კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რატომ სძულდათ სომხებს ბიზანტიელები და ჯვაროსნები და რატომ უყვარდათ დავით აღმაშენებელი

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

 არმენოლოგ ალექსანდრე აბუდალაძეს საინტერესო სომხური წყაროები აქვს გადმოცემული. სომეხი ისტრიკოსი, მათეოს ურჰაეცი სელჩუკთა მიერ ბიზანტიელების დამარცხებას ღვთის რისხვას მიაწერდა, რადგან ბიზანტიის იმპერატორებმა გააუქმეს სომხური სამეფო-სამთავროები და სომხების რელიგიის განადგურებასაც ცდილობდნენ. მისი გადმოცემით: „კეისარ რომან დიოგენს ღმერთისათვის აღუთქვამს, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად მოსპობდა „მწვალებელ“ სომეხთა სარწმუნოებას. მაშინ სომეხ ბერებს დაუწყევლიათ ბიზანტიის „ურჯულო“ იმპერატორი, რომ არ ღირსებოდა ბრძოლის ველიდან უკან დაბრუნება“.
  1071 წელს გამართულ მანასკერტის ბრძოლაში კეისარს უღალატა ზოგიერთმა თანამებრძოლმა, მისი ჯარი დამარცხდა და თვითონ რომანოზ დიოგენი თურქ-სელჩუკთა სულთან ალფ-არსლანს ჩაუვარდა ტყვედ, შემდეგ კი ტახტიც დაკარგა. მოიშალა ბიზანტიის აღმოსავლეთის საზღვარი. სომხურ მიწებზე სელჩუკები და სხვა მაჰმადიანები გაბატონდნენ. ამგვარად, ბიზანტიის მიერ სომხური სამეფო-სამთავროების გაუქმება და მიერთება შეცდომა აღმოჩნდა თავად ბიზანტიისთვის. იმ ტერიტორიებზე ბრძოლის ორგანიზება ვერ მოხდა და სელჩუკებმა ადვილად ჩაიგდეს ხელში.
სხვა ვითარება იყო ჩვენს სამშობლოში. ბიზანტიის წინააღმდეგ ქართველი ხალხის გააფთრებულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ბიზანტიამ ვერ შეძლო ქართული სახელმწიფოს ჩაყლაპვა ან დამორჩილება.
  ერთადერთი, ვინც სამხრეთ კავკასიაში წინ აღუდგებოდა თურქებს, ჩვენი სამშობლო იყო. ბიზანტიას ძალიან დასჭირდა საქართველო და ბაგრატ მეოთხის ასული ბიზანტიის დედოფალი გახდა, ხოლო ჩვენს მეფეს სევასტოსის მაღალი ტიტული მიანიჭეს.
  ბაგრატ მეოთხის დედა სომეხთა მეფის ასული იყო. ამ და სხვა ვითარებების გამო სომხები იმედის თვალით უყურებდნენ ჩვენს სამშობლოს, განსაკუთრებით, დავით აღმაშენებლის ტახტზე ასვლიდან და მისი ნიჭიერების გამოვლინებების დროიდან.
  მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო. სომხები დიდი სიხარულით შეხვდნენ ჯვაროსნების გამოჩენას ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ჯვაროსნებიც ცუდად მოექცნენ არმენებს.
მათეოს ურჰაეცი (მათე ურჰაელი) ჯვაროსნების სომხებისადმი დამოკიდებულების შესახებ წერდა: „დაანგრიეს ეკლესიები, შეურაცხყვეს მღვდლები, დაიწყეს ჭეშმარიტი სარწმუნოების გამოძიება, დევნიდნენ ჭეშმარიტებას, უარი თქვეს სამართლიანობაზე... აი, ამას აკეთებდა ფრანკთა გაცოფებული ხალხი“... „მე მინდოდა, აღმენუსხა მთელი მათი უსამართლობანი, მაგრამ ვერ გავბედე, რამეთუ მათი ხელისუფლების ქვეშ ვიმყოფებოდით“.
  სომხებს მხოლოდ ერთი იმედი დარჩათ – საქართველოს მეფე დავით მეოთხე, ძალიან ნიჭიერი ადამიანი და ტოლერანტობით ცნობილი პიროვნება. მათეოს ურჰაეცი მასზე წერდა: „დავით მეფე იყო წმიდა და სათნო, გამოირჩეოდა ღვთისმსახურებით და სამართლიანობით. ის გახდა სომეხი ხალხის დამცველი და მეგობარი. მასთან თავი მოიყარეს სომეხთა ჯარის ნარჩენებმა. დავითმა ქართველთა ქვეყანაში ააშენა ქალაქი სომეხთათვის და დააფუძნა მრავალი ეკლესია-მონასტერი. ქალაქს სახელად გორა უწოდა. დიდი სიხარული, შვება (მიანიჭა) მისდამი დაქვემდებარებულ სომეხთა მთელ მოდგმას“. ურჰაეცი აქებდა ქართველთა დაუმარცხებელ  მეფეს: „დავით მეფემ დიდი სიმამაცე და ძლიერება გამოავლინა სპარსთა  წინააღმდეგ მიმართულ ომებში. მან მრავალჯერ დაამარცხა უცხოთესლთა ჯარები, შემუსრა მათი ძლევამოსილება, იარაღის ძალით ხელიდან გამოჰგლიჯა სპარსელებს მრავალი და მნიშვნელოვანი მხარე“. მან „აიღო სომეხთა სატახტო ქალაქი ანისი“.
  დავით აღმაშენებელმა ქალაქ ანისის მაჰმადიანი მფლობელები, შედადიანები, ანისიდან გამოიყვანა და ტფილისს წაიყვანა. გაათავისუფლა მონობისაგან სატახტო ქალაქი ანისი, რომელიც სამოც წელიწადს იმყოფებოდა მონობაში და საკვირველი, დიდებული ეკლესია ანისისა, წმიდა კათოლიკე ტაძარი, რომელიც მეჩეთად ექციათ. შეკრიბა სომეხთა ქვეყნის ეპისკოპოსები, მღვდლები ბერ-მონაზვნები და აკურთხა წმიდა კათოლიკე (ტაძარი) დიდი ზეიმით. გახარებული იყო სომეხთა მთელი სახლი, რამეთუ იხილეს წმიდა კათოლიკე (ტაძარი) გათავისუფლებული მონობისაგან“.  
დავით აღმაშენებლის მიერ ქალაქ ანისის გათავისუფლება და ტაძრის აღდგენა დავით აღმაშენებლის ცხოვრებაშიცაა ჩართული: „მაშინ მივიდა თვით მეფე დავით და კათალიკოზი, ეპისკოპოზნი და ერთობილი ლაშქარნი საფლავსა ზედა, და ახლად წესი აღუგეს. და თვით მეფემან სამ გზის საფლავსა ჩასძახა: „გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, რომელ იხსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან.“
  ალექსანდრე აბდალაძის თქმით, „ქართლის ცხოვრების” ძველი სომხური თარგმანის ჩანართში საინტერესო რამ წერია: „ხოლო თვით უყვარდა სომეხთა ტომი, ეკლესიები და ერთი ვინმე რიტორი, [მონასტრის] წინამძღვარი ჰახბატს, სახელად სარკავაგი; აღუარებდა მას თავის შეცოდებებს, დაუდრეკდა პატიოსან თავს და მისგან მოიღებდა კურთხევას. იჯდა მასთან და ეხვეოდა ქედზე. ხოლო ის ეუბნებოდა: დახსნილი ვარ და სუნი მიდის მე ჩემი სიბერით, გამეშორე, რომ არ შეგემთხვიოს შრომა.“ მეფე კი ეამბორებოდა და ეუბნებოდა: „ნუმც მომკლებია ეს სუნი, მამაო პატიოსანო.“ და უბოძა მას სოფელი მონასტრის ახლოს მის სამსახურებლად. (სომეხი ბერი) მეფის დალოცვის დროს ამას ამბობდა, როცა ხელს ადებდა თავზე: „ვპოვე დავით მონა ჩემი და წმიდა ზეთი ვცხე მას” (და ასე შემდეგ) მეათე მუხლამდის. უხაროდა მეფეს და აქებდა სომეხთა მშვენივრად [შესრულებულ] თარგმანებას. და მართლაც ვნახეთ, რომ შესრულდა ფსალმუნის სიტყვა მეფეზე. მრავალი იმ სიტყვათაგანი აუხდა მას“.
  საკუთარი სარწმუნოების ერთგული, პატიოსანი ადამიანები უყვარდა დავით აღმაშენებელს და დიდ პატივს სცემდა მათ. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში მათ ჩაბმას ცდილობდა. რაც ხელს აძლევდა ორივე მხარეს, ქართულ სახელმწიფოს – გასაძლიერებლად და სომხებს კი – ფიზიკური გადარჩენისთვის. „შეცოდებების აღიარების“ ცნობა აღსარების ჩაბარებად არ უნდა გავიგოთ. არამედ თავმდაბლობად, რითიც გამოირჩეოდა „გალობანი სინანულისანის“ ავტორი და შეიძლება, სომეხი მემატიანის მხრიდან გადაჭარბებაც იყოს. სხვა სარწმუნოების მიმდევართან აღსარების ჩაბარება გამორიცხულია. ასეთი რამე აკრძალულია, მაგრამ, სხვადასხვა საკითხებზე ქრისტიანული თავმდაბლობით რომ ისაუბრებდა ჩვენი ბრძენი ხელმწიფე სომეხთა დამსახურებულ ბერთან, სინამდვილე უნდა იყოს. მოხუცებიც რომ უყვარდა დიდ ხელმწიფეს და სნეულებსაც თავისი ხელით უვლიდა, ესეც ცნობილი ფაქტია. გარდა ამისა, დიდი პოლიტიკოსი და დიპლომატი დავით მეოთხე სომხური რესურსის საქართველოს სამსახურში ჩაბმას ცდილობდა. უმთავრესი კი მისი კაცთმოყვარეობა გახლდათ.
  ამიტომ, მათეოს ურჰაეცი მოწიწებით წერს ჩვენი ხელმწიფის სიკვდილზე: „გარდაიცვალა ქართველთა ქვეყნის კვეთილმსახური, წმიდა მეფე დავითი“.
скачать dle 11.3