№32 ორკვირიანი დიეტა და მინუს 8-9 კილოგრამი
ნინო კანდელაკი ანი რევია

პირველი დღე: 2 მოხარშული კვერცხი, ხილი (ბანანის გარდა) და ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით, უშაქრო ყავა ან ჩაი.
მეორე დღე: 400 გრამი უცხიმო ხაჭო 4 კოვზ უცხიმო არაჟანთან ერთად და 1 ლიტრი ნაკლებად ცხიმიანი კეფირი.
მესამე დღე: ხილი და ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი და 1 ლიტრი უშაქრო ხილის წვენი.
მეოთხე დღე: 500 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი ან თევზი, 1 ლიტრი კეფირი.
მეხუთე დღე: ხილი და უმი ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით.
მეექვსე დღე: 400 გრამი უცხიმო ხაჭო, უცხიმო არაჟანთან ერთად და 1 ლიტრი ნაკლებად ცხიმიანი კეფირი.
მეშვიდე დღე: ხილი და უმი ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
მერვე დღე: 300 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, ერთი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათი.
მეცხრე დღე: ხილი შეუზღუდავი რაოდენობით, 150 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ზეითუნის ზეთით შეზავებული კიტრისა და პომიდვრის სალათა.
მეათე დღე: 150 გრამი თევზი, 2 ნაჭერი დიეტური შავი პური, კიტრისა და პომიდვრის სალათა ზეითუნის ზეთით.
მეთერთმეტე დღე: 2 მოხარშული კვერცხი, 150 გრამი ძროხის ხორცი, 2 ნაჭერი დიეტური შავი პური, ბოსტნეულის სალათა, ნახევარი ლიტრი კეფირი.
მეთორმეტე დღე: 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით.
მეცამეტე დღე: 300 გრამი ქათმის ხორცი, 2 მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათა.
მეთოთხმეტე დღე: 2 მოხარშული ჭარხალი, ხილი, 1 ლიტრი კეფირი.