კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როდის ხდება კახა გოგიძისთვის სხვისი სექსუალური სურვილები შემაწუხებელი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია და ეს სეზონი, ძირითადად, დასვენებასთან ასოცირდება, აღმოჩნდა, რომ მსახიობ კახა გოგიძისთვის დასვენება უცხო ცნებაა და საკუთარ თავს ამის უფლებას უკვე დიდი ხანია, ვერ აძლევს.
  კახა გოგიძე: არ მაქვს დასვენების კულტურა. მარტო წელს კი არა, საერთოდ არ ვიცი, ეს რას ნიშნავს და როგორ უნდა დავისვენო, როცა სულ რაღაცაზე ვფიქრობ და განტვირთვა ჩემთვის ძნელია. ღამითაც, მაქსიმუმ, 4-5 საათი მძინავს. მენანება ამისთვის დრო. ძალიან რთულია, მაგრამ მივეჩვიე ასეთ რეჟიმში ცხოვრებას.  
– ბოლოს როდის დაისვენეთ, არ გახსოვთ?
– შარშან მქონდა მცდელობა. გონიოში წავედი. ჩემი მეგობარი მყვინთავია და ჩემს სიცოცხლეში პირველად ჩავყვინთე, რითაც ბავშვობის ოცნება ავისრულე. ეს იყო ჩემი ერთადერთი განტვირთვა, რომელიც ათი დღე გაგრძელდა და ალბათ, ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როცა დავისვენე. ეს არ ნიშნავს, რომ დასვენება არ მიყვარს, მაგრამ იმდენი საზრუნავია: ოჯახი, სპექტაკლი, სწავლის ფული ვერ გადავიხადე და ერთი წლით შევიჩერე სტატუსი – ამ ფონზე როგორ გავჩერდე?! ახლა ახალციხეში, საკუთარ ქალაქში ვარ. სპექტაკლს ვდგამ და სულ მალე პრემიერა გვექნება.
– რაც შეეხება ქართულ-შვედურ პროდუქციას, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულ ფილმს – „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელშიც ერთ-ერთ როლს თქვენ ასრულებთ.
– ახლახან, ამ ფილმმა ოდესის კინოფესტივალზე აიღო გრანპრი და ერთ-ერთმა მსახიობმა – მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის სტატუსი. დიდი გამოხმაურება მოჰყვა კანის კინოფესტივალზე. საკმაოდ საჩოთირო თემაა ჩვენნაირი მასკულანური ქვეყნისთვის და თემიდან გამომდინარე, შეიძლება, რევოლუციური ფილმი იყოს – ბევრისთვის მიუღებელი, ბევრისთვის მისაღები. ვნახოთ. ჭრელი საზოგადოება ვართ და ერთიანი აზრი არაფერზე გვაქვს. იქნებიან გამპროტესტებლებიც და გამპროტესტებლების გამპროტესტებლებიც. რაც შეეხება თემას, ეს სხვის თეთრეულში ქექვას ნიშნავს და ვის რა ცხოვრება აქვს, ეს მხოლოდ მისი საქმეა. უფრო დიდი ცოდვა ის მგონია, რომ ადამიანი სხვა ადამიანის პირად სივრცეს არღვევს.
– როგორც კი ანონსი გავრცელდა, წამოვიდა აზრთა სხვადასხვაობაც – არსებობს თუ არა გეი ქართულ ცეკვაში.
– მე არ ვიცნობ ეგეთ მოცეკვავეებს, თუმცა რომ ვიცნობდე, არც ეგაა პრობლემა. თუ მეკითხებით, როგორ ვუყურებ ამ ამბავს – ეს არის პირადი ცხოვრება და ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს. ფარაჯანოვი ჰომოსექსუალი იყო, მაგრამ ნამდვილად არ უშლიდა ხელს მისი ცხოვრების წესი და არც მე მიშლის ის ხელს. ვიცით ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ტრადიციული ორიენტაციის, მაგრამ იყვნენ უდიდესი ხელოვანები. ამაში უჩვეულოს ვერაფერს ვხედავ. უჩვეულო ისაა, ადამიანს საძინებელში რომ შეუვარდები და ავეჯით გაუსწორდები. არის თუ არა ეს ქართულ ცეკვაში, ამას ვერ ვიტყვით, რადგან ასე ღრმად არ ვარ ჩახედული. მაგრამ არ მგონია, პრობლემა იყოს ამის ყოფნა ან არყოფნა. ზოგადად, ზნეობა პირადი სივრცის საქმეა. მე არანაირი აღლუმის ჩატარება არ მომეწონება. გინდა იყოს ტრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების და გინდაც – უმცირესობის. ქალი და კაცი რომ გამოვიდნენ და საქვეყნოდ გამართონ ქუჩაში ინტიმური სცენები, მერე ვიღამ უთხრას, რას აკეთებო და დაიწყონ, გვავიწროვებენო – არაა სწორი. არ არის აუცილებელი ლგბტ პირზე იყოს საუბარი, ნებისმიერ შემთხვევაში, არ მომწონს. ყველაზე პრობლემა მაქვს, ვინც გამოდის და თავის პირად სექსუალურ ცხოვრებას სააშკარაოზე გამოფენს. იქიდანაც შორს ვარ, რომ ვიღაცის უფლება ვიწროვდება. ქალიც რომ მოვიდეს და საკუთარი სექსუალური სურვილებით შეწუხება დამიწყოს, ვეტყვი: გადი, ქალო, აქედან-მეთქი და ეს მისი უფლებების შელახვაა? არ მესმის.
– ფილმის რეჟისორმა ბრალი დასდრო ნინო რამიშვილს, ჰომოფობიურ დამოკიდებულებაში: მან გვითხრა, რომ ქართულ ცეკვაში გეი სიყვარულის ადგილი არააო და სხვა ქართული ანსამბლების მოცეკვავეებსაც აუკრძალა ფილმში გამოჩენა.  
– მე ძალიან მომწონს „სუხიშვილების“ პატრიოტული ნაბიჯები მტრულად განწყობილ ქვეყანასთან დაკავშირებით და ვამაყობ, რომ მსოფლიო დონის ანსამბლი გვყავს. როდესაც ნინო სუხიშვილი ამბობს, რომ ჩვენთან გეი წყვილი არაა, მას ამის უფლება აქვს, რადგან მისი გუნდია და უკეთ იცის. რაც შეეხება დევნას, ის სივრცე, სადაც ჩემი ეპიზოდები გადავიღეთ, ერთ-ერთმა ანსამბლმა დაგვითმო და არ მახსოვს, ვინმე მოსულიყო და ხელი შეეშალა ჩვენთვის. იმის იქით თუ გადამღებ ჯგუფს რამე პრობლემა ჰქონდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თუ ზოგადად ავიღებთ ქართულ ცეკვას, ნამდვილად ასეა – იქ კაცი მეორე კაცს არ ეპრანჭება. ჩემი პერსონაჟიც ამბობს: „ქართულ ცეკვაში სექსუალობის ადგილი არ არის“. აქამდე ასე მოიტანეს ქართული ცეკვები – მასში ეს არ იგრძნობა, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ, რომ კაცი კაცს ეპრანჭებოდეს. ეს ნორმალურია თუ არანორმალური – პირადი გადასაწყვეტია, ამას კანონი ვერ დაარეგულირებს. ქალს უნდა მოსწონდეს ეს, კაცს უნდა მოსწონდეს ის – ეს სსრკ-ია. მე სსრკ-ს მთელი ჩემი ცხოვრება ვაპროტესტებ და შესაბამისად, მის ყველანაირ გამოვლინებას. ყველას აქვს უფლება, მას გაეპრანჭოს, ვისაც უნდა და როგორც უნდა, ისე. დღეს ლგბტ ჩემი პრობლემა არ არის. ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს ეს ყველაფერი. ჩემი პრობლემა არ არის გეი, არც ლესბი და არც არანაირი სექსუალური ორიენტაცია, ჩემი პრობლემა არის ჩემი ქვეყანა, სადაც რუსის ჯარი დგას.
– რაც შეეხება თქვენს პერსონაჟს?
– ჩემი პერსონაჟი ტიპური ქორეოგრაფია, ღრმად პროფესიონალი. ჩვენი შეხედულებები შეიძლება, რაღაცით ჰგავდეს ერთმანეთს. ნაკლებად ადარდებს მას სექსუალური ორიენტაცია, ცეკვაზეა ორიენტირებული, თუმცა, რასაკვირველია, სიმპათიებით არაა გამსჭვალული ამ წყვილის მიმართ. მინდა გითხრათ, რომ ორივე ბიჭი, რომელიც ამ ფილმში თამაშობს, ნამდვილად ნატურალია. ამ ფონზე განსაკუთრებით რთული იყო მათთვის თამაში, რასაც ძალიან კარგად გაართვეს თავი -ჩემთვის ეს უფრო გმირობაა. ქასთინგზე რომ მივედი, არაფერი დაუმალავთ. პირდაპირ მითხრეს, რომ ასეთი ამბავი იყო, რომ მერე არ მოჰყოლოდა გაუგებრობა. ვიცოდი, სადაც მივდიოდი და დამიჯერეთ, არაფრით შევწუხებულვარ. ერთი ვუთხარი, თუ იცით, როგორი ქვეყანაა-მეთქი და კიო. მაშინ ყოჩაღ თქვენს გამბედაობას-მეთქი და საქმეს შევუდექით. მიხარია, რომ ამ ფილმის ნაწილი ვარ. კანში ცხოვრებაში პირველად უყურეს, როგორ თამაშობს კახა გოგიძე, რაც ძალიან მეამაყება.

скачать dle 11.3