კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ ასწორებდა ლავრენტი ბერია ნიკოლაი ეჟოვის შეცდომებს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ მავანნი ლავრენტი ბერიას სისხლისმსმელ ჯალათსა და ყველა საბჭოური უბედურების სათავეს უწოდებენ, ირკვევა, რომ ეს მთლად ასე არ ყოფილა... ისტორიკოსი ზინოვი კრაკოვსკი წერს: „აბსოლუტური ტყუილია, რომ ეგრეთ წოდებული, 37 წლის რეპრესიები ბერიას ნახელავია. ეს სისხლიანი ტერორი თავიდან ბოლომდე ნიკოლაი ეჟოვის მიერ იყო მოწყობილი და საგულისხმო ისაა, რომ ამ დროს ბერია საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო და რეპრესიების მასშტაბით ეს რესპუბლიკა საბჭოეთში ბოლო ადგილს იკავებდა, რაც ბერიას დამსახურებად უნდა ჩაითვალოს. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „1937 წლის მიწურულს ნიკოლაი ეჟოვმა სტალინთან გამართულ თათბირზე ბელადს უთხრა:
– ამხანაგო სტალინ, ძალზედ დამაფიქრებელია ის, რომ მაშინ, როცა ყველა დანარჩენ რესპუბლიკაში ათეულ ათასობით ხალხის მტერი და ტერორისტია გამოვლენილი და დახვრეტილი, საქართველოში ეს რიცხვი მიზერულია. ნება მიბოძეთ, ამხანაგო სტალინ, რომ სპეციალური გამოძიება ჩავატარო და სიმართლე გავარკვიო.
სტალინმა ეჟოვს მოკლედ მოუჭრა:
– ამხანაგო ეჟოვ, საქართველო პატარა ქვეყანაა, ბერია კი – კარგი ჩეკისტი და მას ჩვენ სრულიად ვენდობით. ამიტომ გამოძიებით თავს ნუ შეიწუხებთო.
აშკარა იყო, ყველამ ვიცოდით და იმ თათბირზე კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ეჟოვი ბერიას ემტერებოდა. ყოველმხრივ ცდილობდა მის განადგურებას და ალბათ, მიზანსაც მიაღწევდა, მაგრამ ის სტალინმა დაიცვა და არც შემცდარა. მომავალში ბერიამ სრულიად გაუმართლა სტალინს და მისი მარჯვენა ხელი გახდა...“
მოლოტოვის თქმის არ იყოს, სწორედ, ნიკოლაი ეჟოვის ადგილზე დანიშნულ ლავრენტი ბერიას მოუწია ყველა იმ დანაშაულის გამოსწორება (თუ ეს ფიზიკურად იყო შესაძლებელი და ცრუ ბრალდებით დაპატიმრებული ადამიანები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ) და ძირითადად, სამეცნიერო-ტექნიკური ინტელიგენციის გათავისუფლება, ვისაც ეჟოვი ტერორისტობას აბრალებდა... გენერალი პავლე სუდოპლატოვი წერდა: „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა ლავრენტი ბერია არ გვექნებოდა მძლავრი სარაკეტო-კოსმოსური ბაზა და ღმერთმა უწყის, ყოველივე ამას რა მოჰყვებოდა...“
სუდოპლატოვი სერგეი კოროლიოვის ისტორიას გულისხმობს, რომელიც უშუალოდ ეჟოვის მითითებით იყო გამოცხადებული ხალხის მტრად და იმის მაგივრად, რომ მისი მცირე ლაბორატორია გაეფართოებინათ და უხვად დაეფინანსებინათ, ეს გენიალური ავიაკონსტრუქტორი მან მაგადანში გადაკარგა და მოსკოვში ის სწორედ ბერიამ დააბრუნაო. სუდოპლატოვი წერს: „კოროლიოვი კარგი გარეგნობის ადამიანი იყო და ქალებს მოსწონდათ. არც სერგეი პავლოვიჩი იყო მათ მიმართ გულგრილი. ეჟოვს კი, ბოდიშს მოვითხოვ და ისეთი ბოზი ცოლი ჰყავდა, რომელიც ყველა სასურველ მამაკაცს იწვენდა ლოგინში. აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ სერგეი კოროლიოვს არაფერი ჰქონია ეჟოვის ცოლთან და მხოლოდ ერთხელ, 1938  წლის იანვარში, საახალწლო კარნავალზე „ენკავედეს“ კლუბში, ქალისვე თხოვნით, ეცეკვა. ეჟოვმა კი იეჭვიანა, პარანოიამ სძლია და კოროლიოვის გაბმის ბრძანება გასცა. რამდენიმე თვეში კოროლიოვი დააპატიმრეს. ლუბიანკაზე ორივე ყბა გაუტეხეს და სასიკვდილოდ მაგადანში გაგზავნეს. ეჟოვის მოხსნის შემდეგ ბერია მფრინავ ქალს, საბჭოთა კავშირის გმირს, ვალენტინა გრიზოდუბოვას შეხვდა, რომელმაც მას კოროლიოვის ისტორია მოუყვა და ბერიას ამ საქმეში გარკვევა სთხოვა. ბერია არა მარტო კოროლიოვის, არამედ ათასობით სხვა ადამიანის საქმეებით დაინტერესდა და მათში პირადად გაერკვა. შემდგომ კი ყველანი ციხიდან გამოუშვა და ისინი ქვეყნის სამსახურში ჩააყენა. ასე გამოვიდნენ ციხიდან კურჩატოვი, ტუპოლევი, იაკოვლევი, კალაშნიკოვი და სხვა მომავალში ცნობილი კონსტრუქტორ-ინჟინრები, ვინც დიდი სარგებელი მოუტანა ქვეყანას...“
  ლავრენტი ბერია უაღრესად ერუდირებული, განსაკუთრებით ტექნიკურ საკითხებში გარკვეული ადამიანი იყო და გაეცნო რა კოროლიოვის საქმეს, უმალვე მიხვდა, რა გენიოსიც იღუპებოდა. მოსკოვში დაბრუნებულ, სურავანდით დაავადებულ, სიკვდილის პირას მყოფ კოროლიოვს ბერია სახლში ეწვია. მანამდე კი მას ბინა დაუბრუნა, რომელიც ეჟოვმა უკანონოდ ჩამოართვა  და გაძლიერებული კვება და მკურნალობა დაუნიშნა. ლოგინში მწოლიარეს, ბერია ხუთი საათი ესაუბრა. ძალიან მალე  კი, უშუალოდ სტალინის განკარგულებით (ბერიას შუამდგომლობის საფუძველზე), კოროლიოვს უახლესი ლაბორატორია გადასცეს და ექსპერიმენტებისთვის დიდი ბიუჯეტიც დაუმტკიცეს. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კოროლიოვმა თავისი მემუარები მაგნიტოფონის ფირზე ჩაწერა, სადაც ის ამბობს: „საბჭოთა კოსმონავტიკისა და სარაკეტო ინდუსტრიის მამას მიწოდებენ. სინამდვილეში კი, ეს ტიტული ლავრენტი ბერიას ეკუთვნის. იგი ზუსტად ჩასწვდა ჩვენი დარგის საჭიროებას. დაგვეხმარა დაფინანსებასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაში და გაგარინი რომ კოსმოსში გავუშვით, ეს ბერიას დამსახურებაა...“
 კოროლიოვი საკმაოდ ამბიციური ადამიანი იყო და არ უყვარდა სხვების თავისზე წინ გაშვება. თუმცა, ამ ჭკვიანმა კაცმა ისიც იცოდა, რომ ისტორია, ადრე თუ გვიან, მაინც წარმოაჩენდა ლავრენტი ბერიას ღვაწლს საბჭოთა კოსმონავტიკაში და ამიტომ პირველი მართალი სიტყვა ბერიაზე სწორედ კოროლიოვმა თქვა.“

скачать dle 11.3