№32 ბრძნული აზრები
რუსო: თუ ბედი არ გიკაკუნებთ, მაშინ კარი უნდა ააშენოთ.
ჩერნიშევსკი: ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ბედნიერება არსებობს – იცხოვრო სხვისთვის.
ტვენი: საკუთარი განწყობის ამაღლების ყველაზე კარგი საშუალებაა სხვისი განწყობის გაუმჯობესება.
ვოვენარგი: როდესაც ღმერთს უნდა ჩვენთვის საჩუქრის გაკეთება, ის საჩუქარს ფუთავს პრობლემებში და რაც უფრო დიდია საჩუქარი, მით უფრო დიდ პრობლემაში ფუთავს.
ბრეხტი: სიკვდილის კი არ უნდა გეშინოდეს, არამედ ფუჭი ცხოვრების.
ლინკოლნი: ჩვენ არ დავეხმარებით ხალხს იმის კეთებაში, რისი გაკეთებაც თვითონ შეუძლიათ.
ვოლტერი: საკუთარი კეთილდღეობის გაუთავებელი ძებნა სხვისი გაჭირვების დაუნახაობით მთავრდება.
რონი: სჯობს არაფერი თქვათ, ვიდრე თქვათ – არაფერი.
პასკალი: თუ ღმერთი არ არსებობს და მისი არ მწამს, მაშინ მე არაფერს ვკარგავ, ხოლო თუ ღმერთი არსებობს, მე ვკარგავ ყველაფერს.
ჯოლი: ჩვენი წარმოდგენები იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს ყველაფერი, ხელს გვიშლის, სიამოვნება მივიღოთ იმ ყველაფრით, რაც არის.
მენდელეევი: შეგეძლოს საწინააღმდეგო შეხედულებაზე გადართვა – სწორედ ეს არის სიბრძნე.
სვიფტი: გულწრფელობით კი არ უნდა ისარგებლოთ, არამედ დააფასოთ ის.
ჯობსი: თუ თქვენი ქმედებები უბიძგებს ადამიანებს, იფიქრონ ამაღლებულზე, მეტი ისწავლონ, მეტი გააკეთონ, ესე იგი, თქვენ ლიდერი ხართ.
მიკუშევიჩი: სიმართლე სიკეთისა და სიყვარულის გარეშე ტყუილია. სიკეთე სიმართლისა და სიყვარულის გარეშე – ბოროტება. სიყვარული სიმართლისა და სიკეთის გარეშე – უმსგავსობა.
ტორო: ურთიერთობებში გაუგებრობა იწყება არა მაშინ, როცა სიტყვიერი გაგება ქრება, არამედ, როცა გაუგებარი დუმილი დაისადგურებს.
პრიშვინი: ის ადამიანი, რომელიც შენ ჩემში გიყვარს, რა თქმა უნდა, მე მჯობია. მე ასეთი არ ვარ, მაგრამ გიყვარდეს ის და მე ვეცდები, ჩემს თავზე უკეთესი ვიყო.
დიორი: იდეალური ქმარი ყოველთვის სხვა ქალზეა დაქორწინებული.