კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ჰუმანური სისასტიკე

დენის გილფორდი
საათის ისრები უკვე თორმეტის ნახევარს უჩვენებდა. პოლ სენტინს უნდოდა სახლში შუაღამემდე მისულიყო. მანქანას გზატკეცილზე  მიაქროლებდა. გზა სრულიად თავისუფალი ჩანდა, ვიდრე წინ ერთი მანქანა არ დაინახა. თავიდან არანაირი სერიოზული საფრთხე არ იგრძნობოდა. თუმცა, როდესაც მიხვდა, რომ შემხვედრი პირდაპირ შუა გზაზე მოჰქროდა, უკვე გვიან იყო.  საჭე მარჯვნივ მკვეთრად მოატრიალა.   შემხვედრმა მანქანამ უკანა მარცხენა ბორბალთან დაარტყა. მანქანა გადაბრუნდა, მაღლა ავარდა და სენტინი სალონიდან ამოისროლა.
თავიდან ტკივილი არ უგრძნია. ნელ-ნელა მიცურავდა ტალახში, სადღაც ქვევით. შემდეგ გაუნძრევლად იწვა და მის ირგვლივ მთელი სამყარო გაიყინა. შიში, რომელიც კატასტროფის წინ დაეუფლა, ახლა შორეული და არარეალური ეჩვენებოდა. ვერც სიკვდილზე ფიქრმა შეაშფოთა.
ცოტა ხანში საუბრის ხმა გაიგონა:
– აქ არ არის, – ყმაწვილი კაცის ხმა იყო.
– ეტყობა, დარტყმამ შორს გადააგდო, – უპასუხა გოგონამ.
სენტინი შიშისგან აკანკალებული ელოდებოდა. მათი ხმები არ მოეწონა. ეს ადამიანები არ ჰგავდნენ იმათ, ვინც მას დაეხმარებოდა, მით უმეტეს, თუ კვდება. ტკივილს უკვე ყველგან გრძნობდა: სახეზე, მკერდზე, ფეხებზე და სადღაც ღრმად შიგნით. სწორედ ეს ტკივილი აიძულებდა სიკვდილზე ეფიქრა.
იგი ფანრის შუქმა მოძებნა. გადაბრუნების თავიც კი არ ჰქონდა. რამდენიმე ნაბიჯი და ორივენი მის  გვერდით იდგნენ.
– ცოცხალია, – თქვა გოგომ, – თვალები გახელილი აქვს.
– ჰო, ვხედავ...
– თუმცა დაშავებულია, – გოგო მუხლებზე დაეშვა. იგი ძალიან ახალგაზრდა იყო –  თექვსმეტი წლის იქნებოდა, თანაც, ძალიან ლამაზი.
– თქვენ სერიოზულად ხართ დაშავებული? – ჰკითხა მან.
– კი... – მან მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ლაპარაკი განსაკუთებული ძალისხმევის გარეშე შეეძლო. შემდეგი კითხვა ძალიან ანგარიშიანი მოეჩვენა:
– როგორ ფიქრობთ, თუ დახმარებას აღმოგიჩენენ, გადარჩებით?
დაფიქრდა:
– მე ვფიქრობ, რომ მოვკვდები, – უპასუხა და როგორც კი ეს სიტყვები წარმოთქვა, მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, მიუტევებელი და სახიფათო შეცდომა.
გოგონას სახე რაღაც უცნაურად შეიცვალა. შემდეგ თანამგზავრს მიუახლოვდა.
– იგი კვდება, – წარმოთქვა დარწუნებით.
– ასეთ შემთხვევაში ექიმის მოყვანის აუცილებლობაც არ არის, ხომ? – ბიჭს შეეტყო, რომ შვებით ამოისუნთქა.
– როგორც ჩანს.
– რა ვქნათ?
– არაფერი. უბრალოდ, დაველოდოთ. ბოლოს და ბოლოს, ვიღაც გამოჩნდება.
– და ჩვენ ქალაქში წავყვებით, ხომ? – ეტყობოდა, რომ ბიჭი ყველაფერში გოგოს ემორჩილებოდა.
– რა თქმა უნდა. ჩვენ აქ ექიმს გამოვგზავნით, მაგრამ იმ დროისთვის ეს კაცი უკვე მკვდარი იქნება. ჩვენ კი პოლიციაში წასვლა მოგვიწევს.
– პოლიციაში?  რატომ?
– ჰო,  ის ხომ შენ  მოკალი?
ისინი  მასზე ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს იგი აღარც არსებობდა.
– არლენა, პოლიცია რას მიზამს, ეს ხომ უბედური შემთხვევა იყო?
– რა თქმა უნდა.
– ყველა უბედური შემთხვევა ვიღაცის გამო ხდება, – წარმოთქვა სენტინმა.
მათთვის ეს მოულოდნელობა აღმოჩნდა.
– რას გულისხმობთ? – ცოტა ხანში ჰკითხა ბიჭმა.
– იმას, რომ ეს უბედური შემთხევვა თქვენ გამო მოხდა, – სენტინი მათზე არ ბრაზობდა, იგი, უბრალოდ, ლაპარაკობდა.
– ვითომ რატომ ჩემ გამო?
– თქვენ ჩემს გზაზე მოდიოდით.
– არლენა, მართალს ამბობს?
გოგომ ჩაიცინა. შეიძლება, სენტინს უბრალოდ მოეჩვენა.
– მე საიდან უნდა ვიცოდე?
სენტინმა ძალა მოიკრიბა. სიტყვა სპეციალურად კარგად გამოკვეთა:
– თქვენ მოძრაობის საპირისპირო მხარეს მოდიოდით, ამიტომ  ყველაფერში დამნაშავე თქვენ ხართ.
– პოლიცია რას მიზამს? – იკითხა ბიჭმა
– მე რა ვიცი? – მოუჭრა გოგომ. ახლა ისიც შეშინებული ჩანდა.
– ეს ხომ უბედური შემთხვეევა იყო. ასეთ შემთხვევებში  მძღოლს მკაცრად არ სჯიან. თუ ეს კაცი არაფერს იტყვის, ისინი დაიჯერებენ, რომ უბედური შემთხევვა იყო.
– რაზე?
– იმაზე, თუ ვინ ვის მხარეს მოდიოდა. თუ მოკვდება, ის ვერაფერს იტყვის, ხვდები, არლენა?
– იგი ამბობს, რომ ისედაც კვდება.
– არ შეიძლება, მან ეს დანამდვილებით იცოდეს. ამაში ჩვენც ვერ ვიქნებით დარწმუნებული. უნდა მოკვდეს – ეს აუცილებელია! – ბიჭი ისტერიის ზღვარზე იყო, – დაზღვევაც არ დაგავიწყდეს – სიკვდილი უფრო იაფი ღირს, ვიდრე დასახიჩრება. სადაზღვევო კომპანიები ინვალიდებს უზარმაზარ თანხას უხდიან. არც კი ვიცი, ამას ჩვენი დაზღვევა ეყოფა, თუ არა. თუ ეს კაცი არ მოკვდება და ინვალიდი დარჩება, შეიძლება, მთელი ქონება დაგვიჯდეს. მამა მომკლავს!
სენტინი ტკივილს უკვე ვეღარ გრძნობდა, მხოლოდ სიბრაზე ეუფლებოდა. ისინი მის გადარჩენაზე კი არ ფიქრობდნენ, პირიქით, მის სიკვდილს ნატრობდნენ. ბიჭი გვერდით ჩაცუცქდა:
– თავს როგორ გრძნობთ? – ჰკითხა სენტინს, თუმცა სენტინმა არაფერი უპასუხა. ბიჭმა გოგოს გახედა, – დიდად არ ეტყობა, რომ მოკვდება.
ბიჭმა ფეხი ჩასცხო. გოგომ შეშინებულმა წამოიყვირა:
– რას აკეთებ?    
– იგი უნდა მოკვდეს. მე მივეხმარები! – ბიჭმა თითქმის იღრიალა.
– შენ რა, მოკვლას უპირებ? – გოგონას კიდევ შერჩენოდა რაღაც ადამიანური.
– ვერავინ ვერაფერს გაიგებს, – დაიწყო ბიჭმა. არგუმენტი დამაჯერებლად ჟღერდა, – ისედაც სასიკვდილოდაა დაშავებული. ყველაფერს უბედური შემთხვევით ახსნიან.
– კარგი, ვინს.
ისინი მას ალბათ ცემაში მოკლავდნენ. ეს მასში ძრწოლას იწვევდა.
– არა! – იყვირა რაც ძალა შერჩენოდა, – არა!
– ფიქრობ, რომ ამის გაკეთებას შეძლებ? – გოგოს ხმა უკვე მშვიდად ჟღერდა, – ავარიის დროს თავი დაგირტყამს და სისხლით ხარ მოთხვრილი, თუ ამას ცემას დაუწყებ, მერე შენს ტანსაცმელზე დარჩენილ სისხლს გამოიკვლევენ და აღმოაჩენენ, რომ იქ სხვისი სისხლიცაა.
სენტინს იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა.
– ვიცი, რაც უნდა ვქნა, – ცოტა ხნის შემდეგ წარმოთქვა ბიჭმა.
შემდეგ სადღაც წავიდა. მალე  გოგო მიიხმო.
– იგი ხომ მანქანიდან ამოფრინდა? ჰოდა, ვითომ ამას თავით დაასკდა. ჩვენ, უბრალოდ, გვამის, გადაადგილება მოგვიწევს. ვერავინ მიხვდება. რა მოხდა სინამდვილეში.
სენტინმა ნაბიჯების ხმა გაიგონა. თვალები გაახილა და დაინახა, რომ  რაღაც მძიმე და ბრტყელი მოჰქონდათ. ამჯერად აღარ უყვირია. ისინი თავზე წამოადგნენ. მძიმე და ბრტყელმა საგანმა, რომელიც ხელში ეჭირათ, ცა დაფარა.
თავისი ცხოვრების ბოლო წუთს რაღაცას მიხვდა.  მისთვის ერთბაშად ყველაფერი სულერთი გახდა.  ასეა თუ ისე, მაინც მოვკვდები, – გაიფიქრა მან, – ასე კი ყველაფერი უფრო სწრაფად მოხდება, შეიძლება, უფრო იოლადაც. თუმცა, ეს მაინც მკვლელობაა!
***
სერჟანტი დვანეკი საგზაო პატრულიდან, საკმაოდ გამოცდილი პოლიციელი იყო. მისი ეჭვები სულ უფრო ძლიერდებოდა, როდესაც იგი ორ ახლგაზრდას უყურებდა, რომლებიც მისი მანქანის გვერდით იდგნენ და მის ყველა მოქმედებას აკვირდებოდნენ. ბიჭს ვინსი ერქვა, გოგოს – არლენა. ისევე გამოიყურებოდნენ, როგორც საგზაო შემთხვევაში მოყოლილი ახალგაზრდების უმეტესობა, მაგრამ სერაჟანტს მათში რაღაც აეჭვებდა. ამიტომ გათენებისთანავე ძებნა განაგრძო.
ცოტა ხანში დვანეკი მათ მიუახლოვდა. მისი სახე კარგს არაფერს მოასწავებდა. ბიჭმა თავი ვერ შეიკავა:
– რაშია საქმე, სერჟანტო? რამე ხომ არ აღმოაჩინეთ?
– ასეა,  მკვლელი ვიპოვე, – წყნარად დაიწყო სერჟანტმა დვანეკმა. – ჯერ ერთი, რომ გვამი გადაადგილებულია და ირგვლივ მიწა  ფეხითაა დატკეპნილი. მერე  მეორე, მთავარი – ქვას ორი  მხარე აქვს:  ზედა და ქვედა. ზედა სუფთაა, წვიმისგან გადარეცხილი; ქვედა – მიწით მოსვრილი. ახლა კი შენ  მიპასუხე: როგორ მოახერხა მისტერ სენტინმა თავი ქვის ქვედა მხარეზე გაეჩეჩქვა?
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3