კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 დედაჩემის გათხოვებამ ოჯახი დამინგრია, მაგრამ არ ვნანობ

  ხუთი წლის ვიყავი, ჩემი მშობლები რომ ერთმანეთს გაშორდნენ. თუმცა, დღემდე ცივილური, მეგობრული ურთიერთობა აქვთ და მიუხედავად იმისა, რომ დედასთან ვიზრდებოდი, უმამობა არ მიგრძნია. დედას არც მამაჩემის ნახვა დაუშლია, არც ბებია-ბაბუასთან წასვლა და არც მამის სანათესაოსთან ურთიერთობა. დღემდე ასე ვარ. მართალია, დედას ბევრი თაყვანისმცემელი და მთხოვნელი ჰყავდა, მაგრამ არავისკენ გაუხედავს. ხელჩაკიდებული დავყავდი ყველგან და ვხედავდი, მამის ერთგული იყო. ორი წელია, გავთხოვდი და დედა მარტო დარჩა. ექვსი თვის წინ მოვიდა ჩემთან ოჯახში და მითხრა: ერთი კაცი გამოჩნდა, ძალიან სიმპათიური, ერთგული, სანდო, მშრომელი და მამაკაცურია. რაღაცნაირად მიმიწევს მისკენ გული და მასთან სერიოზული ურთიერთობა რომ მქონდეს, შენ წინააღმდეგი ხომ არ იქნებიო. სიმართლე გითხრათ, გამიხარდა კიდეც. მამაჩემს მეორე ცოლი ჰყავს და მასთან – ორი შვილი, ცხოვრება აიწყო და თუ დედაჩემიც გადადგამდა ამ ნაბიჯს, პრობლემას ვერ ვხედავდი. თუმცა, ასე არ აღმოჩნდა. ჩემს ქმართან ხმამაღალი საუბარიც კი არ მქონია და რომ ვუთხარი, დედაჩემი, მგონი, გათხოვებას აპირებს-მეთქი, გადაირია, მიყვირა: ეგ ხომ არ გამოშტერდა, რა ვუთხრა სანათესაოს, საძმაკაცოს დასაცინი უნდა გამხადოს? სად ვთქვა, სიდედრი გამითხოვდაო. მერე, მისმა მშობლებმაც გაიგეს და მომდგნენ: შვილო, რა უნამუსობაა, თუ გათხოვება უნდოდა, მანამდე გათხოვილიყო, სანამ შენ ბედს ეწეოდი. სირცხვილი არ არის, სიძე ჰყავს და ახლა მოუნდა კაცთან კოტრიალიო? ამაზე სულ გადავედი ჭკუიდან. დედაჩემს ისე მოიხსენიებდნენ, თითქოს უკანასკნელი, აღვირახსნილი, კაცებზე გაგიჟებული ქალი ყოფილიყო. ახსნას და რამის თქმას აზრი არ ჰქონდა. არც დედაჩემისთვის მინდოდა გულის ტკენა. მოკლედ, ეს თემა დავხურე. დედა სამ თვეში გაყვა იმ კაცს ცოლად. სუფრა გააკეთეს და რესტორანში დამპატიჟეს მთელი ოჯახით. მათ კი, ეს რომ ვთქვი, აიბზუეს ცხვირები, აგდებულად იცინეს: თეთრ კაბაში გამოწყობილი უნდა მივიდეს რესტორანში? ისროლოს თაიგული, იქნება შენ დაიჭირო, გადმოგესხას მისი წყალი და კიდევ გათხოვდეო. აი, აქ დაესვა წერტილი, ყველაფერ იმას, რაც მათთან მაკავშირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი თვის ორსული ვიყავი, გადავწყვიტე, მათთან არ გავჩერებულიყავი. სიმართლე გითხრათ, არც თავად მოუკლიათ თავი ხვეწნა-მუდარით. ჩემმა ქმარმა ულტიმატუმი წამომიყენა: თუ გინდა ოჯახი, თუ გიყვარვარ და პატივს მცემ, დაბრუნდი, მაგრამ დედაშენისა და იმ კაცის ფეხი ჩემს ოჯახში არ დავინახოო. რასაკვირველია, ამ ულტიმატუმს მისგან არ მოველოდი, სახტად დავრჩი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მისი იმედი არ უნდა მქონოდა. ჰოდა, საბოლოოდ გავშორდი. სხვების თვალში ისე გამოვიდა, თითქოს ჩემი სიყვარული და ოჯახი დედაჩემის ბედნიერებას ვანაცვალე, მაგრამ ასე არ არის. უბრალოდ, შეგნებისა და გაგების ამბავია. დღეს ისევ დედა და მისი ახალი ქმარი მიდგანან გვერდით. ექიმთან მათ დავყავართ და ბავშვისთვის ყველაფერი მათ მიყიდეს. ვაჟბატონსა და ჩემს დედამთილ-მამამთილს არც კი აინტერესებთ, როგორ ვარ. ჰოდა, მეც გადავწყვიტე: გავაჩენ შვილს და ახლოს არ გავაკარებ მამამისს. და თუ ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა შესაფერისი მამაკაცი, ვინც შემიყვარდება, ჩემს შვილს მიიღებს და მამაკაცურად დამიდგება გვერდით, ცოლად მას გავყვები. იმის გამო, რომ მარტო არ ყოფილიყო, სიყვარული იპოვა და გაიხარა, დედა უნდა მომეკვეთა? მასზე უარი მეთქვა? მე არც ის დამვიწყებია, რაც დედამ გამიკეთა და არც ის, რძალს როგორც მექცეოდა დედამთილი. ქმარზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, თავისი ხასიათი გამოავლინა და ისე დამწყვიტა გული, მისი დანახვაც არ მინდა.
ლიზი, 26 წლის.
скачать dle 11.3