კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 მფრინავი ტარაკნები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

სეპარატისტების ახალი რისხვა
  სოჭში დედამიწის ყველაზე დიდი ტარაკნები მომრავლებულან (პირიც მათკენ, ანუ ჩრდილოეთით მიქნია), რომლებიც თითქოსდა ინფექციების გადამტანებიც არიან, ალერგიასაც იწვევენ და იმ შენობებსაც აზიანებენ, რომლებშიც დაიბუდებენ.
  ოკუპანტურ-სეპარატისტული წყაროები გვამცნობენ, რომ ამ მწერს აქვს ყველა შესაძლებლობა საიმისოდ, რომ დამკვიდრდეს შავი ზღვისპირეთში. თქვენ წარმოიდგინეთ, გვარწმუნებენ, რომ ამ 5-9-სანტიმეტრიან ტარაკანს „ამერიკული ტარაკანი“ ჰქვია (აქვე დავაზუსტებ, რომ 9 სანტიმეტრს სიგრძეში ულვაშების წყალობით აღწევენ და, რაც მთავარია, დაფრინავენ).
  დილით იმალებიან და მხოლოდ ღამით გამოანათებენ ხოლმეო. ჯერჯერობით ამერიკულად წოდებული ტარაკნების მომრავლება ლუგარის ლაბორატორიისთვის არ დაუბრალებიათ (შესაძლოა, ტერარიუმებიდან გამოიპარნენო).  
  მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, დასპირტულ ამერიკულ ტარაკნებს ჩინეთში ჭრილობების შესახორცებლად იყენებენ, ვიეტნამში კი – საერთოდაც, მიირთმევენ შემწვარ-მოხრაკულს. მაგალითად, აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი აცხადებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ორი ტიპის ტარაკანია გავრცელებული: შავი და წითური (ხშირად ბინადრობენ ერთსართულიან სახლებშიო).
  რაკი სოჭი იქვეა, თუ ჩვენ ვერაფერს ვაკლებთ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ჩვენებური აფხაზი სეპარატისტები ტარაკნების ალყაში მაინც მოექცევიან.
скачать dle 11.3