№31 რა შედევრებს მიაკვლიეს ეკა გიგაურმა და მირანდა ბენიძემ კუკიის სასაფლაოზე
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ეკა გიგაურმა და გურანდა ბენიძემ, უძველეს საფლავებზე დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტეს. მუშაობის პროცესში ბევრ საინტერესო დეტალსა და ისტორიას წააწყდნენ. გოგონებმა იპოვეს იშვიათი, მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებული ქანდაკებები, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებად შეიძლება, ჩაითვალოს, თუმცა, სამწუხაროდ, მათ ყურადღებას არავინ აქცევს და რომ არა მესაფლავეების კეთილი ნება, ისინი დღემდე შემორჩენილი არც იქნებოდა.
ეკა გიგაური: დაახლოებით, მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა დასასვენებლად სოფელში, ცხვარიჭამიაში ჩავედი და ერთხელ ბაბუის საფლავზე გადავედი, სადაც უძველესი საფლავები ვნახე, რომელზეც წარწერები თითქმის არ იკითხებოდა, მაგრამ ადამიანები იყვნენ გამოსახულები. ამან ჩემი ყურადღება მიიპყრო და რაღაცნაირად ჩამრჩა გონებაში. მეორე კურსზე სალექციო კურსი თამარ ბელთანიასთან გავიარე, რომელმაც შსს არქივში დაცული მსგავსი საფლავების ფოტოები გვაჩვენა და აგვიხსნა, რას ნიშნავდა ქვებზე გამოხატული თითოეული დეტალი: ხაზები, ფერები, ფორმები... ამ ყველაფერმა გამახსენა ჩემს სოფელში ნანახი საფლავები და ამ თემას კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი. ფილმი უშუალოდ ტელე და კინოდოკუმენტალისტიკის სალექციო კურსისთვის მოვამზადე, ლექტორმა ფილმის გადაღება დაგვავალა. ეს პერიოდი აღდგომას დაემთხვა და ზღვის სასაფლაოზე ვათვალიერებდი ეპიტაფიებს, რაც მოგვითხრობს გარდაცვლილების ცხოვრებაზე. მაშინ მომივიდა აზრად, რომ იქნებ ფილმი ამ თემაზე გადამეღო. მე და გურანდა დიდი ხნის მეგობრები ვართ, ნიჭიერი ფოტოგრაფია. ვიცოდი, არ დამზარდებოდა და ამიტომ ვთხოვე დახმარება. პირველად ცხვარიჭამიაში, სოფლის მიტოვებულ სასაფლაოზე ავედით, არც ძაღლების შეგვეშინდა, არც გველების და შევუდექით საქმეს. თან კიდევ ერთი მეგობარი გვახლდა. ყველა კადრი გურანდას გადაღებულია.
– გვიამბეთ იმ საფლავების ისტორია, რომელიც გადაიღეთ.
გურანდა ბენიძე: ვიცოდი, კუკიის სასაფლაო ოთხი საუკუნისაა და იქ განსაკუთრებული ისტორიები და საფლავები მეგულებოდა, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. საინტერესო კადრების მოძიება რომ დავიწყე, მესაფლავემ დამინახა და მკითხა, რას ვეძებდი. ვუთხარი, რაც გვჭირდებოდა და თავად მიმიყვანა საფლავთან, რომლისთვისაც „კაკუნი სამოთხის კარზე“ დაურქმევიათ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში დაგხვდა, მცენარეებს ჰქონდა სულ დაფარული და მხოლოდ ხელი ჩანდა. მე და ეკამ გავასუფთავეთ და საოცარი ქანდაკება აღმოვაჩინეთ, რომელიც არ არის დაზიანებული, მხოლოდ მხართან აქვს ჩამოტეხილი. განადგურებულია საფლავის ქვის ის ნაწილი, სადაც გარდაცვლილის ან მოქანდაკის ვინაობა შეიძლებოდა, ყოფილიყო დაწერილი. საფლავების მომვლელმა მითხრა, რომ თვითონ ასუფთავებს ამ ქანდაკებას, სხვა არავინ აკითხავს, იშვიათად, ფოტოგრაფები თუ შემოივლიან, გადაიღებენ და მიდიან. საფლავის ისტორიაზე, სამწუხაროდ, ბევრი ვერაფერი გავიგეთ. საფლავს თავზე აქვს დროის ნიშანი – ქვიშის საათი ახატია. ეს შეიძლება, რაიმე ორგანიზაციის სიმბოლოც იყოს.
ეკა: ეს არის მამაკაცის საფლავი. საფლავზე არსებული თარიღებიდან გამომდინარე, გარდაცვლილი 76-77 წლის იქნებოდა, რაც ძალიან საინტერესოა, ანუ, ახალგაზრდა და ტრაგიკულად დაღუპული არაა, რომ დედას ან ვინმეს დაედგა მსგავსი ძეგლი. ნამუშევარი მაღალ პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული – თითოეული კუნთი გამოკვეთილია. კაცი ჩაჩოქილია და ისე აკაკუნებს კარზე. ამ საფლავზე ისეთი სასოწარკვეთილებაა გამოსახული, თითოეულ მნახველს საოცარი გრძნობა ეუფლება.
გურანდა: კიდევ ვიპოვეთ აკლდამა, რომელიც ბერძნულ-რომაულ სტილშია შესრულებული და დიდი ალბათობით, ქართველი არქიტექტორის ნამუშევარი არაა. აღნიშნულ აკლდამაში დედა და შვილი განისვენებს. მესაფლავემ მისი ისტორია გვიამბო: 1945 წელს, როცა სამამულო ომი დასრულებულა, ჯარისკაცი დავით ვაშაკიძე დაღუპულა და დედას გარდაცვალების ცნობა მისვლია. დედას ჩამოუსვენებია ცხედარი, გაუყიდია სახლი და კუკიის სასაფლაოზე აუგია ეს აკლდამა, რომელიც ძალიან ძვირი დაჯდომია. თავად ეს ქალიც ამ აკლდამაში გადმოსულა საცხოვრებლად და გარდაცვლილი შვილის გვერდით დაუდევს ბინა. აკლდამის კედელზე დაჭრილი, მწოლიარე ჯარისკაცია გამოსახული, რომელსაც ჭრილობიდან სისხლი სდის. აკლდამას ეტყობა კიდეც ნასახლარი, შუქიც კი არის გაყვანილი. საინტერესო ის არის, რომ აკლდამის უკანა მხრიდან მიწაში ჩასასვლელია, სადაც ამ ბიჭის კუბო ესვენა, თუმცა მიწაში არ იყო ჩაფლული. მიცვალებული მინით დახურულ
აკლდამაში იწვა. ყოველ ექვს თვეში დედას ექიმი მოჰყავდა და მიცვალებულს თავიდან უკეთებდა ბალზამირებას. მიცვალებულის მოპირდაპირე მხარეს დედას ედგა ტახტი, სადაც იძინებდა. როგორც ჩანს, ბიჭს მამა არ ჰყავდა, რადგან მესაფლავეებს მასზე არანიარი ინფორმაცია არ აქვთ. როცა ეს ქალი გრდაიცვალა, შვილის გულზე დაასვენეს და აკლდამა მიწით ამოავსეს. კიდევ, არის ერთი განსაკუთრებული საფლავი, რომელსაც რუსული წარწერა აქვს. ეს საფლავი ეკუთვნის პოლკოვნიკს, რომელიც დანიშნული ყოფილა. მისმა საცოლემ დაუდგა ძეგლი. ძეგლზე გამოსახულია დაჩოქილი მგლოვიარე ქალი, საქორწილო კაბით. ასევე, ვიპოვეთ პირველკლასელის საფლავი, რომელზეც ანგელოზის უიშვიათესი თეთრი მარმარილოს ქანდაკება დგას. მსგავსი მარმარილო საქართველოში ძალიან იშვიათია. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ კუკიის პატარა პანთეონში მივაგენით ედვარდ მუნკის მუზას – დაგნი პშიბიშევსკას. ეს საფლავი შედარებით მოვლილია, როგორც მითხრეს, ტურისტები ხშირად ჩამოდიან პოლონეთიდან, ნორვეგიიდან და ყვავილებით ამკობენ.
აკლდამაში იწვა. ყოველ ექვს თვეში დედას ექიმი მოჰყავდა და მიცვალებულს თავიდან უკეთებდა ბალზამირებას. მიცვალებულის მოპირდაპირე მხარეს დედას ედგა ტახტი, სადაც იძინებდა. როგორც ჩანს, ბიჭს მამა არ ჰყავდა, რადგან მესაფლავეებს მასზე არანიარი ინფორმაცია არ აქვთ. როცა ეს ქალი გრდაიცვალა, შვილის გულზე დაასვენეს და აკლდამა მიწით ამოავსეს. კიდევ, არის ერთი განსაკუთრებული საფლავი, რომელსაც რუსული წარწერა აქვს. ეს საფლავი ეკუთვნის პოლკოვნიკს, რომელიც დანიშნული ყოფილა. მისმა საცოლემ დაუდგა ძეგლი. ძეგლზე გამოსახულია დაჩოქილი მგლოვიარე ქალი, საქორწილო კაბით. ასევე, ვიპოვეთ პირველკლასელის საფლავი, რომელზეც ანგელოზის უიშვიათესი თეთრი მარმარილოს ქანდაკება დგას. მსგავსი მარმარილო საქართველოში ძალიან იშვიათია. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ კუკიის პატარა პანთეონში მივაგენით ედვარდ მუნკის მუზას – დაგნი პშიბიშევსკას. ეს საფლავი შედარებით მოვლილია, როგორც მითხრეს, ტურისტები ხშირად ჩამოდიან პოლონეთიდან, ნორვეგიიდან და ყვავილებით ამკობენ.
ეკა: ეს ყველაფერი ვიცით მესაფლავეებისგან. ჩვენი საქმით კი გვინდა, ის მაინც გაკეთდეს, რომ ამ საფლავებს ყურადღება მიაქციონ. ჩვენ დავიწყეთ ფილმის გადაღება იმაზე, თუ როგორ იცვლებიდა საფლავის ქვები დროთა განმავლობაში. მაგრამ რეალურად წავაწყდით უამრავ პრობლემას. კუკიაზე საფლავები ისეთ მდგომარეობაში დაგვხვდა, ცხვარიჭამიას მიტოვებულ სოფელშიც რომ არ ყოფილა. შპრიცებისა და ნაგვის გროვა იდგა.
გურანდა: სახლში ვამბობდი, როცა დრო მექნება, აუცილებლად გავალ და გავასუფთავებ იმ საფლავებს-მეთქი. ესენი ნამდვილად შედევრებია და აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი პოსტის ნახვის შემდეგ ბევრი უცხოელი დაინტერესდა ამ თემით. უცხოურ საიტზეც აიტვირთა. ერთი ტურისტი გზაშიც კი შეგვხვდა და გვითხრა, რომ ჩვენი აღმოჩენილი საფლავების სანახავად მოდიოდა. როცა ნახა, ასეთ მდგომარეობაში იყო, გაგიჟდა. სხვა ქვეყნებში მსგავსი საფლავები მოვლილიაო.
– ქურდული სამყაროს წარმომადგენლების საფლავებიც ნახეთ?
ეკა: კი, არის და დანახვისთანავე ეტყობა მათი სტატუსი – აუცილებლად შავი ქვით ან მარმარილოთი არის გაკეთებული და დაბლა, მიწის ნაცვლად, იგივე ქვა ან მარმარილოა. გამოსახული აქვთ ბორჯღალი, ვარსკვლავი და მსგავსი დამახასიათებელი ნაკეთობები., სასახლეებივით არის დადგმული და ყველაზე შესამჩნევია.
გურანდა: ერთ ასეთ სასახლეს მივაგენით, რომელიც უზარმაზარია, იმხელა ტერიტორია აქვს დაკავებული, იმ ადგილას, დაახლოებით, 20 საფლავი მაინც გაკეთდებოდა. გასაკვირი ის არის, რომ ეს ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია. შიგნით ვერ შევძელით შესვლა, რადგან ბოქლომი ადევს და ღობეც ძალიან მაღალია.
– ყველაზე საინტერესოსა და უცნაურს რას გადააწყდით?
ეკა: პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა არქაული, ძველი ქართული საფლავები, რომლებზეც ადამიანებია გამოსახული. ვინც ისინი დახატა, მათ არც აკადემია ჰქონიათ დამთავრებული და არც მხატვრები იყვნენ, თუმცა, თითოეული დეტალი იმდენად თხრობითი და გამოხატულია, რომ საოცარი სანახავია. ჩვენთან ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში მსგავსი რამ კეთდებოდა, ასეთ საფლავებს „საფლავის კუბოს“ ეძახდნენ. თითოეული დეტალი ადამიანის ხასიათსა და ცხოვრებაზე მიუთითებს.
გურანდა: ერთი საინტერესო დეტალი იყო თიანეთში – რამდენიმე საფლავზე შებმული იყო შავი ნაჭერი.
ეკა: ეს გლოვის სიმბოლოა. დედა ან და ტოვებს შავ თავსაფარს. ფშავში, ხევსურეთში და თიანეთში ასე იცოდნენ თურმე, თუ ქალს ძმა, ბიძაშვილი ან მამა გარდაეცვლებოდა, ნაწნავი უნდა ჩაეყოლებინა.