კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ჭეშმარიტების გზაზე

  თუკი ჩავარდები მისატევებელ ცდომილებაში საქმით ან სიტყვით, კერძოდ, თუკი შეშფოთდი რაიმე შემთხვევის გამო, თვითონ განიკითხე სხვა ან სხვათა განკითხვა მოისმინე, იკამათე, ჩავარდი მოუთმენლობაში, ამაოებაში, იეჭვიანე ან დაუფიქრებლად მოიქეცი – ნუ აღელდები და დამწუხრდები ამის გამო უკიდურესად და სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი მისი განხილვისას, თუ რა ჩაიდინე, მით უმეტეს, ნუ დაურთავ ნაღვლიან ფიქრებს საკუთარ თავზე, რომ ვერასოდეს გათავისუფლდები მსგავსი სისუსტეებისგან, რომ შენი თავისუფალი ნება ფრიად უძლურია უფლის სამსახურისთვის, რომ არ მიდიხარ საღმრთო გზაზე ისე, როგორც საჭიროა, – ყველა ასეთ და მსგავს შემთხვევაში ათასგვარი ფიქრით სულის დამძიმება სულმოკლეობისა და მწუხარებისგან მომდინარეობს.
  რამეთუ რა გამოდის? ის, რომ გრცხვენია, წარსდგე ღმრთის წინაშე კადნიერებით, ვითარცა შეცთომილი. ამაოდ კარგავ დროს იმის განხილვაში, რამდენი დრო გაატარე თითოეულ ცოდვაში, თანხმობაში ხარ მასთან თუ არა და გსურდა ის თუ არა, განაგდე თუ არა ესა თუ ის ზრახვა და სხვა ამის მსგავსი. რაც უფრო მეტად დაიტანჯავ თავს ამგვარი ფიქრებით, მით უფრო მეტად აგეშლება სული, სურვილი აღარ გაქვს და გიძნელდება აღსარების თქმა. მაგრამ აღსარებაზე მისულიც შიშითა და მიმოდაბნევით გამოთქვამ მას, ვერც ამის შემდეგ ჰპოვებ სიმშვიდეს. გეჩვენება, რომ ყველაფერი ვერ თქვი. და ცხოვრობ ესრეთ მწარე, მოუსვენარი და უნაყოფო ცხოვრებით, დროსაც ამაოდ კარგავ. ეს ყოველივე ხდება იმიტომ, რომ ვივიწყებთ ჩვენს უძლურ ბუნებას და მხედველობიდან ვუშვებთ, თუ როგორ მართებს ურთიერთობა სულს ღმერთთან, კერძოდ, როდესაც სული ვარდება მისატევებელ და არამომაკვდინებელ ცოდვაში, მაშინ მართებს, თავმდაბლური აღსარებით სასოებით მიმართოს ღმერთს და არ დაიტანჯოს თავი მომეტებული მწუხარებით, ურვითა და ნაღველით.
  ამას ვამბობ მისატევებელ ცოდვებზე: რამეთუ სული, რომელიც მკაცრად ცხოვრობს, მხოლოდ ასეთ ცოდვაში შეიძლება ჩავარდეს. ჩვენი საუბარი ეხება იმათ, რომლებიც სულიერად ცხოვრობენ და საქმით ეძიებენ წარმატებას მასში და ყოველმხრივ განელტვიან სასიკვდინე ცოდვებს. იმათთან კი, რომლებიც არ ცხოვრობენ მკაცრად, არამედ, როგორც მოუხდებათ, არ ნაღვლობენ, თუნდაც მომაკვდინებელი ცოდვით შეურაცხყონ ღმერთი, სულ სხვაგვარი საუბარია საჭირო. ხსენებული საკურნებელი საშუალებები არ არის მათთვის საკმარისი. მათ ღრმა წუხილი და მწარე ტირილი მართებთ, მუდამ მკაცრად უნდა განსაჯონ თვისი სვინდისი და შეღავათის გარეშე აღიარონ ცოდვები აღსარებაში, არ დაიზარონ გამოსწორებისთვის და გადარჩენისთვის საჭირო საშუალებების გამოყენება.
  აღსარება მუდამ გამსჭვალული უნდა იყოს ღმრთისადმი მტკიცე სასოებით, ყოველდღიური და მით უმეტეს, მძიმე ცოდვების აღიარების შემთხვევაში, რომელშიც ზოგჯერ გულმოდგინე ღმრთის მუშაკიც ვარდება ღმრთისავე დაშვებით. რამეთუ გარდამეტებული მწუხარება აღსარებისას, რომელიც მხოლოდ სტანჯავს და ღრღნის გულს, ვერასოდეს აღუდგენს სულს იმედიან მდგომარეობას, თუკი არ არის გამხნევებული მტკიცე სასოებით ღმრთის მოწყალებისა და სიკეთისადმი. ასეთი სასოება უნდა აღავსებდეს უმაღლესი ქრისტიანული სრულყოფილების მიღწევის მსურველთა გულებს. იგი აცხოველებს და ძალისხმევით აღავსებს სულისა და სამშვინველის ყველა უნარს. მაგრამ ზოგიერთები, სულიერი ცხოვრების გზაზე შედგომის შემდეგაც არ ზრუნავენ ამაზე, მოშვებული გულით წინ ვეღარ მიდიან, რის გამოც შეუძლებელია, მიემადლოთ სიკეთე, რომელიც განუწესა უფალმა ამ გზაზე მავალთ და რომლის მიღების ღირსნი ხდებიან მხოლოდ მოშურნენი, რომლებიც ყოველგვარი ძალისხმევით მიიწევენ სულ უფრო წინ.
скачать dle 11.3