კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მილების გადაკეტვა დროებით?
პასუხი: მილების გადაკვანძვის შემთხვევაში ორსულობა აღარ დადგება, მაგრამ პროცესი შეუქცევადია და სამომავლოდ  ბუნებრივად დაორსულების შესაძლებლობა აღარ გექნებათ. პროცედურა არ უნდა ჩატარდეს, თუ ქალი მყარად არ არის დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში ნაყოფიერების შეწყვეტის შესახებ.
კითხვა: 1,5 წლის ბავშვს ერთ ადგილას აქვს ჭაღარა თმა, უფრო მოყვითალო ფერის. მაინტერესებს, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: რაც შეეხება თმას, რამდენიმე ღერი პიგმენტაციადაკარგული თმა არ არის შეშფოთების საფუძველი. გამორიცხეთ ანემია. ზოგჯერ მიზეზი ამა თუ იმ მიკროელემენტის ნაკლებობაა, რაც მელანინის ფუნქციაზე აისახება: მცირდება მისი გამომუშავება ან თმის ცილებს აღარ ძალუძთ მისი შენარჩუნება. საჭიროა ვიზიტი პედიატრთან დაავადებების გამორიცხვის მიზნით.
კითხვა: ჩემს მეგობარს მოუკვდა კატა – ორი დღე იავადმყოფა: ვერ დადიოდა და პირიდან დორბლი სდიოდა. აგრესიული არ ყოფილა. მაგრამ თავდაცვის მიზნით, მეგობარი და მისი ოჯახი ცოფზე აიცრა. სანამ ჩემი მეგობარი აიცრებოდა, მე მისი ჭიქიდან დავლიე ლუდი. საჭიროა თუ არა ჩემი აცრა?
პასუხი: თუ თქვენ ცხოველთან უშუალო კონტაქტი არ გქონიათ, აცრა საჭირო არ არის.
კითხვა: რამდენიმე დღის წინ გავიკეთე ტატუირება, თუმცა პროცედურის ჩატარების შემდეგ დამეწყო პანიკური შიში, რომ შესაძლოა, ინფექციური დაავადებები გადმომედო. უშუალოდ პროცედურის დროს სპეციალისტი მუშაობდა ხელთათმანით, გამოიყენა ერთჯერადი ნემსი და საღებავიც მცირე რეზერვუარში გადმოიტანა. ასეთ შემთხვევაში, რამდენად სავარაუდოა დაინფიცირება და რამდენ ხანში შეიძლება, გავიკეთო ანალიზი, რომელიც უტყუარ პასუხს მაჩვენებს?
პასუხი: თქვენს მიერ აღწერილი სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ინფიცირება მოსალოდნელი არ უნდა იყოს, თუმცა მეტი სიმშვიდისთვის გირჩევთ, ანალიზები ჩაიტაროთ 9 თვის შემდგომ.
კითხვა: ვარ 16 წლის გოგო. სახის სხვა ნაწილთან შედარებით ტუჩების გარშემო კანი გაყვითლებული მაქვს. შეიძლება რაიმეზე მიუთითებდეს? რაც არ უნდა ვიხეხო, სულ ასე მაქვს.
პასუხი: ცხვირ-ტუჩის არეში სიყვითლე ღვიძლის, საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიის ეჭვს ბადებს ხოლმე, დიაგნოსტიკისთვის ოჯახის ექიმს მიმართეთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3