კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 უჩვეულოდ ხელგაშლილები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ცოტა უკეთ გასაძღობები

  მას შემდეგ, რაც რუს ექიმთა სპეციალურად მივლენილმა სამედიცინო ბრიგადამ აფხაზეთის მოსახლეობას გამოკვლევები ჩაუტარა (პათოსით: რატომ უნდა უმკურნალონ მათ ქართველებმაო და, მართლაც – ჯანშიც ქვა უხლიათ), თუმცაღა სამკურნალოდ ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილა (ოღონდ ისიც საქმეა, აწ უკვე არა მხოლოდ ის იციან, რომ ავად არიან, არამედ – ავადობის სახელწოდებაც), გაირკვა, რომ სეპარატისტული აფხაზეთისა და რფ-ს შსს-ებს შორის არსებული შეთანხმება გულისხმობს აფხაზი მილიციელების სოციალური გარანტიების, ანუ შემოსავლების გაზრდას.
ეს ამბავი ეტაპობრივად განხოციელდება და არა მხოლოდ შემოსავლები გაეზრდებათ სეპარატისტ მილიციელებს, არამედ მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც გაუუმჯობესდებათ (და ისინი კრიმინალთან ბრძოლის საქმეში დაეწევიან და გაასწრებენ დედა-რუსეთს!).
  ე. წ. ფინანსთა მინისტრი (ცხადია, სეპარატისტული აფხაზეთისა), ვინმე ჯანსუღ ნანბა აცხადებს, რომ აფხაზ მილიციელთა ანაზღაურებისთვის 2019 წელს 150 მილიონი რუბლი (ამჟამინდელი კურსით, 2.4 მილიონ დოლარამდე) გამოიყოფა, რის გაზრდაც 2020 წელს 300 მილიონამდე იგეგმება, 2021-ში კი –  450 მილიონ რუბლამდე. იმას გარდა, რომ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი დაფინანსებაც მოემატებათ.
  ჩვენებური სეპარატისტები იმედოვნებენ, რომ მილიციელთათვის ხელფასების ზრდა კორუფციის შემცირებას გამოიწვევს.
  ე. წ. შს მინისტრი გარი არშბა შეწუხებულია იმით, რომ აფხაზ მილიციელებს ხელფასიც დაბალი აქვთ, არც ეკიპირება გააჩნიათ, არც საკმარისი სატრანსპორტო საშუალებები და არც შესაბამისი სამსახურეობრივი შენობები. არადა ამაზეა დამოკიდებული სამართალდამცველი სტრუქტურების ეფექტიანი მუშაობაო.
  თუ დავამატებთ, რომ სოხუმის აეროპორტის შეკეთებასაც ჰპირდება მოსკოვი სოხუმს, ბუნებრივია, იბადება კითხვა, რა მიზნით გადაწყვიტეს ჩრდილოეთში აფხაზი სეპარატისტების ცოტა უკეთ გაძღომა?!


скачать dle 11.3