№32 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: ძალიან ცხიმიანი თმა მაქვს. მირჩიეთ, როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა?
პასუხი: აფთიაქში შეიძინეთ ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის და კვირაში ერთხელ გაიკეთეთ.
კითხვა: ამ ბოლო დროს, შევამჩნიე, რომ ქუსლებზე კანი ძალიან გამიუხეშდა. არადა, ეს პრობლემა არასდროს მაწუხებდა. რა გავაკეთო?
პასუხი: ღამით, დაწოლამდე, დაიბანეთ ფეხები, კარგად გაიმშრალეთ, წაისვით გამომშრალ, გაუხეშებულ ქუსლებზე ზეითუნის ზეთი და ამოიცვით ბამბის წინდები. ეს პროცედურა გააკეთეთ ყოველ საღამოს და კვირის ბოლოს გაუმჯობესებულ კანს შენიშნავთ.
კითხვა: იდაყვებზე კანმა ფერი იცვალა და გაუხეშდა. რას მირჩევთ, რა გავაკეთი სახლის პირობებში, რომ ძვირიც არ დამიჯდეს და თან შედეგიც ჰქონდეს?
პასუხი: 1 ცალი ბანანი დააბლენდერეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და მიღებული მასა წაისვით იდაყვებზე. გაიჩერეთ 20 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემდეგ წაისვით დამატენიანებელი საცხი. ამ მეთოდით იდაყვებზე კანი დარბილდება და ნაზი გახდება.