№32 რა პროტექცია გაუწიეს თურქეთის ციხეში მჯდარ ქართველ პატიმარს ტყუპმა არველაძეებმა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– მიშველა კი არა და დამღუპაო, – მიპასუხა კაცმა.
– როგორ, გასროკეს-მეთქი?
– არა, რა გასროკეს. თქვენ რომ ციხეში დარეკეთ, ეს ამბავი ციხის მაყურებელმა გაიგო და ჩემი შვილი თავის საკანში დაიბარა, სადაც თქვენი, ტყუპების სურათები ჰქონდა გაკრული და „ტრაბზონსფორის“ მაისური ეცვა. რომ გაიგო ჩემი ვაჟი მარიხუანის მოწევისთვის იყო დაკავებული, თქვენი პატივისცემით, მას მარიხუანა შესთავაზა მთელ ატრიბუტიკასთან – ფლავთან და სხვა რამეებთან ერთად. ამ ჩემს შვილს კი ისე მოეწონა იქ, ასეთ პატივში ყოფნა, რომ სასამართლო ექვსჯერ გადაადებინა და გარეთ გამოსვლა არ უნდაო.