კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ნაწლავების გამწმენდი ნესვის დიეტა

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ნესვი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით არის მდიდარი. მისი რბილობის 95 პროცენტი წყალია. შეიცავს შაქარს, კალციუმს, რკინას, თუთიას, ცხიმებს, A, B, C და P ვიტამინებს. ნესვი შესანიშნავად ახერხებს ნაწლავების გაწმენდას, რაც უმალვე აისახება ადამიანის კანის ფერსა და მდგომარეობაზე.
  მაა, ვისაც სიმსუქნისკენ გაქვთ მიდრეკილება, გახდომაში ნესვი დაგეხმარებათ: ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღე მიირთვით 2 კილოგრამი ნესვის რბილობი. ის აღადგენს ნივთიერებათა ცვლას, გაწმენდს ნაწლავებს და მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს. ამ დიეტას ორგანიზმიდან გამოაქვს წიდა და ტოქსინები, წვავს ცხიმებს.
  ნესვი საკმარისი რაოდენობით მოგაწვდით აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს, არც შიმშილი შეგაწუხებთ და არც სისუსტე. ამ დიეტის დროს, რაციონიდან უნდა ამოიღოთ კარტოფილი, პური, მაკარონი და ტკბილეული. რეკომენდებულია უმარილო მოხარშული ბრინჯი, ბოსტნეულის სალათა, უცხიმო ხაჭო. დღეგამოშვებით შეგიძლიათ, მიირთვათ მოხარშული თევზი ან 150 გრამი ქათამი, სვათ უშაქრო მწვანე ჩაი.
ნესვის მთელი დღის ულუფა ხუთად უნდა გაიყოს. ერთი ნაწილი შუადღისას მიირთვით, დანარჩენი ოთხი კი, ყოველ ორ საათში, ჭამის შემდეგ.
ნესვის დიეტა არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, კუჭის ან თორმეტგოჯას წყლული.
скачать dle 11.3