№32 რა შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოთ ოქროს ბეჭედი და ადამიანის სხეულის რომელ ნაწილზე გროვდება ყველაზე შავი ენერგია
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
ამჯერად განვიხილავთ, სხეულის რა ნაწილებში გროვდება და რის საშუალებით გამოიყოფა ნეგატიური ენერგია ჩვენი ორგანიზმიდან; ამას შევიტყობთ ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგის, ქალბატონ მანანა შ-იას ინტერვიუდან.
– ძირითადად უარყოფით ენერგიას როგორც ქალის, ისე მამაკაცის სხეული აგროვებს ფეხებში და გარეთ გამოყოფს ენერგეტიკული ცენტრის გავლით, რომელიც ფეხისგულების შუა ნაწილიდან გადის. ასევე, ენერგეტიკული არხის გამტარია ხელისგულების ცენტრიც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ის დადებითი ენერგიის ნაკადს აფრქვევს. სწორედ მისი საშუალებით იძენს მკურნალ ექსტრასენსთა ხელები სასწაულმოქმედ ძალას, რომელის წინაშეც თითქმის ყველა სენი განიარაღებულია. ამავე ენერგიის საშუალებით შეიძლება, სურვილების შესრულებაც. ამისთვის, საკმარისია, ერთმანეთს გაუსვათ ხელისგულები და წყლის ან სხვა რამის ზედაპირის ზემოთ გააჩეროთ – ეს დამუხტავს მას სურვილებით. ამ დროს ჩვენი ენერგია წყალს თუ სხვა რაიმე ნივთს აზრის ძალით სასურველ მიმართულებას აძლევს, რის გავლენითაც ირგვლივ წყლისა და სივრცის სტრუქტურა იცვლება.
– ფეხებთან დაკავშირებით საპირისპირო რამ ხდება?
– ფეხების ენერგეტიკული არხებიდან კი, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, ფეხისგულების ცენტრზე გადის, უფრო მკვრივი ენერგია იფრქვევა, რაც ძირითადად, ნეგატიური გავლენისაა და შესაბამისად, ამ ენერგიით მკურნალობაც შეუძლებელია. ვინც ხშირად განიცდის სტრესს, მუდმივად სკანდალი აქვს ოჯახში, ხშირად იგინება, ბილწსიტყვაობს და საერთოდ, უცენზურო სიტყვების მომხმარებელია, ნეგატიური ენერგია ფეხებში, კვირის განმავლობაში, დიდი რაოდენობით უგროვდება. ანუ ენერგეტიკული არხი ვერ აუდის ამდენ ნეგატიურ ნაკადს, ვეღარ ახერხებს მის გატარებას, რომ მიწას გადასცეს, შესაბამისად, არ ხდება უარყოფითი ენერგიის განდევნა სხეულიდან. ამიტომ იწყება ამ დროს ფეხების ტკივილი, თუმცა ყველასთვის თავისებური გამოვლინებით. პირველივე სიგნალიდან ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხოვრების ხარისხს და რაც ცუდია, თავიდან მოიშოროთ. შეიძლება, ეს იყოს ურთიერთობა კონკრეტულ ადამიანთან, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს თქვენზე, რაც ნეგატიური ენერგიის დაგროვებას იწვევს. ანდა, თავად იქცევით ცუდად, სამყაროს ნეგატიურად აღიქვამთ და შესაბამისად, მთელ ამ სიბინძურეს იგროვებთ ორგანიზმში. თუ მსგავს ზეგავლენას მუდმივი ხასიათი აქვს, თავს იჩენს დაავადებათა მთელი „თაიგული“ – ვენების ვარიკოზული გაფართოება, შეშუპებები და ფეხების ნებისმიერი სხვა პრობლემა. საყურადღებოა, რომ, ურყოფითად დამუხტული ფეხები ირგვლივაც ნეგატივს ასხივებს. ამიტომ, არ არის სასურველი, მის ფეხებთან დაწოლა. მაგალითად, კატებს უყვართ ადამიანის ფეხებთან მოკალათება, რადგან ნეგატიურ ენერგიას ეტანებიან, რომლის სტრუქტუირებასაც ახდენენ. ჩვენს შემთხვევაში კი, თუ ოთახში ერთი ადამიანი წევს და მეორის საწოლი მის ფეხებთან დგას, უმჯობესია, ასე არ მოხდეს. საწოლებშორის დაშორება ნახევარი მეტრზე ნაკლები მაინც არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნეგატიური ენერგია ფეხებთან მწოლიარეზე ცუდად იმოქმედებს. თუმცა, ფეხების ენერგეტიკული არხების გაწმენდა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს და ეს შეიძლება ჩვეულებრივი მარილის საშუალებით. ფეხები ჩააწყვეთ მარილში 20-30 წუთით, თან შეგიძლიათ, რაიმე გადაცემას უყუროთ ან ხელსაქმით დაკავდეთ. მარილი კარგად წმენდს ფეხის ენერგეტიკულ არხს, თუ პერიოდულად მიმართავთ ამ პროცედურას. ვისაც განსაკუთრებული პრობლემა არა აქვს, კვირაში ერთხელ ჩატარებაც საკმარისია, ხოლო აშკარა მწვავე ვითარებაში – უფრო ხშირად.
– სხეულის კიდევ რომელი ნაწილია ნეგატიური ენერგიის „მოყვარული“?
– ეს არის საჩვენებელი თითი ხელზე, რომელსაც „ღამესაც“ კი უწოდებენ, ისეთ შავ ენერგიას გამოყოფს. საჩვენებელი თითით ვინმეზე მითითებამ შეიძლება, ენერგეტიკული დარტყმაც კი მოაყენოს მსხვერპლს იმ შემთხვევაში, თუ მიმთითებელს ძლიერი ენერგეტიკა აქვს და თან, ცუდსაც ფიქრობს მასზე. საერთოდ, ამ თითში თავს იყრის: სწრაფვა წარმატებისკენ, ძალა, ჟინი, ამბიცია, სიამაყე, ამპარტავნება. ამიტომ, თუ არ გინდათ, რომ ეს ემოციები ზედმეტად გააქტიურდეს, არ არის სასურველი, ამ თითზე ატაროთ ბეჭედი, განსაკუთრებით კი ოქროსი. მაგრამ, თუ ამ თვისებების ნაკლებობას განიცდით: არ გჯერათ თქვენი შესაძლებლობების და არც საკუთარი თავი გიყვართ, მაშინ პირიქით, რაღაც დროის განმავლობაში ამ თითზე ოქროს ბეჭედი უნდა ატაროთ, ღამით კი მოიხსნათ. საჩვენებელი თითი ადამიანს ანტენის მაგივრობასაც უწევს, რადგან კარგად იჭერს ნატიფ ენერგიას, რაც მის პატრონს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. განსაკუთრებით ეს ძალუძთ მგრძნობიარე ადამიანებს ძლიერი ინტუიციით, რომელთაც ნატიფი ენერგიის მიღება შეუძლიათ – ამით ზებუნებრივი ძალები მათ უმწვავესი პრობლემების გადაჭრაშიც კი დაეხმარებათ. მაშ ასე, დასვით თქვენთვის სასურველი კითხვა, ორივე საჩვენებელი თითი ზემოთ ასწიეთ და ასე გააჩერეთ რაღაც დროის განმავლობაში, თან თქვენს კითხვაზე კონცენტრირდით. მერე დაუშვით ხელები და სასიკეთო პასუხსაც მალევე მიიღებთ. ზემოთ აწეული საჩვენებელი თითი ადამიანის კოსმოსთან კავშირის სიმბოლოა.
– არის კიდევ ჩვენს სხეულზე ასეთი „ბნელი“ ორგანო?
– ეს მუცელია, სადაც ნეგატიური ენერგია უგროვდება ყველას, განსაკუთრებით კი – ქალებს. მათთვის, მუცელი – ჭიპის ოდნავ დაბლა – უარყოფითი ენერგიის ნამდვილი რეზერვუარია. მამაკაცებისთვისაცაა მუცელი ენერგიის დაგროვების ადგილი, მაგრამ შედარებით მცირედ, ვიდრე ქალების შემთხვევაში, ამიტომ ნაკლებაქტიურია. როცა ადამიანი რეგულარულად განიცდის ნეგატიურ ზეგავლნას და შესაბამისად, მუდმივად უარყოფით ემოციებშია, მას მუცელში აუცილებლად უგროვდება უარყოფითი ენერგია, რომელიც დროთა განმავლობაში გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ასუსტებს იმუნიტეტს. იმისთვის, რომ უარყოფითი ენერგიისგან გაიწმინდოთ მუცლის ღრუ. აიღეთ სუფთა სპილენძის მავთული, ყოველგვარი მინარევების გარეშე და მუცლის გარშემო რამდენჯერმე შემოივლეთ. შეგიძლიათ, დაიტოვოთ რამდენიმე საათით ტანსაცმლის ქვეშიდანაც. სპილენძის მავთული ნეგატიური ენერგიისგან სრულად გაწმენდს მუცლის არეს. არის ასევე, მართალია ძნელად საშოვნი, მაგრამ სპეციალური სპილენძის ქამრებიც როგორც თავისთვის, ასევე მუცლისთვისაც.