კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ ვუშველოთ ადვილად მტვრევად ფრჩხილებს

ნინო კანდელაკი ანი რევია

  მოვლილი ფრჩხილი მხოლოდ ლამაზად წასმულ ლაქს არ ნიშნავს, რადგან ეს უკანასკნელი, უბრალოდ, დროებით ფარავს დეფექტს. ხშირად, ფრჩხილების სტრუქტურის დარღვევას ორგანიზმში კოლაგენისა და ელასტინის დეფიციტი განაპირობებს. ისევე, როგორც კანსა და თმას, ფრჩხილებსაც სჭირდება კვება.
  ფრჩხილიდან ლაქის ნარჩენები მოიშორეთ სითხით, რომელიც არ შეიცავს აცეტონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრჩხილი გამოშრება.
  ფრჩხილის გამოსასუფთავებლად, არასოდეს გამოიყენოთ მეტალის იარაღი. დაუშვებელია ფრჩხილის ქვეშ კანის წვალება, რადგან ეს გამოიწვევს კანისა და ფრჩხილის დაცილებას, წარმოიქმნება თავისუფალი ადგილები და შემდგომ იქცევა თეთრ ლაქებად. ფრჩხილის მოვლის იარაღების დეზინფექცია კი არა მარტო სალონებში, არამედ სახლის პირობებშიც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. იარაღები საპნითა და წყლით გარეცხეთ, შემდეგ კი სპირტით გაწმინდეთ, რათა ინფექციები თავიდან აიცილოთ. ასევე, აუცილებელია ერთჯერადი იარაღების შეცვლა.
  ლაქის წასმამდე, გამოიყენეთ დამცავი, გამჭვირვალე ბაზა. ის არა მარტო იცავს ფრჩხილს, ლაქს უფრო მკვეთრს და მიმზიდველს ხდის. ხოლო თუ გინდათ, ლაქმა დიდხანს გაძლოს, დამცავი ფენა მის ზემოდანაც გადაისვით. ასევე, ხშირად დაასვენეთ ფრჩხილები ლაქისგან და მიეცით მათ აღდგენისა და გამაგრების საშუალება. ლაქის მუდმივად წასმა, აშრობს, ფერს უცვლის და ასუსტება ფრჩხილებს.
  ფრჩხილები რომ არ აშრევდეს, აიქერცლოს და არ იყოს მტვრევადი, საჭიროა მათი სათანადო კვება, ამისთვის კი რამდენიმე საშუალება არსებობს:
* რეგულარულად გაიკეთეთ ზეითუნის ზეთის აბაზანები ან ფრჩხილებზე ფუნჯით წაისვით, ამის შემდგომ, ფრჩხილი მიიღებს ჯანსაღ შესახედაობას, კანი დატენიანდება, აქერცლილი ნუნები გაქრება, ფრჩხილიც მალე გაიზრდება და გამაგრდება. ასევე, გამოიყენეთ, სპეციალური ზეთები, რომელიც სხვადასხვა ტიპის ფრჩხილებისთვისაა განკუთვნილი და აფთიაქებში იყიდება.
* ხშირად წაისვით ხელებისა და ფრჩხილებისთვის განკუთვნილი კრემი, რომ ხელები გახდეს ხავერდოვანი, ხოლო  ფრჩხილები კი – ძლიერი და ჯანსაღი.
* მანიკიურის გაკეთების წინ აუცილებლად დაილბეთ თითები აბაზანაში ან მანიკიური გაიკეთეთ ჭურჭლის გარეცხვის ან შხაპის მიღების შემდეგ. მანამდე კი ყველა ინსტრუმენტი კარგად დაამუშავეთ სპირტით ან ანტისეპტიკური ხსნარით.
ასევე, გირჩევთ ფრჩხილების გასამაგრებელი და სამკურნალო აბაზანის რამდენიმე რეცეპტს:
* ერთი სუფრის კოვზი ზღვის მარილი გახსენით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში. ჩაყავით თითები და გააჩერეთ 10 წუთს. შემდეგ, ფრჩხილები ხელსახოცით შეიმშრალეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
* 2 ჩაის კოვზ სუფრის მარილს დაუმატეთ 4 წვეთი იოდი, 1/3 ჭიქა ფორთოხლის წვენი და 1/3 ჭიქა თბილი წყალი. კარგად აურიეთ და ჩაყავით თითები აბაზანაში 5-10 წუთის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ, ხელები გაიმშრალეთ და წაისვით ნებისმიერი კრემი.
* 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 3 სუფრის კოვზი სუფრის მარილი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი 5-პროცენტიანი იოდის ხსნარი. კარგად აურიეთ და ჩაყავით თითები 10-15 წუთით.
* ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი მარილი და გაიკეთეთ ფრჩხილების აბაზანა 20 წუთის განმავლობაში. სასურველია, ეს პროცედურა დღეში ორჯერ გაიმეოროთ. ორი კვირის შემდეგ, შეამჩნევთ, რომ ფრჩხილები საგრძნობლად გამაგრებული და ჯანსაღია.
* ორი საშუალო ზომის ლიმონი გაწურეთ, დაუმატეთ ზუსტად იმავე რაოდენობის წყალი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ჩაყავით თითები და გაიკეთეთ აბაზანა 20 წუთის განმავლობაში. პროცედურის ჩატარება საკმარისია ორ დღეში ერთხელ. ერთი თვის შემდეგ კი თავად ნახავთ, რომ ფრჩხილის სტრუქტურა საკმაოდ შეიცვლება.
скачать dle 11.3