვილის 43 ნომერში ცოტა ხნის წინ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სასტუმრო „ბლუმი“ გაიხსნა.  
  ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „ბლუმი“ 27 სხვადასხვა ტიპის ნომრისგან შედგება, მათ შორის ორი
ლუქსია, ორიგინალური და დახვეწილი დიზაინის, ყველა საჭირო პირობით აღჭურვილი  ნომრები. თითოეულ ნომრის მომსახურებაში შემავალი „ბლუმის“ შეფ-მზარეულის მიერ მომზადებული უგემრიელესი დილის საუზმე, რესტორანი,  ბაღი და ვერანდა ულამაზესი ხედებით თქვენი განტვირთვისა და დასვენებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. საოცრად სტუმართმოყვარე და დამსვენებლების კომფორტზე ორიენტირებული მასპინძლები აუცილებლად შეგაყვარებენ იქაურობას.
  რატომ უნდა ესტუმროთ სასტუმრო „ბლუმს“ და რა პირობებია იქ შექმნილი თქვენი კომფორტისა და დასვენებისთვის, ამის შესახებ უფრო დაწვრილებით სასტუმრო „ბლუმის“ დამფუძნებელი, ბატონი ნოდარ ავჯიშვილი გვესაუბრა.
  ნოდარ ავჯიშვილი: ბათუმელი ვარ და ზუსტად ვიცი, რა სჭირდება ჩვენი ქალაქის სტუმრებს მაქსიმალური კომფორტისთვის. არაერთ სასტუმროში მქონდა მუშაობის გამოცდილება და ეს სფერო უცხო არ იყო ჩემთვის, ამიტომ, გადავწყვიტე, საკუთარი სასტუმრო გამეხსნა, სადაც თავს მოვუყრიდი ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ამ სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის, რაც გავიხსენით, უკვე უამრავი კმაყოფილი სტუმარი გვყავს, რომლებიც გვპირდებიან, რომ ბათუმში მოხვედრისას არჩევანს აუცილებლად  კვლავ „ბლუმზე“ შეაჩერებენ.
– რა კომფორტს უქმნის „ბლუმი“ სტუმრებს?
– პირველ რიგში, „ბლუმის“ ადგილმდებარეობა იძლევა საუკეთესო ხედების საშუალებას, რაც დამსვენებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საღამოობით ჩვენს ვერანდაზე ჯდომას, ჭიქა ღვინით ხელში, მუსიკის ფონზე ბათუმის ზღვისა და ქალაქის ულამაზესი ხედებით ტკბობას არაფერი სჯობს.
„ბლუმს“ აქვს საკუთარი ოთხმოცი კვადრატული მეტრის ფართობის კეთილმოწყობილი, შემოსაზღვრული და დაცული ეზო, სადაც თავისუფლად შეგიძლიათ, მარტო ჩაუშვათ ბავშვი.  გვაქვს გამართული დაცვის სისტემა და ჩვენი სასტუმრო სრულიად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს.
  ყველა ნომერს აქვს საკუთარი აივანი, თითოეულ ოთახი გვაქვს უფასო WI-FI, ტელევიზორი, კონდინციონერი და მინიბარი. სასტუმროს აქვს საკუთარი პარკინგი.
– ბლუმის სამზარეულო გამორჩეულია.
– სასტუმროში განთავსების ფასში შედის დილის საუზმეც, რაც საკმაოდ დატვირთულია ჩვენი შეფ-მზარეულის მიერ მომზადებული გემრიელი და მრავალფეროვანი კერძებით, რომელთა შორისაც ტრადიციული  აჭარული კერძებიცაა.
– მყუდრო და გემოვნებიანი ნომრები გაქვთ, რა დამატებითი კომფორტია ნომრებში დამსვენებლებისთვის?
– ნომრებში გვაქვს უფასო ჩაი, ყავა, ღვინო. ვცდილობთ, მათი მხრიდან გაუთვალისწინებელი შემთხვევებით გამოწვეული დისკომფორტიც კი ავარიდოთ ჩვენს სტუმრებს და დამატებითი საწოლის საჭიროების შემთხვევაში, ჩვენთან საფასური არ იზრდება. „ბლუმის“ მთელი გუნდი ვმუშაობთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სტუმრების კომფორტისთვის.
– „ბლუმს“ აქვს საკუთარი რესტორანიც. რისი დაგემოვნება შეუძლიათ სტუმრებს რესტორანში?
– რესტორანი სასტუმროს პირველ სართულზე გვაქვს, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული და ევროპული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები. კვირაში ერთ დღეს კი რესტორნის სტუმრებისთვის ვაწყობთ განსაკუთრებულ, მუსიკალურად გაფორმებულ  საღამოებს.
გვაქვს რესტორნიდან კერძების ოთახში გამოძახების სერვისიც, რითიც ხშირად სარგებლობენ ჩვენი დამსვენებლები.  
მისამართი: ბათუმი, მაზნიაშვილის ¹43.
საკონტაქტო ტელეფონი:557-800-800.
Facebook: hotel bloom

скачать dle 11.3