კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ბრძნული აზრები

მონტენი: ადამიანები მზად არიან, დაიჯერონ ყველაფერი, რაც საიდუმლოდ უთხრეს.
კასტანიდა: რაც უფრო მეტად იციან გარშემო მყოფებმა, რას წარმოადგენთ და რას უნდა მოელოდნენ თქვენგან, მით უფრო ძლიერ ზღუდავს ეს თქვენს თავისუფლებას.
ავგუსტუსი: ყური დაუგდეთ იმ მოხუცს, რომელსაც ახალგაზრდობაშიც მოხუცები უსმენდნენ.
ოშო: როცა პიროვნება აგრესიული არ არის, ის დაუმარცხებელია.
სენეკა: უკეთურია ადამიანი, რომელიც მისდევს თავის მიდრეკილებებს და ივიწყებს თავის მოვალეობებს.
ოზაკი: როგორი რთულია საკუთარი ცხოვრების შეცვლა და როგორ შემაშინებლად იოლია სხვათა ცხოვრების შეცვლა.
გილბერტი: თუ ვერ ისწავლი საკუთარ აზროვნებაზე ბატონობას, სამუდამო პრობლემებისთვის ხარ განწირული.
ფიცჯერალდი: ვინმეს გაკიცხვა თუ დააპირე, გაიხსენე, რომ ამქვეყნად ყველას შენნაირად არ უცხოვრია.
ჯიბრანი: ვისაც კეთილი საქმის გასაკეთებლად სტიმული სჭირდება, ის სიკეთეს ვერასდროს გააკეთებს.
ვოლტერი: ზოგჯერ ჩემს თავს შესანიშნავ რჩევას ვაძლევ, მაგრამ ძალა არ შემწევს, ვისარგებლო ამ რჩევით.
ბულგაკოვი: ვინც სხვებისთვის იცხოვრა, მან სიკვდილი დაამარცხა.
ჰიუგო: განკურნავ რა ძერას დაკოდილ ფრთას, მის კლანჭებზე ხდები პასუხისმგებელი.
ტაქსილი: როცა სასწაული ხდება, მუხლის მოყრის არ უნდა გრცხვენოდეს.
ლაო ძი: როდესაც გააცნობიერებთ, რომ საწუწუნო არაფერი გაქვთ, მთელი სამყარო თქვენი გახდება.
ეჟი ლეცი: საუბრის ხელოვნება რომ გაიზარდოს, შობადობა შემცირდება.
ემერსონი: არ წახვიდე იქით, სადაც გზას მიჰყავხარ. იქით წადი, სადაც გზა არაა და შენი კვალი დატოვე.
ბუკოვსკი: ადამიანის შეყვარება შეიძლება, თუ მას არ იცნობ.
საგანი: ქალის ჯანმრთელობისთვის მამაკაცების აღფრთოვანებული სახეები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კალორიები და წამლები.
მონრო: თანახმა ვარ, ვიცხოვრო სამყაროში, რომელსაც მამაკაცები მართავენ, სანამ შევძლებ, ვიყო ქალი ამ სამყაროში.
скачать dle 11.3