№31 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1979 წლის 11 მაისს. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელი ქვის ტარებაა წარმატებების მომტანი ჩემთვის და რომელი ქვეყანაა უფრო მისაღები?
პასუხი: ქვებიდან კარგია აქატი, მალაქიტი, ლაზურიტი, ნეფრიტი, ჟადეიტი, ოქროსფერი ტოპაზი. თქვენს კოსმიურ მისიაა, იყოთ მეტად ფრთხილი, შეძლოთ შუამავლის ფუნქციის შესრულება, დაეყრდნოთ ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, სამართლიანობას. სადაც შეხვალთ, სიმშვიდე და ჰარმონია შეიტანოთ და არა აგრესია ან დეპრესია. ასევე, იყავით მეტად დიპლომატიური ურთიერთობებში. ეს თქვენი კოსმიური მისიაა. რაც შეეხება უცხოეთს, დიდი წარმატების შანსი არ არის, თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან კარგია: იტალიის სამხრეთი ნაწილი, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, ეთიოპია, გვატემალა, ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კუნძული სარდინია, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, საბერძნეთი, ნორვეგია. თუ წინააღმდეგობებს გადალახავთ, წარმატებები გელით ავსტრიაშიც.
კითხვა: ვიმყოფები უცხოეთში. ვარ ორსულად. აგვისტოში დანიშნული მაქვს საკეისრო კვეთა, სავარაუდოდ, 22 რიცხვამდე. მაინტერესებს, რომელი დღეებია სასურველი ოპერაციისთვის. დაბადებული ვარ 1987 წლის 20 აგვისტოს.
პასუხი: გეტყვით იმ რიცხვებს, როცა არ არის სასურველი საკეისრო კვეთა, ესენია: 3, 7, 8, 10, 12, 15, 16, 17 და 22 აგვისტო. ამ თვის დანარჩენი დღეები თქვენთვის მისაღებია. თუ საშუალება გაქვთ, უმჯობესია, დაგეგმილი ოპერაცია თვის ბოლოსკენ გადაიტანოთ.